... (A-656), XIX ს.

296. ამა დღემან დამავიწყა გული ჩემი ვინ დაბინდა დამიგდია სამსახური მისი იქმნას რაცა გინდა იაგუნდი ეგრეცა სჯობს ათასჯერმცა მინა მინდა შენ გიახლო სიკვდილამდის ამის მეტი არა მინდა

297. ტარიელ უთხრა მე შენი გული აწ მემხურვალების მიკვირს თუ ნაცვლად მაგისად შენ ჩემი რა გევალების მაგრამ წესია მიჯნური მიჯნურსა შეებრალების შენ საყვარელსა გაგყარო ესე რათ გენაცვალების

298. წამოსრულ ხარ ჩემად ძებნად პატრონისა სამსახურად ღმერთმან ქნას და გიპოვნი ვარ შენცა ცდილ ხარ მამაცურად მაგრამ ჩემსა რა გიამბობს გამოჭრილ ვარ ასრე თუ რად მე თუ ვიტყვი დამწვავს ცეცხლი ცხელი შემიქმს ალად მურად

299. ასმათ უთხრა ლომო ცრემლით მაგა ცეცხლთა რა ერგების მე ვითა ვთქვა წვევა თქმისა რადგან ეგრე არ ეგების ვხედავ ესე ხელი ვინმე მოყმე შენთვის წაეგების ცნას მიზეზი შენთა წყლულთა ქმნას რა ღონეა ეგების

300. მეხვეწებოდა ლამოდა ჩემგან რასამე სმენასა ნუ უყოს ღმერთმან გაძლება მემცა ვით მივეც ენასა თუ რას სცნობს ვეჭობ ამისგან თქვენსა რასამე ლხენასა არს უკეთესი რაცაღა სწადს განგებასა ზენასა

301. ამას დაყმუნდა ტარიელ დამწვარი დაავლებული ასმათს უბრძანა მას აქათ შენ ხარ ჩემ თანა ხლებული რად არა იცი უწამლო არს ლები ესე ლებული კვლავ ესე ყმა მწვავს მტირალი ცრემლითა დავალებული

302. კაცმან ვით ჰპოვოს ღმრთისაგან რაცა არ დანაბადია მით გული ჩემი სევდამან აწ ასრე დანაბა დია კულავ გზასა მიკრავს მიჭირავს მითქს ბადე დანაბადია აწ ხელთა ნაცვლად ლინისა ჩალა მაქვს და ნაბადია

303. მაგრამ ღმერთმან მოწყალემან მით ცნობითა ერთით მზითა ორი მისი მოწყალება დღესცა მომცა ამა გზითა პირველ შეყრის მოყვარულთა ჩემით რათმე მიზეზითა კვლავ ნუთუმცა სრულად დამწვა ცეცხლთა ცხელთა ანაგზითა

304. ყმასა უთხრა ვინცა კაცმან ძმა იძმოს თუ დაცა იდოს ხამსო მისთჳს სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დარიდოს ღმერთმან ერთი რათ აცხოვნოს თუ მეორე არ წაწყმიდოს შენ ისმენდი მე გიამბობ რაცღა გინდა წამეკიდოს

305. ასმათს უთხრა მოდი მოჯე თანა წყალი მოიტანე დაბნედილსა მაბკურებდი გული მითა გარდამბანე მკვდარი მნახო დამიტირე სულთქმა გაათანისთანე მე სამარე გამითხარე აქა მიწა მიაკვანე

306. ღილ ჩახსნილი საამბობლად დაჯდა მხარნი ამოყარნა ვითა მზე ჯდა მოღრუბლებით დიდხან შუქნი არ ადარნა ვერ გაახვნა სასაუბროდ მან ბაგენი გაამყარნა მერმე სულთქვნა დაიზახნა ცრემლნი ცხელნი გარდმოყარნა

307. მოსთქვამს აჰი აჰი საყვარელო ჩემო ჩემთვის დაკარგულო იმედო და სიცოცხლეო გონებაო სულო გულო ვინ მოგკვეთა არა ვიცი ხეო ედემს დანერგულო ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა გულო ასჯერ დადაგულო

ტარიელისაგან თავის ანბის მბობა ოდეს ავთანდილს უანბო პირველ

308. ისმენდი მიეც გონება ჩემთა ამბავთა სმენასა საუბართა და საქმეთა ვისთა ძლივ ვათქმევ ენასა იგი ვინ ხელმქმნის მოველი მისგან აროდეს ლხენასა ვისგან შევუცავ სევდათა სისხლისა ღვართა დენასა

309. ჲინდოეთს შვიდთა მეფეთა ყოვლი კაცი ხართ მცნობელი ექვსი სამეფო ფარსადანს ჰქონდა თვით იყო მპყრობელი უხვი მდიდარი უკადრი მეფეთა ზედა მფლობელი ტანად ლომი და პირად მზე ომად მძლე რაზმთა მწყობელი

310. მამაჩემი ჯდა მეშვიდე მეფე მებრძოლთა მზარავი სარიდან ერქვა სახელად მტერთა სრვად დაუფარავი ვერვინ ჰკადრებდის წყენასა ვერ ცხადი ვერცა მპარავი ნადირობდის და იშვებდის საწუთრო გაუმწარავი

311. სლვა მოსძულდა შეექმნა გულს კაეშანთა ჯარები თქვა წამიღია მტერთაგან ძლევით ნაპირთა არები ყოვლგნით გამისხმან მორჭმით ვზი მაქვს ზეიმი და ზარები ბრძანა წავალ და მეფესა ფარსადანს შევეწყნარები

312. ფარსადანს წინა დაასკვნა გაგზავნა მოციქულისა შესთვალა შენ გაქვს მეფობა ინდოეთისა სრულისა აწ მე მწადს თქვენსა წინაშე მეცა ვსცნა ძალი გულისა სახელი დარჩეს ჩემისა ერთგულად ნამსახურისა

313. ფარსადან შექნა ზეიმი ამა ამბისა მცნობელმან შესთვალა ღმერთსა მადლობა შევსწირე ხმელთა მფლობელმან რადგან ეგე ჰქენ მეფემან ჩემებრ ინდოეთს მპყრობელმან აწ მოდი ასრე პატივ გცე ვითა მამამან მშობელმან

314. ერთი სამეფო საკარგვად უბოძა ამირბარობა თვით ამირბარსა ინდოეთს აქვს ამირსპასალარობა მეფედ რა დაჯდა არა სჭირს ხელისა მიუმწვთარობა სხვად პატრონია მართ ოდენ არა აქვს კეისარობა