... (Q-714), XIX ს.

300. მე სარკმელთა გარდავადეგ, რა შევიგენ არ მოჰყიდეს჻ შეუზახენ დახოცენით, დაიპყრნეს და თავსა სჭრიდეს჻ იგი ზღვასა შეასრივნეს, შემოადგეს ქალსა სცვიდეს჻ ჩავეგებე გამოვგუარე, ზღვის პირს ხანსა არ დაზმიდეს჻

301. რა გიამბო ქება მისი, რა სიტურფე რა ნაზობა჻ ვფიცავ რომე იგი მზეა, არა მართებს მზესა მზობა჻ ვინ გაიცდის შუქთა მისთა, ვინმცა ვით ქნა ნახაზობა჻ მე თუ დამწუავს აჰა მზა ვარ, არღა უნდა ამას მზობა჻

302. ესე სიტყუა დაასრულა, ფატმან იკრნა პირსა ხელნი჻ ავთანდილსცა აეტირნეს, გარდმოყარნა ცრემლნი ცხელნი჻ ერთმანერთი დაავიწყდეს, მისთჳს გახდეს ვითა ხელნი჻ ღვარმან ზედათ მონადენმან, გააწყალნა ფიფქნი თხელნი჻

303. მოიტირეს ყმამან უთხრა, ნუღარ გასწყვედ გაასრულე჻ ფატმან იტყუის მივეგებე, გული მისთვის ვაერთგულე჻ გარდუკოცნე ყოვლი ასო, თავი ამად მოვაძულე჻ ზედა დავსვი ტახტსა ჩემსა, შევეკუეთე გავესულე჻

304. ვჰკადრე მითხარ ვინ ხარ მზეო, ანუ შვილი ვისთა ტომთა჻ ამა ზანგთა სით მოჰყუანდი, შენ პატრონი ცისა ჴომთა჻ მან პასუხი არა მითხრა, მე სიტყუათა ესე ზომთა჻ ასნაკეცი წყარო ვნახე, ცრემლთა მისთა მონაწთომთა჻ ფატმანისაგან ნესტან დარეჯანის კითხვა და მეცნიერობის შეტყობის ნდომა჻

305. რა მივაჭირვე კითხვითა, მეტითა საუბარითა჻ გულ ამოჴინჩვით ატირდა, მით რამე ჴმითა წყნარითა჻ ბროლ ლალსა ღვარი ნარგისთა, მოსდის გიშრისა ღარითა჻ მისი მჭვრეტელი დავიწვი, გავჴე გულითა მკუდარითა჻

306. მითხრა შენ ჩემთჳს დედაო, ხარ უმჯობესი დედისა჻ რას აქნევ ჩემსა ამბავსა, ზღაპარი არის ყბედისა჻ ღარიბი ვინმე შემსწრობი, ვარ უბედოსა ბედისა჻ თუ რაცა მკითხო ძალიმცა, გიგმია არსთა მხედისა჻

307. ვთქუი უჟამოდ არ წესია, მოყუანა და მზისა ხმობა჻ მომყუანელი გაშმაგდების, და წაუა ერთობ ცნობა჻ ჴმობა უნდა ჟამიერად, სააჯოსა ყოვლსა თხრობა჻ რად არ ვიცი ამა მზისა, საუბრისა უჟამობა჻

308. ავიყუანე იგი პირმზე, ნაქები და ვერ ვთქუი უქი჻ სურვილმან და მზემან მისმან, ძლივ დავმალე მზისა შუქი჻ ჩამოვბურე მრავალკეცი, სტავრა მძიმე არ სუბუქი჻ ცრემლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს, წამწამთაგან მოქრის ბუქი჻

309. მოვიყუანე შინა ჩემსა, იგი პირმზე ტანით ალვით჻ მოუკაზმე სახლი ერთი, შიგან დავსვი მეტად მალვით჻ არვის უთხარ სულიერსა, შევინახე ფარვით კრძალვით჻ ერთი ზანგი ვამსახურე, მე შევიდი ვნახი ხალვით჻

