... (A-656), XIX ს.

315. თვით მეფემან მამაჩემი დაიჭირა სწორად თავსა თქვა ჩემებრი ამირბარი ნაძლევი ვარ ვისმცა ყავსა ლაშქრობდის და ნადირობდის აძლევდიან მტერნი ზავსა მას არა ვგავ ასრე ვითა მე სხვა კაცი არა მგავსა

316. ძე არ ესვა მეფესა და დედოფალსა მზისა დარსა ჭმუნვა ქონდა ჟამი იყო მით აეხვნეს სპანი ზარსა ვაი კრულია დღემცა იგი მე მივეცი ამირბარსა მეფემან თქვა შვილად გავზრდი თვით ჩემივე გვარი არსა

317. მეფემან და დედოფალმან მიმიყვანეს შვილად მათად საპატრონოდ მზრდიდეს სრულთა ლაშქართა და ქვეყანათად ბრძენთა მიმცეს სასწავლელად ხელმწიფეთა ქცევა ქმნათად მოვიწიფე დავემსგავსე მზესა თვალად ლომსა ნაკვთად

318. ასმათ მითხრობდეს რაცა სცნა ჩემგან ამბობა ცილისა ხუთისა წლისა შევიქმენ მზგავსი ვარდისა შლილისა ჭირად არ მიჩნდის ლომისა მოკლვა მართ ვითა სილისა არ გვანდის ფარსადანს მისი არასმა შვილისა

319. ასმათ შენცა ხარ მოწამე ჩემისა ფერმიხდილისა მზესა მე ვსჯობდი შვენებით ვით ბინდსა ჟამი დილისა იტყოდეს ჩემნი მნახავნი მსგავსია ედემს ზრდილისა აწ მაშინდლისა ჩემისა სახე ვარ ოდენ ჩრდილისა

320. მე ხუთისა წლისა ვიყავ დაორსულდა დედოფალი ესე რა თქვა ყმამან სულთქვნა ცრემლით ბრძანა შობა ქალი დაბნედასა მიეწურა ასმათ ასხა გულსა წყალი თქვა მაშინვე მზესა გვანდა აწ მედების ვისგან ალი

321. ქება არ ითქმის ენითა აწ ჩემგან ნაუბნარითა ფარსადან დაჯდა ხარებად ზეიმითა და ზარითა ყოვლგნით მოვიდეს მეფენი ნიჭითა მრავალგვარითა საჭურჭლე გასცეს აივსნეს ლაშქარნი საბოძვარითა

322. საშობელი გაიყარა ზრდა დაგვიწყეს მე და ქალსა მართ მაშინვე გვანდა იგი მზისა შუქთა ნასამალსა ვუყვარდით და სწორად ვუჩნდით მეფესა და დედოფალსა აწ ვახსენებ ვისგან ჩემი დაუდაგავს გული ალსა

323. ყმა დაბნდა რა სახელისა ხსენებასა მიეწურა ავთანდილსცა აეტირა მისმან ცეცხლმან გულსა მურა ქალმან სულად მოაქცია მკერდსა წყალი დააპკურა თქვა ისმენდი მაგრა ჩემი სიკვდილისა დღე დასტურა

324. მას ქალსა ნესტანდარეჯან იყო სახელად ხმობილი შვიდისა წლისა შეიქმნა ქალი წყნარი და ცნობილი მთვარისა მსგავსი მზისაგან შვენებით არ შეფლობილი მითა ვით გასძლებს გაყრასა გული ალმასი წრთობილი

325. იგი ასრე მოიწიფა მე შემეძლო შესლვა ომსა მეფე ქალსა ვით ხედვიდა მეფობისა ქმნისა მწთომსა მამასავე ხელთა მიმცეს რა შევიქმენ ამა ზომსა ვბურთობდი და ვნადირობდი ვით კატასა ვხოცდი ლომსა

326. მეფემან სახლი ააგო შიგან საყოფი ქალისა ქვად ფაზარი სხდა კუბო დგა იაგუნდისა თვალისა პირსა ბაღჩა საბანლად სარაჯი ვარდის წყალისა იგი მუნ იყვის მედების ვისგან სახმილი ალისა

327. დღე და ღამე მუჯამრითა ეკმეოდის ალვა თლილი ზოგჯერ კოშკს ჯდის ზოგჯერ ბაღჩას ჩამოვიდის რა დგის ჩრდილი დავარ იყო და მეფისა ქვრივი ქაჯეთს გათხოვილი მას სიბრძნისა სასწავლელად თვით მეფემან მისცა შვილი

328. სრა ედგა მოფარდაგული ოქსინოთა და შარდითა ვერვინ ვხედავდით შეიქმნა პირითა მინავარდითა ასმათ და ორნი მონანი ყვიან იმღერდის ნარდითა მუნ იზრდებოდის ტანითა გაბაონს განაზარდითა

329. თხუთმეტისა წლისა ვიყავ მეფე მზრდიდის ვითა შვილსა დღისით ვიყვი მას წინაშე გამიშვებდის არცა ძილსა ძალად ლომსა თვალად მზესა ტანად ვგვანდი ედემს ზრდილსა სროლასა და ასპარეზსა აქებდიან ჩემგან ქმნილსა

330. მოსრნის მხეცნი და ნადირნი ისარმან ჩემმან სრეულმან მერმე ვიბურთი მოედანს მინდორით შემოქცეულმან შევიდი შევქმნი ნადიმი ნიადაგ ლხინსა ჩვეულმან აწ საწუთროსა გამყარა პირმან ბროლ ბადახშეულმან

331. მამა მომიკვდა მოვიდა დღე სიკვდილისა მისისა ქნა გაუცუდდა ფარსადანს ნიშატისა და ნიშისა მათ გაეხარნეს ვის ზარი დალევდის მისგან შიშისა ერთგულთა შექმნეს ვაება მტერთა ხსენება იშისა

332. მე წელიწადსა ბნელსა ვჯე საწუთროგაცუდებული დღისით და ღამით ვაებდი ვერვისგან სულდაღებული გაყვანად ხასნი მოვიდეს მითხრეს მეფისა მცნებული ებრძანა შვილო ტარიელ ნუ ხარ შავითა ღებული

333. ჩვენ უფრო გვტკივის იგი ვინ დაგვაკლდა სწორად თავისა ასი ებოძა საჭურჭლე ებრძანა ახდა შავისა ბოძება მისეულისა სრულისა საკარგავისა შენ გქონდეს ამირბარობა ქმნა მისვე საურავისა

334. ავენთი დამწვეს მამისა სახმილთა დაუშრტობელთა უკანის გამომიყვანეს ხასთა მათ წინამდგომელთა გამოსლვისათვის ზეიმი შექმნეს ინდოეთს მფლობელთა შორს მომეგებნეს მაკოცეს პატივით ვითა მშობელთა