... (A-656), XIX ს.

335. მათ საჯდომთა ახლოს დამსვეს პატივს მცემდეს ძისა დარად მის ხელისა საურავი მათ ორთავე მითხრეს წყნარად ურჩ ვექმენ და მისეულთა წესთა ქცევა მიჩნდა ზარად არ მომეშვნეს დავმორჩილდი თაყვანისმცეს ამირბარად

336. აღარა ვიცი დამვიწყდეს თუცა დიადი წელია გიამბო ჩემი ამბავი განა რაზომცა ძნელია ცრუ და მუხთალი სოფელი მიწყივ ავისა მქმნელია მისთა ნაკვესთა წინწილი დამეცა ხანგრძლად მწველია

ანბავი ტარიელის გამიჯნურებისა პირველ რომ გამიჯნურდა

337. კვლავ დაიწყო თქმა ამბვისა მან რა ხანი მოიტირა დღესა ერთსა მე და მეფე მოვიდოდით გვენადირა მიბრძანა თუ ქალი ვნახოთ ხელი ხელსა დამიჭირა მის ჟამისა მხსენებელი მე სულ დგმული არ გიკვირა

338. ბაღჩა ვნახე უტურფესი ყოვლისავე სალხინოსა ფრინველთაგან ხმა ისმოდა უამესი სირინოსა მრავლად იყო სარაჯები ვარდის წყლისა აბანოსა კარსა ზედა მოფარვიდა ფარდაგები ოქსინოსა

339. მეფემან ახმა დურაჯთა მითხრა მიტანად ქალისა გამოვუხვენ და წავედით ჩემად სადებლად ალისა მაშინ დავიწყე გარდახდა მე საწუთროსა ვალისა ალმასისა ხამს ლახვარი ლახვრად გულისა სალისა

340. იცოდა სწადდა არვისგან ნახვა მის მზისა დარისა მე გარე ვდეგ და მეფემან შევლო ფარდაგი კარისა ვერას ვხედევდი ოდენ ხმა მესმოდა საუბარისა ასმათს უბრძანა გამოხმა დურაჯთა ამირბარისა

341. ასმათ ფარდაგსა აზიდნა გარე ვდეგ მოფარდაგულსა ქალსა შევხედენ ლახვარი მეცა ცნობასა და გულსა მოვიდა მივსცნე დურაჯნი მთხოვა ცეცხლითა დაგულსა ვაიმე მას აქათ სახმილსა დავუწვავ ნიადაგულსა

342. აწ წარხდეს იგი ნათელნი მზისაცა მოწუნარენი მისი ვერ გასძლო ხსენება დაბნდა და სულთქვნა მწარენი ყმა და ასმათი ტიროდეს ხმას სცემდეს იგი არენი ჭმუნვით თქვეს მკლავნი ცუდ ქმნილანი ვაჲ გმირთა მემუქარენი

343. ასმათმან წყალი დაასხა ცნობად მოვიდა ტარია დიდხან ვერა თქვა სევდამან გული შეუპყრა დარია დაჯდა და მწარედ სულთითქვნა ცრემლი მიწასა გარია თქვა ჩემგან მისი ხსენება ვაჲმე რა დიდი ზარია

344. მიმნდონი საწუთროსანი მისთა ნივთთაგან რჩებიან იშვებენ მაგრამ უმუხთლოდ ბოლოდ ვერ მოურჩებიან ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა რომელნი ეურჩებიან ისმენდი ჩემთა ანბავთა თუ სულნი შეღამრჩებიან

345. დურაჯნი მივსცენ გავიღე სხვა ვერა გზაღა თავისა დავეცი დავბნდი წამიხდა ძალი მხარსა და მკლავისა რა სრულად მოვე შემესმა ხმა ტირილისა და ვისა აგრე მომრტყმოდა ჯალაბი ვითა ჩამსხდომი ნავისა

346. შიგან ვწევ დიდთა დარბაზთა ტურფითა საგებელითა ზე დამტიროდეს მეფენი ცრემლითა უშრობელითა პირსა იხოკდეს ხელითა ღაწვისა გამპობელითა მუყრნი მოასხნეს სენითა მთქვეს გამაბელზებელითა

347. მე რა მნახა თვალახმული მეფე ყელსა მომეხვია ცრემლით მითხრა შვილო შვილო ცოცხალ ხარღა სიტყვა თქვია მე პასუხი ვერა უთხარვითა შმაგი შე ვე ვკრთია კვლავ დავეცი დაბნედილი გულსა სისხლი გარდმეთხია

348. სრულნი მუყრნი და მულიმნი მე გარე შემომცვიდიან მათ ხელთა ქონდა მუსაფი ყოველნი იკითხვიდიან მტერ დაცემული ვეგონე არ ვიცი რას სჩმახვიდიან სამ დღემდის ვიყავ უსულოდ ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან

349. აქიმნიცა იკვირვებდეს ესე სენი რაგვარია სამკურნალო არა სჭირს რა სევდა რამე შემოყრია ზოგჯერ შმაგად წამოვიჭრი სიტყვა მცთარი წამერია დედოფალი ზღვასა შეიქმს მას რომ ცრემლი დაუღვრია

350. სამსა დღესა დარბაზს ვიყავ არ ცოცხალი არცა მკვდარი მერმე ცნობა მომივიდა მივხვდი რასმე მიუმხვდარი ვთქვი თუ ჰაი რას შიგან ვარ მე სიცოცხლე გარდამხდარი თმობა ვსთხოვე შემოქმედსა ვკადრე სიტყვა სამუდარი

351. ვთქვი თუ ღმერთო ნუ გამწირავ აჯა ჩემი შეისმინე მომეც ძალი დათმობისა ცოტად ვითმე აღმადგინე აქა ყოფნა გამამჟღავნებს სახლსა ჩემსა მიმაწვინე მანვე ქმნა და მორევჯობდი გული წყლული გავარკინე

352. მე წამოვჯე მეფისასა კაცი დია მოვიდოდა ახარებდეს წამოჯდაო დედოფალი გამორბოდა მეფე მორბის თავშიშველი არ იცოდა რას იქმოდა იგი ღმერთსა ადიდებდა სხვა ყველაი უჩუმოდა

353. იქით და აქათ მომისხდეს მახვრიტეს სახვრეტელია მე მოვახსენე პატრონო გული აწ უფრო მრთელია ცხენსა შეჯდომა მწადიან ვნახნე წყალნი და ველია ცხენი მომგვარეს შეცავჯე მეფე ჩემთანა მვლელია