310. ვით გიამბო საკუირველი, მე გლახ მისი ყოფა ქცევა჻ დღე და ღამე გაუწყვედლად, ტირილი და ცრემლთა ფრქუევა჻ შევეხვეწი დადუმდიო, წამერთ ჰქონდის ჩემი თნევა჻ აწ უმისოდ ვით ცოცხალ ვარ, ჰაი ჩემთჳს ვაგლახ მე ვა჻

311. შინა შეუიდი მას წინა, ედგის ცრემლისა გუბები჻ შიგან მელნისა მორევსა, ეყრდნის გიშრის შუბები჻ მელნისა ტბათათ იღვრების, სავსე სათისა რუბები჻ შუა ძოწსა და აყიყსა ჭვირს, მარგალიტი ტყუბები჻

312. ჟამი ვერ ვპოვე კითხვისა, ნიადაგ ცრემლთა ღვრისაგან჻ თუმცა მეკითხა ვინა ხარ და, ეგრე გასული რისაგან჻ მჩქეფრად სისხლისა ნაკადი, მოსდის ალვისა ხისაგან჻ მას ჴორციელი არ გასძლებს, სხუა კიდეგანი ქუისაგან჻

313. არად უნდის საბურავი, არცა წოლა საგებლითა჻ მიწყივ იყუის რიდითა და, მით ერთითა ყაბაჩითა჻ მკლავი მისი სასთაულად, მიიდვის და მიწვის მითა჻ ძლივ ვაჭამი ცოტა რამე, ათასითა შეხვეწითა჻

314. სხვა გიამბო საკუირველი, რიდისა და ყაბაჩისა჻ ვარ მნახავი ყოვლისავე, უცხოსა და ძვირფასისა჻ მაგრა მისი არა ვიცი, ქნილი იყო რაგვარ რისა჻ სილბო ქონდა ნაქსოვისა, და სიმტკიცე ნაჭედისა჻

315. მან ტურფამან სახლსა ჩემსა, ეგრე დაყო ხანი დიდი჻ ვერ გავანდევ ქმარსა ჩემსა, შესმენისა მქონდა რიდი჻ ვთქუი თუ უთხრობ ვიცი დარბაზს, გამამჟღავნებს ისი ფლიდი჻ ესე მეყო საგონებლად, კულავ შევიდი კულავ გავიდი჻

316. ვთქვი თუ არ ვუთხრა, რა უყო ჩემგან რა მოეგვარების჻ არცა რა ვიცი რა უნდა, რა ვისგან მოეხმარების჻ ქმარი რა მიგრძნობს მოცამკლავს, ვერღარა მომეფარების჻ ვითა დავმალო ნათელი, ვინ მზესა დაედარების჻

317. მე გლახ მარტომან რა უყო, მიმატებს ცეცხლთა დებასა჻ მო და გავანდო ნუ შევალ, უსენის შეცოდებასა჻ არ გამამჟღავნოს ვაფიცო, თუ მამცემს იმედებასა჻ სულსა ვერ წასწყმედს ვერა იქს, ფიცისა გაცუდებასა჻

318. მიველ მარტო ქმარსა ჩემსა, ველაღობე ველაციცე჻ მერმე უთხარ გითხრობ რასმე, მაგრა პირველ შემომფიცე჻ არვის უთხრა სულიერსა, საფიცარი მამეც მტკიცე჻ ფიცი ფიცა საშინელი, თავიცაო კლდეთა ვიცე჻

319. რაცა მითხრა სიკუდილამდის, არვის უთხრა სულიერსა჻ არა ბერსა არა ყმასა, მოყუარესა არცა მტერსა჻ მერე უთხარ ყუელაკაი, უსენს კაცსა მლმობიერსა჻ მოდი მამყევ აქა სამე, მო გაჩვენებ მზისა ფერსა჻