... (H-741), XIX ს.

334. კვლავ დაიწყო თქმა ანბისა: მან რა ხანნი მოიტირა: დღესა ერთსა მე და მეფე: მოვიდოდით გვენადირა: მიბრძანა თუ ქალი ვნახოთ: ხელი ხელსა დამიჭირა: მის ჟამისა მხსენებელი: მე სულდგმული არ გვიკვირა:

335. ბაღჩა ვნახე უტურფესი: ყოვლისავე სალხინოსა: მფრინველთაგან ხმა ისმოდა: უამესი სირინოსა: მრავლად იყო სარაჯები: ვარდის წყლისა აბანოსა: კარსა ზედან მოფარვიდა: ფარდაგები ოქსინოსა:

336. მეფემან ახმა დურაჯთა: მითხრა მიტანად ქალისა: გამოვუხვენ და წავედით: ჩემად სადებლად ალისა: მაშინ დავიწყე გარდახდა: მე საწუთროსა ვალისა: ალმასისა ხამს ლახვარი: ლახვრად გულისა სალისა:

337. ვიცოდი სწადდა არვისგან: ნახვა მის მზისა დარისა: მე გარე ვდეგ და მეფემან: შევლო ფარდაგი კარისა: ვერას ვხედევდი ოდენ ხმა: მესმოდა საუბარისა: ასმათს უბრძანა გამოხმა: დურაჯთა ამილბარისა:

338. ასმათ ფარდაგსა აზიდნა: გარეთ ვდეგ მოფარდაგულსა: ქალსა შევხედენ ლახვარი: მეცა ცნობასა და გულსა: მოვიდა მივსცნე დურაჯნი: მთხოვა ცეცხლითა დაგულსა: ვაიმე მას აქათ სახმილსა: დავუწვავ ნიადაგულსა:

339. აწ წახდეს იგი ნათელნი: მზისაცა მოწუნარენი: მისი ვერ გასძლო ხსენება: დაბნდა და სულთქნა მწარენი: ყმა და ასმათი ტიროდეს: ხმას სცემდეს იგი არენი: ჭმუნვით თქვეს მკლავნი ცუდ ქმნილნი: ვაი გმირთ მემუქარენი:

340. ასმათმან წყალი დაასხა: ცნობად მოვიდა ტარია: დიდხან ვერა თქვა სევდამან: გული შეუკრა დარია: დაჯდა და მწარედ სულთ ითქვნა: ცრემლი მიწათა გარია: თქვა ჩემგან მისი ხსენება: ვაიმე რა დიდი ზარია:

341. მიმდომი საწუთროსანი: მისთა ნივთთაგან რჩებიან: იშვებენ მაგრა უმუხთლოდ: ბოლოდ ვერ მოურჩებიან: ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა: რომელნი ეურჩებიან: ისმენდი ჩემთა ამბავთა: თუ სულნი შეღამრჩებიან:

342. დურაჯნი მთხოვეს გავიღე: სხვა ვერა გზაღა თავისა: დავეცი დავბნდი წამიხდა: ძალი მჴართა და მკლავისა: რა სულად მოვე შემესმა: ხმა ტირილისა და ვისა: აგრე მამრტყმოდეს ჯალაბნი: ვითა ჩამსხდომნი ნავისა:

343. შიგან ვწევ დიდთა დარბაზთა: ტურფითა საგებელითა: ზედ დამტიროდეს მეფენი: ცრემლითა უშრობელითა: პირსა იხოკდეს ხელითა: ღაწვისა გამპობელითა: მუყრნი მოასხეს სენითა: მთქვეს გამაბელზებელითა:

344. მე რა მნახა თვალ ახმული: მეფე ყელსა მამეხვია: ცრემლით მითხრა შვილო შვილო: ცოცხალღა ხარ სიტყვა თქვია: მე პასუხი ვერა გავეც: ვითა შმაგი შევჰკრთი დია: კვლავ დავეცი დაბნედილი: გულსა სისხლი გარდმეთხია:

345. სრულნი მუყრნი და მულიმნი: მე გარე შემომცვიდიან: მათ ხელთა ჰქონდა მუსაფი: ყოველნი იკითხვიდიან: მტერ დაცემული ვეგონე: არ ვიცი რას სჩმახვიდია: სამ დღემდის ვიყავ უსულო: ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან:

346. აქიმნიცა იკვირვებდეს: ესე სენი რაგვარია: სამკურნალო არა სჭირს რა: სევდა რამე შემოჰყრია: ზოგჯერ შმაგად წამოვიჭრი: სიტყვა მცთარი წამერია: დედოფალი ზღვასა შეიქმს: მას რომ ცრემლი დაუღვრია:

347. სამსა დღესა დარბაზს ვიყავ: არ ცოცხალი არცა მკვდარი: მერმე ცნობა მამივიდა: მივხუდი რასმე მიუმხვდარი: ვთქვი თუ ჰაი რაშიგან ვარ: მე სიცოცხლე გარდამხდარი: თმობა ვსთხოვე შემოქმედსა: ვკადრე სიტყვა სამუდარი:

348. ვთქვი თუ ღ~თ ნუ გამწირავ: აჯა ჩემი შეისმინე: მომეც ძალი დათმობისა: ცოტად ვითა აღმადგინე: აქა ყოფა გამამჟღავნებს: სახლსა ჩემსა მიმაწვინე: ღ~თ ჰქმნა და მორევსჯობდი: გული წყლული გავიკურნე:

349. მე წამოვჯე მეფისაგან: კაცი დია მოვიდოდა: ახარებდეს წამოჯდაო: დედოფალი გამორბოდა: მეფე მორბის თავ შიშველი: არ იცოდა რას იქმოდა: იგი ღ~თსა ადიდებდა: სხვა ყველაი უჩუმობდა:

350. იქით და აქათ მამისხდეს: მახვრიტეს სახვრეტელია: მე მოვახსენე პატრონო: გული აწ უფრო მრთელია: ცხენსა შეჯდომა მომინდა: ვნახნე წყალნი და ველია: ცხენი მამგვარეს შეცავჯე: მეფე ჩემთანა მვლელია:

351. გამოვედით მოვიარეთ: მაედანს და წყლისა პირსა: ჩემსა მიველ დავაბრუნვე: მეფე მამყვა სახლთა ძირსა: შინა მიველ უარ გავხე: სხვა დამერთო ჭირი ჭირსა: ვთქვი თუ მოვჰკვდე ბედი ჩემი: ამის მეტსა არას ღირსა:

352. ზაფრანის ფერად შესცვალა: ბროლი ცრემლისა დანამან: გული უფრორე დამიჭრა: ათი ათასმან დანამან: საწოლის მეკრე შემოდგა: მოლარე გაიყვანა მან: ვსთქვი თუ რა იცის ანბავი: ნეტარ ან იმან ან ამან:

353. მონააო ასმათისი: რა იცისო ვარქვი ვჰკითხე: შემოვიდა სააშიყო: წიგნი მომცა წავიკითხე: გამიკვირდა სხვად ვითამცა: ვქმენ გულისა მწველთა სითხე: მისგან ეჭვი არა მქონდა: სევდად მაწვა გულსა მით ხე: