... (H-403), 1818 წ.

410. ერთმანერთისა მას აქათ: რაცა ორთავე ვიცითა჻ აწცა მიცოდი საშენოდ: მითვე პირითა მტკიცითა჻ ამას შევსჯერდი დიდითა: ზენარითა და ფიცითა჻ გეცრუო ღ~თნ მიწა მქნას: ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა჻

411. წა შეები ხატაელთა: ილაშქრე და ინაპირე჻ ღ~თნ ქნას და გაგიმარჯოს: მორჭმულიმცა ჩემ კერძ ირე჻ მაგრა რა ვჰქნა კულაცა ნახვა: მამხვდებოდეს შენი ვირე჻ გული მამეც გაუყრელად: ჩემი შენთვის დაიჭირე჻

412. აწ რასაცა მე მაღირსებ: ჴორციელი არვინ ღირსა჻ მოწყალება იჩქითია: ღ~თისა ამად არა მკვირსა჻ შენთა შუქთა შემომადგამ: ბნელსა გულსა ზედა ჭვირსა჻ შენი ვიყო სადამდისცა: დამიყოფდეს მიწა პირსა჻

413. ზედან წიგნსა საფიცარსა: შეჰვფიცე და შემომფიცა჻ მისგან ჩემი სიყვარული: ამით უფრო დაამტკიცა჻ უშენოსა მოწონება: ვისიცაო გულსა მიცა჻ ღ~თი მომკლავს ამას იქით: თავსა ვეტყვი ამას ვსწვრთიცა჻

414. დავყავ ხანი მას წინაშე: სიტყვანიცა ტკბილნი ვჰთქვენით჻ ვსჭამეთ ამო ხილი რამე: ერთმანერთსა ვეუბენით჻ მერე ავდექ წამოსავლად: ტირილით და ცრემლთა დენით჻ მისთა შუქთა შვენებანი: ნათლად მადგა გულსა ფენით჻

415. მეძნელებოდა სიშორე: მისი ბროლ ბალახშ მინისა჻ მე გამიახლდა სინათლე: მქონდა სიმრავლე ლხინისა჻ ჩემად ჩნდა იგი სინათლე: ეთერით მზედ ნაჩინისა჻ აწ მიკვირს მისი გაყრელი: გული მიც კლდისა ტინისა჻

416. დილასა შევჯე უბრძანე: ჰკარით ბუკსა და ნობასა჻ სრულად სპათასა ვერ გითხრობ: არ შესხდომილად მზობასა჻ ლომან მივმართე ხატავეთს: ვერვინ მიზრახავს მჴრდლობასა჻ უგზოსა ვლიდეს ლაშქარნი: არ გაივლიდენ გზობასა჻

417. დავაგდე მზღუარი ინდოთა: მევლო პაშტაი ხანია჻ რამაზის კაცი მემთხვია: ხატაეთს ზედა ხანია჻ მან მითხრა მოციქულობა: გულისა მოსაფხანია჻ ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ: თქვენნი ინდოთა თხანია჻

418. მე შემამძღუნეს რამაზისგან: ძღვნად საჭურჭლე საშინელი჻ გვითხრეს გკადრებს ნუ ამოგვწყვეტ: არის შენგან არ საქნელი჻ ზენაარი გამოგვიღე: მით გვაბია ყელსა წნელი჻ მოურბევლად მოგახსენნეთ: თავნი შვილნი საქონელი჻

419. რაცა შეგცოდეთ შეგვინდე: თვით ჩვენცა შეგვინანია჻ თუ ღ~თითა შეგვიწყალებდეთ: აქა ნუ მოვლენ სპანია჻ ქვეყანა ჩვენი არ ასწყდეს: რისხვით არ დაგუტყუეს ცანია჻ შენ მოგცეთ ციხე ქალაქი: მოგყვენ ცოტანი ყმანია჻

420. გვერცა დავისხენ ვაზირნი: ვიუბნეთ გავეზრახენით჻ მითხრეს თუ ხარო ყმაწვილი: ბრძენი მით გკადრებთ გლახ ენით჻ არიან მეტად მუხთალნი: ჩვენ ერთხელ კულაცა ვნახენით჻ არამცა მოგკლან ღალატად: არამცა ვივაგლახენით჻

421. ჩვენ ამას ვარჩევთ წახვიდე: კარგითა მართ მამაცითა჻ ლაშქარნი ახლოს გეკიდნენ: სცნობდენ ამბავსა კაცითა჻ გულ მართლად იყვნენ მიენდე: აფიცე ღ~თითა და ცითა჻ არ დაგმორჩილდენ შერისხდი: რისხვითა კულავ და კულაცითა჻

422. მეკეთა ესე თათბირი: ვაზირთა ნავაზირები჻ შევსთვალე რამაზ მეფეო: ვსცან შენი დანაპირები჻ სიკვდილსა გიჯობს სიცოცხლე: დაგვიდგამს ვერ ქვიტკირები჻ ლაშქართა დავჰყრი ცოტათა: წამოვალ შენ კერძ ვირები჻

423. მათ ლაშქართაგან სამასნი: კარგი მოყმენი ქველანი჻ თანა წამომყვეს წაცაველ: დავყარენ სპანი ყველანი჻ დავედრე სადა მე მევლოს: ვლენით იგივე ველანი჻ ახლოს მამდევდით მიშველდით: გიხმობ თუ მინდა შველანი჻

424. სამ დღე ვიარე მემთხვია: სხვა კაცი მისვე ხანისა჻ კვლავ ეძღვნა უცხო მრავალი: შესამოსელი ტანისა჻ ებრძანა მწადსო სიახლე: შენ ლაღისა და ჯანისა჻ რა შეგეყარო მაშინ სცნა: შენ ძღნობა ამისთანისა჻

425. კულაცა ეთქვა მართალია: აზომ ჩემი მონაჴსენი჻ მე თვით წინა მოგეგები: მესწრაფების ნახვა შენი჻ მოვახსენე დია ღ~თო: ბრძანება ვჰქნა მეცა თქვენი჻ ტკბილად ვნახოთ ერთმანერთი: ვიყვნეთ ვითა მამა ძენი჻

426. მუნით წასული ჩამოვჴე: ტევრისა რასმე კიდესა჻ კვლავ მოციქულნი მოვიდეს: სალამად არ დამრიდესა჻ წინა ტურფათა ტაიჭთა: ძღვნად ჩემთვის მოზიდვიდესა჻ შენსა ნახვასა მეფენი: თქვეს მართლად ინატრიდესა჻

427. მითხრეს მეფე მოგახსენებს: მეცა შენ კერძ ვიარები჻ სახლით ჩემით წამოსრული: ხვალე ადრე შეგეყრები჻ მოციქულნი დავაყენენ: ხარგა დავდგი არ მზირები჻ მეტად ამოდ უალერსე: ერდგან დაწვეს ვით მაყრები჻

428. კარგი საქმე კაცსა ზედა: აზომ თურმე არ წაჴდების჻ ერთი კაცი უკმორესწთა: მოდგა მალვით მეუბნების჻ დიდი მაცო თქვენი ვალი: ჩემგან ძნელად გარდიჴდების჻ გაწირვა და დავიწყება: ჩემგან თქვენი არ იქნების჻

429. მე მამისა თქვენისაგან: ვარ ცოტაი განაზარდი჻ თქვენი მესმა საღალატო: საცნობელად გამოვარდი჻ მკვდარი მიმძიმ სანახავად: ტანი მჭევრი პირი ვარდი჻ ყველასავე მოგახსენებ: გამიგონე დამიწყნარდი჻