... (H-925), XVIII ს.

315. კვლავ დაიწყო თქმა ამბისა მან რა ხანი მოიტირა დღესა ერთსა მე და მეფე მოვიდოდით გვენადირა მიბრძანა თუ ქალი ვნახოთ ჴელი ჴელსა დამიჭირა მის ჟამისა მხსენებელი მე სულდგმული არ გუიკვირა

316. ბაღჩა ვნახე უტურფესი ყოვლისავე სალხინოსა ფრინველთაგან ხმა ისმოდა უამესი სირინოსა მრავლად იყო სარაჯები ვარდის წყლისა აბანოსა კარსა ზედა მოფარვიდა ფარდაგები ოქსინოსა

317. მეფემან ახმა დურაჯთა მითხრა მიტანად ქალისა გამოუხვენ და წავედით ჩემად სადებლად ალისა მაშინ დავიწყე გარდახდა მე საწუთროსა ვალისა ალმასისა ჴამს ლახვარი ლახურად გულისა სალისა

318. ვიცოდი სწადდა არვისგან ნახვა მის მზისა დარისა მე გარე ვდეგ და მეფემან შევლო ფარდაგი კარისა ვერას ვხედევდი ოდენ ჴმა მესმოდა საუბარისა ასმათს უბრძანა გამოხმა დურაჯთა ამირბარისა

319. ასმათ ფარდაგსა აზიდნა გარეთ ვდეგ მოფარდაგულსა ქალსა შევხედე ლახვარი მეცა ცნობასა და გულსა მოვიდა მივსცნე დურაჯნი მთხოვნა ცეცხლითა დაგულსა ვაიმე მას აქათ სახმილსა დავუწვავ ნიადაგულსა

320. აწ წახდა იგი ნათელნი მზისაცა მოწუნარენი მისი ვერ გასძლო ხსენება დაბნდა და სულთქნა მწარენი ყმა და ასმათი ტიროდეს ჴმას სცემდეს იგი არენი ჭმუნვით თქეს მკლავნი ცუდ ქმნილნი ვაი გმირთა მემუქარენი

321. ასმათმან წყალი დაასხა ცნობად მოვიდა ტარია დიდხან ვერა თქვა სევდამან გული შეუპყრა დარია დაჯდა და მწარეთ სულთ ითქუნა ცრემლი მიწასა გარია თქვა ჩემგან მისი ხსენება ვაიმე რა დიდი ზარია

322. მიმდონი საწუთროსანი მისთა ნივთთაგან რჩებიან იშვებენ მაგრა უმუხთლოდ ბოლოდ ვერ მოურჩებიან ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა რომელნი ეურჩებიან ისმენდი ჩემთა ამბავთა თუ სულნი შეღამრჩებიან

323. დურაჯნი მივსცენ გავიღე სხვა ვერა გზაღა თავისა დავეცი დავბნდი წამიჴდა ძალი მხართა და მკლავისა რა სულად მოველ შემესმა ხმა ტირილისა და ვისა გარე მამრტყმოდა ჯალაბნი ვითა ჩამსხდომნი ნავისა

324. შიგან ვწევ დიდთა დარბაზთა ტურფითა საგებელითა ზედ დამტიროდეს მეფენი ცრემლითა უშრობელითა პირსა იხოკდეს ჴელითა ღაწვისა გამპობელითა მუყრნი მოასხნეს სენითა მთქუეს გამაბელზებელითა

325. სრულნი მუყრნი და მულიმნი მე გარე შემომცვიდიან მათ ჴელთა ჰქონდა მუსაფი ყოველნი იკითხვიდიან მტერდაცემული ვეგონე არ ვიცი რას ჩმახვიდიან სამ დღემდის ვიყავ უსულოდ ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან

326. აქიმნიცა იკვირვებდეს ესე სენი რაგვარია სამკურნალო არა სჭირს რა სევდა რამე შემოჰყრია ზოგჯერ შმაგად წამოვიჭრი სიტყვა მცთარი წამერია დედოფალი ზღვასა შეიქს მას რომ ცრემლი დაუღვრია

327. სამსა დღესა დარბაზს ვიყავ არ ცოცხალი არცა მკვდარი მერმე ცნობა მომივიდა მიხვდი რასმე მიუმხვდარი ვთქვი თუ ჰაი ჰაი რაშიგან ვარ მე სიცოცხლე გარდამხდარი თმობა ვსთხოვე შემოქმედსა ვკადრე სიტყვა სამუდარი

328. ვთქვი თუ ღ~თო ნუ გამწირავ აჯა ჩემი შეისმინე მომეც ძალი დათმობისა ცოტად ვითა ამადგინე აქა ყოფნა გამამჟღავნებს სახლსა ჩემსა მიმაწვინე მანვე ქნას და მორევსჯობდი გული წყლული გავარკინე

329. მე წამოველ მეფისაგან კაცი დია მოვიდოდა ახარებდეს წამოჯდაო დედოფალი გამორბოდა მეფე მორბის თავშიშველი არ იცოდა რას იქმოდა იგი ღ~თსა ადიდებდა სხვა ყველაი უჩუმოდა

330. იქით და აქათ მამისხდეს მახურიტეს სახურეტელია მე მოვახსენე პატრონო გული აწ უფრო მრთელია ცხენსა შეჯდომა მამინდა ვნახო წყალნი და ველია ცხენი მამგვარეს შეცავჯე მეფე ჩემთანა მვლელია

331. გამოვედით მოვიარეთ მოედანს და წყლისა პირსა ჩემსა მიველ დავაბრუნვე მეფე მომყვა სახლთა ძირსა შინა მიველ უარ გავხე სხვა დამერთო ჭირი ჭირსა ვთქვი თუ მოვჰკუდე ბედი ჩემი ამის მეტსა არას ღირსა

332. ზაფრანის ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან გული უფრორე დამიჭრა ათიათასმან დანამან საწოლს მეკარე შემოდგა მოლარე გაიყვანა მან ვთქვი თუ რა იცის ანბავი ნეტარ ან იმან ან ამან

333. მონააო ასმათისი რა იცისო ვარქვი ჰკითხე შემოვიდა სააშიკო წიგნი მომცა წავიკითხე გამიკვირდა სხვად გულისა ვითამცა ვქენ მწველთა სითხე მისგან ეჭვი არა მქონდა სევდად მაწვა გულსა მით ხე

334. მე გამიკვირდა სით ვუყვარ ანუ ვით მკადრებს თხრობასა მიუყოლობა არ ვარგა დამწამებს უზრახობასა ჩემგან იმედსა გარდასწყვეტს მერმე დამიწყებს გმობასა დავსწერე რაცა პასუხად მართებდა აშიკობასა