... (H-403), 1818 წ.

527. კვლაცა ვკადრე მე თუ მზეო: თქვენთვის ფიცი გამეტეხოს჻ ღ~თნ აწვე რისხვა მისი: ზეცით ჩემთვის გაამეხოს჻ ვისი გინდა უშენოსა: პირი მემზოს ტანი მეხოს჻ მაშა მაშინ როგორ დავრჩე: რა ლახვარი გულსა მეხოს჻

528. მე მეფეთა დარბაზს მიჴმეს: შექნეს დიდი ვაზირობა჻ მათ წინათვე დაეპირა: იმა ყმისა შენი ქმრობა჻ დამეშალა ვერ დავშლიდი: დამრჩებოდა უმეცრობა჻ თავსა უთხარ მიემოწმე: ჟამად გიჯობს გულ მაგრობა჻

529. მემცა დაშლა ვითა ვჰკადრე: რათგან იგი ვერ მიმხვდარა჻ არ იტყჳს თუ ინდოეთი: უპატრონოდ არ მომჴდარა჻ ტარიელ არს მემამულე: სხვასა მართებს არვის არა჻ ვის მოიყვანს არა ვიცი: ანუ იგი ვინ მამცდარა჻

530. ვთქჳ ამითა ვეღარას ვიქ: ღონე სხვა რა მოვიგვარო჻ თავსა უთხარ ნუ მოგიცავ: გონებაო მრავალ გვარო჻ მედვა გული მჴეცისაებრ: ათასჯერცა მინდორს ვარო჻ ვისმცა მივსცე თავი შენი: შენვე რად მე არ წამგვარო჻

531. სულთა ვყიდდი გულისათვის: კოშკი ამად გამებაზრა჻ იგი წვიმა დარენელდა: რომე პირველ ვარდს ახრა ვნახე ძოწსა მარგალიტი: გარე ტურფად მოემაზრა჻ მიბრძანა თუ ეგე საქმე: მეცა მართლად თვით მეაზრა჻

532. არ დავიჯერებ მე შენსა: ღალატსა ორგულობასა჻ უარის ქნასა ღ~თისასა: ამისთვის არ მადლობასა჻ იაჯდი თავსა ჩემსა და: მორჭმით ინდოეთს ფლობასა჻ მე და შენ დავსხდეთ ჴელმწიფედ: სჯობს ყოვლსა სიძე სძლობასა჻

533. მე ლმობიერად მომიტკბა: გამწყრალი გამქისებული჻ ანუ მზე იყო ქუეყანად: ან მთვარე პირ გავსებული჻ ახლოს დამისვა დამიტკბა: აქამდის არ ღირსებული჻ მეუბნებოდა დამივსო: ცეცხლი ამითა გზებული჻

534. მიბრძანა თუ გონიერი: ჴამს აროდეს არ აჩქარდეს჻ რაცა სჯობდეს მოაგვაროს: საწუთროსა დაუწყნარდეს჻ თუ სასიძო არ მოუშვა: ვაი თუ მეფე გაგიმწარდეს჻ შენ და ისი წაიკიდნეთ: ინდოეთი გარდაჰქარდეს჻

535. კვლავ თუ სიძე შემოუშვათ: მე შემირთავს იყოს ასდენ჻ ერთმანერთსა გავეყარნეთ: ძოწეული გაგვიფლასდენ჻ მათ მორჭმულთა მოივლინონ: ჩვენ პატიჟნი გაგვიასდენ჻ ეგე ამბვად არ ეგების: რომე სპარსნი გაგვიხასდენ჻

536. მე ვჰკადრე ღ~თნ აშოროს: მის ყმისა შენი ქმარობა჻ რა შემოვიდენ ინდოეთს: შევიგნა მათი გმირობა჻ უჩვენო ჩემი ძალ გული: და ჩემი ჭანგ მახვილობა჻ ასრე დავჰჴოცნე შეეძლოს: აღარას არ საჴმარობა჻

