... (S-1727), 1837 წ.

296. ამა დღემან დამავიწყა: გული ჩემი ვინ დაბინდა჻ დამიგდია სამსახური: იგი იქნას რაცა გინდა჻ იაგუნდი ეგრეცა სჯობს: ათასჯერმცა მინა მინდა჻ შენ გეახლო სიკვდილამდე: ამის მეტი არა მინდა჻

297. ტარიელ უთხრა მე შენი: გული აწ მემხურვალების჻ მიკვირს თუ ნაცვლად მაგისად: შენ ჩემი რა გევალების჻ მაგრა წესია მიჯნური: მიჯნურსა შეებრალების჻ შენ საყუარელსა გაგყარო: ესე რად გენაცვალების჻

298. წამოსრულხარ ჩემად ძებნად: პატრონისა სამსახურად჻ ღ~თნ ქნა და გიპოვნივარ: შენცა ცდილხარ მამაცურად჻ მაგრა ჩემსა რა გიამბობს: გამოჭრილვარ ასრე თუ რად჻ მე თუ ვიტყვი დამწვავს ცეცხლი: ცხელი შემიქს ალად მურად჻

299. ამას დაყმუნდა ტარიელ: დამწვარი დავალებული჻ ასმათს უბრძანა მას აქეთ: შენ ხარ ჩემთანა ხლებული჻ რად არა იცი უწამლო: არს ლები ესე ლებული჻ კვლავ ესე ყმა მწვავს მტირალი: ცრემლითა დასოლვებული჻

300. კაცმან ვით პოვოს ღ~თისაგან: რაცა არ დანაბადია჻ მით გული ჩემი სახმილმან: აწ ასრე დანაბა დია჻ კვლავ გზასა მიკრავს მიჭირავს: მითქს ბადე დანაბადია჻ აწ ჴელთა ნაცვლად ლხინისა: ჩალა მაქვს და ნაბადია჻

301. მაგრა ღ~თნ მოწყალემან: მით ცნობითა ერთი მზითა჻ ორი მისი მოწყალება: დღესცა მამცა ამა გზითა჻ პირველ შეჰყრის მოყვარულთა: ჩემით რათმე მიზეზითა჻ კვლავ ნუთუმცა სრულად დამწვა: ცეცხლთა ცხელთა ანაგზითა჻

302. ყმასა უთხრა ვინცა კაცმან: ძმა ანუ თუ დაცა იდოს჻ ხამს თუ მისთჳს სიკვდილსა და: ჭირსა თავი არ დარიდოს჻ ღ~თნ ერთი რად აცხოვნოს: თუ მეორე არ წაწყმიდოს჻ შენ ისმენდი მე გიამბობ: რაღა გინდა წამეკიდოს჻

303. ასმათს უთხრა მოდი მოჯე: თანა წყალი მომიტანე჻ დაბნედილსა მაპკურებდი: გული მითა გარდამბანე჻ მკვდარი მნახო დამიტირო: სულთქნა გაათანისთანე჻ მე სამარე გამიკვეთე: აქა მიწა მიაკვანე჻

304. ღილ ჩახსნილი საამბობლად: დაჯდა მხარნი ამოყარნა჻ ვითა მზე ჯდა მოღრუბლებით: დიდხან შუქნი არ ადარნა჻ ვერ გაახვნა სასაუბროდ: მან ბაგენი გაამყარნა჻ მერმე სულთქნა დაიძახნა: ცრემლნი ცხელნი გარდმოყარნა჻

305. მოთქვამს ჰაი ჰაი საყვარელო: ჩემო ჩემთჳს დაკარგულო჻ იმედო და სოცოცხლეო: გონებაო სულო გულო჻ ვინ მოგკვეთა არა ვიცი: ხეო ედემს დანერგულო჻ ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა: გულო ასჯერ დადაგულო჻

ტარიელისაგან თავის ამბის მბობა ოდეს ავთანდილს უამბო პირველი჻

306. ისმენდი მიეც გონება: ჩემთა ამბავთა სმენასა჻ საუბართა და საქმეთა: ვითა ძლივ ვათქმევ ლხენასა჻ იგი ვინ ჴელმქნა მოველი: მისგან აროდეს ლხენასა჻ ვისგან შეუცავ სევდასა სისხლისა ღვართა დენასა჻

307. ინდოეთს შვიდთა მეფეთა: ყოვლი კაცი ხართ მცნობელი჻ ექვსი სამეფო ფარსადანს: ჰქონდა თჳთ იყო მპყრობელი჻ უხვი მდიდარი უკადრი: მეფეთა ზედა მფლობელი჻ ტანად ლომი და პირად მზე: ომად მძლე რაზმთა მწყობელი჻

308. მამაჩემი ჯდა მეშვიდე: მეფე მებრძოლთა მზარავი჻ სარიდან ერქვა სახელად: მტერთა სრვად დაუფარავი჻ ვერვინ ჰკადრებდის წყენასა: ვერ ცხადი ვერცა მპარავი჻ ნადირობდის და იშვებდის: საწუთრო გაუმწარავი჻

309. ხალვა მოსძულდა შეექნა: გულს კაეშანთა ჯარები჻ თქვა წამიღია მტერთათჳს: ძლევით ნაპირთა არები჻ ყოვლგნით გამისხმან მორჭმით ვზი: მაქვს ზეიმი და ზარები჻ ბრძანა წავალ და მეფესა: ფარსადანს შევეწყნარები჻

310. ფარსადანს წინა დაასკვნა: გაგზავნა მოციქულისა჻ შესთვალა შენ გაქუს მეფობა: ინდოეთისა სრულისა჻ აწ მე მწადს თქვენსა წინაშე: მეცა ვსცნა ძალი გულისა჻ სახელი დარჩეს ჩემისა: ერთგულად სამსახურისა჻

311. ფარსადან შექნა ზეიმი: ამა ამბისა მცნობელმან჻ შესთვალა ღ~თსა მადლობა: შევსწირე ხმელთა მფლობელმან჻ რადგან ეგე ჰქენ მეფემან: ჩემებრ ჰინდოეთს მჯდომელმან჻ აწ მოდი ასრე პატივ გცე: ვითა ძმამან მშობელმან჻

312. ერთი სამეფო საკარგყმო: უბოძა ამილბარობა჻ თჳთ ამირბარსა ინდოეთს: აქვს ამირსპასალარობა჻ მეფე რა დაჯდის არა სჭირს: ჴელისა მიუმცდარობა჻ სხვათ პატრონია მართ ოდენ: არა აქვს კაისარობა჻

313. თჳთ მეფემან მამაჩემი: დაიჭირა სწორად თავსა჻ თქვა ჩემებრი ამილბარი: ნაძლევი ვარ ვისცა ჰყავსა჻ ლაშქრობდის და ნადირობდის: აძლევდიან მტერნი ზავსა჻ მას არა ვჰგავარ ასრე ვითა: მე სხვა კაცი არა მგავსა჻

314. ძე არა ესვა მეფესა და: დედოფალსა მზისა დარსა჻ ჭმუნვა ჰქონდა ჟამი იყო: მით აეხვნეს სპანი ზარსა჻ ვაი კრული დღემცა იგი: მე მივეცი ამილბარსა჻ მეფემან თქვა შვილად გავზრდი: თჳთ ჩემივე გვარი არსა჻