... (Q-1335), XVIII ს.

316. რაცაღა ხარ ვერ მაცთუნვებ გარდიქცევი ჴმელთა ქველად დაკარგულნი ვინმე სადით ვიარები მარტო ველად მე ვისთუისმე ნაცვლად ღ~თნ მიმცა ცეცხლთა დასაწველად მალედ მომკალ დამჴსენ წუასა მიმეც მჴეცთა შესაჭმელად

317. ჩემსა თავსა მიჯნურობა მართალია არ ნაჭორად ჩემი ვერა ვერ მოგკიდე მეუბნები მრუდსა სწორად ვინცა აქა გამომგზავნა არავინ მიჩს მისად სწორად მისგან კიდე სხვა მნათობი შევაწონე ერთ დრამ ორად

318. გამოჭრილვარ ვიარები დამწვავს ცეცხლთა საჴუმილია ამა ყმისა მიზეზითა სრულ ჴმელეთი მომივლია ჭირთა ნაცვლად შენ გიპოვე თუ არ მეტყვი ცრემლს მილია თქვენად ძებნად მოუიძულვე სახლი კარი ზღუდე ვლია

319. თუ შენ გწადდეს ჩემი შეყრა იგი გეტყვის არას არა მაგრა ჩემი ყოფა ღ~თნ ვიცი ბოლოდ დამამწარა შენგან კიდე არ ვინ მივის თავი ჩემი მოგაბარა იტყვის მივხუდი ჩემსა ლხინსა მე არ ვღირს ვარ მიწა არა

320. მაშა რადგან მიჯნურობა შენად ღონედ მოიგონე არ ეგების ამის იქით თუცა თავი არ გამონე არ შენ მოგეც თავი ჩემი დაგაბნიე დაგაღონე შენთუის მოვკდე ამისებრი მემცა საქმე რა ვიღონე

321. მე მისითა მიზეზითა არ მინახავს დღე ნათელი მუნით ვზივარ დევთა ქვაბსა ვდუღ და მამდის ცხელი ცრემლი მიწას ვლახავ თუ ზე უფრინავ არა ვიცი მე მართალი ღ~თმან მომკლას ან მილხინოს დიდ არს მისი სამართალი

322. აწ რაღა გითხრა თუ ამა საქმესა დამმორჩილდები რასაცა ეძებ მიხუდები უცილოდ არ ასცილდები თუ არ მომისმენ ვერ ჰპოვებ რაზომცა ცრემლსა მილდები მოგხუდების მდურვა სოფლისა მოკვდები გაცასწბილდები

არაკი ავთანდილისა ასმათს რომე უბრძანა მაშინ თუით ან

323. ყმამან უთხრა ეგე საქმე ამას გავსო არა სხუასა ორნი კაცნი მოდიოდეს სადაური სადმე გზასა უკანამან წინა ნახა ჩავარდნილი შიგან ჭასა ზედ მიადგა ჩაყიოდა ტირს იზახის ვაგლახვასა

324. ეგრე უთხრა ამხანაგო იყავ მანდა მომიცადე წავალ თოკთა მოსახუმელად მწადსო თუმცა ამოგზიდე მას ქვეშეთსა გაეცინნეს გაუკვირდა მეტად კიდე შემოყივლა არ გელოდო სად გაგექცე სად წავიდე

325. აწ დაო შენსა ჴელსაა ჩემი საბელი ყელისა სხვად უღონოა უშენოდ ჩემგან აბყრობა ჴელისა რასაცა მიზამ შენ იცი შენ ხარ წამალი ლხენისა თუარა ვისმც ექნა გუარლითა შეკრვა თავისა მრთელისა

326. ქალმან უთხრა მომეწონა ყმაო შენი ნაუბარი ხარ უცილოდ კარგი ვინ მე მოყმე ბრძენთა საქებარი ხარ ვინათგან აქანამდის მაგა ჭირთა დამთმობარი რაცა გითხრა მომისმინე გიპოვნია საძებარი

327. ქალსა ყმამან მოუსმინა დაჰმორჩილდა დართო ნება ამას ზედან მოიხედნეს ჴევით ესმა ჩხაპუნება მთუარე წყალსა გამოსრული ვნახე შუქთა მოფინება უკურიდეს აღარა ქნეს მუნ ხანისა დაყოვნება

328. ქალმან უთხრა ყმაო ღ~ნ მოგცა ჟამად რაცა გინა მაგრა თავი უჩინო ჰქმენ დამალული იყავ შინა ამა ყმისა მეუნებლე ჴორციელი არა ვინა თუ ვითა რა მოვაგუარო შენი ნახუა არ ეწყინა

329. ავთანდილ ქვაბსა დამალა ქალმან დამალვით მალითა იგი ყმა ცხენსა გარდახდა შვენოდა კაპარჭ ხრმალითა ატირდეს მაღლად ცრემლითა ზღუათაცა შესამალითა ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა ჭურეტითა იდუმალითა

330. ამარტის ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან დიდ ხანს იტირეს ყმამან და მან ქალმან შაოსანამან შეხსნა შვილო აბჯარი ცხენიცა შეიყვანა მან დადუმდეს ცრემლნი მოკვეთნა შაუმან გიშრისა დანამან

331. ავთანდილ სარემლით უჭურეტდა ტყუე საკნით ნააზატები მან ქალმან ქუეშე დაუგო ვეფხის ტყავისა ნატები მას ზედა დაჯდა იგი ყმა სულთქვამს ჭირ მონამატები სისხლისა ცრემლსა გაეწნა შუა გიშრისა სატები

332. მან ქალმან ჴელ ყო კვესითა გზება ცეცხლისა ნელისა ეგონა ჭამა ჴორცისა შემწურისა შეუქნელისა მიუპყრა ერთი აჴლიჩა ქნაა საქმისა ძნელისა ძალი არ ქონდა დაუწყო გამოყრა უცოხნელისა

333. ცოტად მიწვა მიიძინა თუცა ყოლა ვერა მეტი შეკრთა დიდნი დაიზახნა წამოვარდა ვითა რეტი იზახდის და წამწამ იკრის გულსა ლოდი თავსა კეტი ცალკერძ ზის და პირსა იხოკს ქალი მისი შენამჭურეტი

334. რად დაბრუნდი მოახსენა მითხარ რაცა წაგეკიდა მან უბრძანა მონადირე მეფე ვინმე გარდმეკიდა ჰყვეს ლაშქარნი უთვალავნი ბარგი მძიმედ აეკიდა იგი მინდორს ნადირობდა დაეფანჩვა მარეკი და