... (H-302), 1803 წ.

313. მათ ლაშქართაგან სამასნი, კარგი მოყმენი ქუჱლანი, თანა წამომყუჱს წაცაველ, დავჰყარენ სპანი ყველანი, დავედრე სადა მე მევლოს, ვლენით იგივე ველანი, ახლოს მამდევდით მიშველდით, გიხმობ თუ მინდა შველანი-

314. სამ დღე ვიარე მემთხვია, სხვა კაცი მისუჱ ხანისა, კულავ ეძღვნა უცხო მრავალი, შესამოსელი ტანისა, ებრძანა მწადსო სიახლე, შენ ლაღისა და ჯანისა, რა შეგეყარო მაშინ ჰსცნა, შენ ძღნობა ამისთანისა-

315. კულაცა ეთქუა მართალია, აზომ ჩემი მონაჴსენი, მე თჳთ წინა მოგეგები, მესწრაფების ნახუა შენი, მოვახსენე დია ღ~თო, ბრძანება ვჰქმნა მეცა თქვენი, ტკბილად ვნახოთ ერთმანერთი, ვიყუნეთ ვითა მამა ძენი-

316. მუნით წასული ჩამოვჰე, ტევრისა რასმე კიდესა, კულავ მოციქულნი მოვიდეს, სალამად არ დამრიდესა, წინა ტურფათა ტაიჭთა, ძღუნად ჩემთვის მოზიდვიდესა, შენსა ხილუსა მეფენი, თქვეს მართლად ინატრიდესა-

317. მითხრეს მეფე მოგახსენებს, მეცა შენ კერძ ვიარები, სახლით ჩემით წამოსრული, ხუალე ადრე შეგეყრები, მოციქულნი დავაყენენ, ხარგა დავდგი არ მზირები, მეტად ამოდ უალერსე, ერთგან დაწვეს ვით მაყრები-

318. კარგი საქმე კაცსა ზედა, აზომ თურმე არ წაჴდების, ერთი კაცი უკმორესწთა, მოდგა მალვით მეუბნების, დიდი მაცო თქვენი ვალი, ჩემგან ძნელად გარდიჴდების, გაწირვა და დავიწყება, ჩემგან თქვენი არ იქნების-

319. მე მამისა თქვენისაგან, ვარ ცოტაი განაზარდი, ხატაველნი გღალატობენ, თქვენდა თხრობად გამოვარდი, მკუდარი მიმძიმ სანახავად, ტანი მჭევრი პირი ვარდი, ყველასავე მოგახსენებ, გამიგონე დამიწყნარდი-

320. რომე ცუდად არ მოღორდე, ისი კაცნი გღალატობენ, ერთგან შენთვის დამალულნი, სპანი ასჯერ ათასობენ, კულავ სხუაგან გითქს სამი ბევრი, ასრე ფიცხლად მით გიჴმობენ, აწუჱ თავსა არ ეწევი, ფათერაკსა შეგასწრობენ-

321. მეფე ცოტათ მოგეგებვის, ვის მჭურეტნი ვერ გელევიან, მალვით ჩაიცმენ აბჯარსა, მიენდო მით გეთნევიან, კუამლსა შეიქმენ ლაშქარნი, ყოველგნით მოგეხვევიან, რა ერთსა გცემენ ათასნი, ეგრეცა მოგერევიან-

322. მას კაცსა ამოდ ვეუბენ, და მადლსა გარდვიხდიდია, რომე არ მოვჰკუდე შემოგზღო, შენ ამას ინატრიდია, აწ ამხანაგთა არ გიგრძნან, წადი მათთანა ვლიდია, თუ დაგივიწყო უთუოდ, მეცა განაკიდია-

323. არვის გავენდევ სულდგმულსა, დავმალე ვითა ჭორია, რაცა იქმნების იქმნების, ყოვლი თათბირი სწორია, მაგრამ სპათაკენ გავგზავნე, კაცი თუცა გზა შორია, შევჰსთუალე ფიცხლად წამოდით, მოგრაგნეთ მთა და გორია-

324. მე დილასა მოციქულთა, სიტყუა ტკბილი შევუთვალე, რამაზს ჰკადრეთ მოგეგებვი, მოდი მოვალ მეცა ხუალე, ნახევარ დღე სხუა ვიარე, ჭირსა თავი არ ვაკრძალე, განგებაა დღესცა მამკლავს, ქუემცა სადა დავიმალე-

325. ქედსა რასმე გარდავადეგ, მინდორს მტუჱრი დავინახე, ვჰსთქვი თუ მოვა რამაზ მეფე, ჩემთვის უდგამს თუცა მახე, ჩემი გაჰკუჱთს ჴორცსა მათს,ა ჴრმალი ბასრი შუბი ახე, მაშინ უთხარ სპათა ჩემთა, სახე დიდი დაუსახე-

326. ვჰსთქუი თუ ძმანო ისი კაცნი, ჩვენ ღალატსა გვიდგებიან, მკლავთა თქუენთა სიმაგრენი, ამისთვისმცა რად დალბიან, ვინცა მოკუდეს მეფეთათვის, სულნი მათნი ზეცას რბიან, აწ შევებნეთ ხატაელთა, ჴრმალნი ცუდად რას გვაბიან-

327. ვუბრძანე ჩაცმა აბჯრისა, ლაღმან სიტყვითა ჴაფითა, დავეკაზმენით საომრად, ჯაჭვ ჯავშანითა ქაფითა, რაზმი დავაწყევ მიჰვმართე, წაველ დიდითა სწრაფითა, მას დღესა ჩემი მებრძოლი, ჩემანუჱ ჴრმალმან დაფითა-

328. მივეახლენით შეგვატყუჱს, მათ ტანსა აბჯარცმულობა, კაცი მოვიდა მამართუა, მეფისა მოციქულობა, ეთქუა თუ ჟამად გვაჩნია, ჩვენ თქუენი არ ორგულობა, აბჯრითა გხედავთ შეგქვნია, აწ ამად გულ ნაკლულობა-

329. შევჰსთვალე თუ მეცა ვიცი, რაცა ჩემთვის გაგიგია, თქუენ რასაცა ჰსთათბირობდით, არ იქმნების არ იგია, ჰბრძანეთ მოდით შემებენით, ვითა წესი და რიგია, მეცა თქუენთვის დასაჴოცლად, ჴელი ჴრმალსა დამიგია-

330. რა მივიდა მოციქული, კულავმცა რადღა გამოგზავნეს, კვამლი შექნეს ლაშქართათვის, დამალული გაამჟღავნეს, გამოვიდნეს მოედანსა, თავნი ორგნით აქარავნეს, შეჰქმნეს რაზმი მრავალკეცი, თუცა ღ~თო ვერა მავნეს-

331. შუბნი ვსთხოვენ ჴელი ჩავჰყავ, მუზარადის დასარქმელად, საომარად ატეხილი, ვიყავ მათად გამტეხელად, ერთსა წავსწვდი უტევანსა, წავგრძელდი და წაველ გრძელად, მათ ურიცხვთა რაზმი ეწყო, წყნარად დგეს და აუშლელად-

332. ახლოს მიველ შემომხედნეს, შმაგიაო ესე ჰსთქუჱსა, მუნ მივმართე მკლავ მაგარმან, სად უფროსი ჯარი დგესა, კაცს შუბი ვჰკარ ცხენი დავეც, მართ ორნივე მიჰჴდეს მზესა, შუბი გატყდა ჴელი ჩავჰყავ, ვაქებ ჴრმალო ვინცა გლესა-