537. მიბრძანა თუ ჴამს დიაცი: დიაცურად საქმე დედლად჻ დიდსა სისხლსა ვერ შეგაქნევ: ვერ ვიქმნები შუა კედლად჻ რა მოვიდეს სიძე მოკალ: მათთა სპათა აუწყვედლად჻ ქნა მართლისა სამართლისა: ხესა შეიქს ჴმელსა ნედლად჻

538. ასრე ქენ ჩემო ლომო და: მჯობო ყოველთა გმირთაო჻ მიპარვით მოკალ სასიძო: ლაშქართა ნუ მოირთაო჻ მისთა სპათაცა ნუ დაჰჴოც: ზროხათა ვითა ვირთაო჻ დიადი სისხლი უბრალო: კაცმანცა ვით იტვირთაო჻

539. იგი რა მოჰკლა ეუბენ: პატრონსა ჩემსა მამასა჻ ჰკადრე თუ სპარსთა ვერა ვიქ: ინდოეთისა ჭამასა჻ ჩემია მკჳდრი მამული: არ მივსცემ არცა დრამასა჻ არ დამეჴსნები გაგიჴდი: ქალაქსა ვითა ტრამასა჻

540. ჩემი ყოლა ნურა გინდა: სიყუარული ნუმცა ნდომა჻ ამით უფრო მოგეცემის: სამართლისა შენ მოხდომა჻ ქნას მეფემან ყელ მოტეხით: შემოხვეწა შემოკდომა჻ ჴელთა მოგცემ თავსა ჩემსა: შეგვფეროდეს ერთგან სხდომა჻

541. ესე მეტად მომეწონა: თათბირი და გამორჩევა჻ ჩემთა მტერთა დავაცადე: დასაჴოცლად ჴრმლისა ქნევა჻ მერმე ავდეგ წამოსავლად: მან დამიწყო ქვე ქუე წვევა჻ მწადდა მაგრა ვერ შევმართე: შეჭიდება შემოხვევა჻

542. ხანი დავჰყავ გავეყარე: მაგრა გავჰხე ვითა ხელი჻ ასმათ წინა ჩამომიძღვა: ჩამდიოდა ცრემლი ცხელი჻ ჭირი ბევრჯელ ვაათასე: ლხინი ჩემი ვაერთხელი჻ მერმე წასვლა არა მწადდა: ამად მივალ არ ფიცხელი჻

543. მოვიდა კაცი სასიძო: მოვაო მოსლვა გვახარა჻ მაგრა თუ ღ~თი რას უზამს: არა იცოდა გლახ არა჻ მეფესა მიხვდა სიამე: არ სიტყუა ივაგლახა რა჻ მიბრძანა ახლოს მიმისვა: მოდიო თავი დახარა჻

544. მიბრძანა ჩემთვის ესე დღე: ლხინი და სიხარულია჻ გარდავიჴადოთ ქორწილი: ჴამს ვითა დასასრულია჻ კაცი გავგზავნოთ მოვიღოთ: ყოვლგნით საჭურჭლე სრულია჻ უხვად გავსცემდეთ ვავსებდეთ: სიძუნწე უმეცრულია჻

545. მე გავგზავნენ ყოვლგნით კაცნი: საჭურჭლეთა წამომხმელნი჻ სასიძოცა მოგვივიდა: იყვნეს ხანსა არ დამზმელნი჻ შიგნით ჩვენნი გაეგებნეს: გარეთ მოდგეს ხორაზმელნი჻ მათ ლაშქართა ერდგან მყოფთა: ვერ იტევდეს ვერცა ველნი჻

546. მეფემან ბრძანა მოჰკაზმეთ: კარვითა მოედანია჻ გამოისვენოს სიძემან: დაყოს ცოტაი ხანია჻ მუნ მისად ნახვად გავიდენ: უშენოდ სპანია სხვანია჻ შენ აქა ნახენ კმარიან: იქა ნახვისად კმანია჻