... (H-403), 1818 წ.

335. ავენთი დამწვეს მამისა: სახმილთა დაუშრტელთა჻ უკანით გამომიყვანეს: ხასთა მათ წინამდგომელთა჻ გამოსლვისათვის ზეიმი: შექნეს ინდოეთს მფლობელთა჻ შორს მამეგებნეს მაკოცეს: პატივით ვითა მშობელთა჻

336. მათ საჯდომთა ახლოს დამსვეს: პატივი მცეს ძისა დარად჻ მის ჴელისა საურავი: მათ ორთავე მითხრეს წყნარად჻ ურჩ ვექმენ და მისეულთა: წესთა ქცევა მიჩნდა ზარად჻ არ მამეშუნეს დავმორჩილდი: თაყუანის ვეს ამილბარად჻

337. აღარა ვიცი დამვიწყდეს: თუცა დიადი წელია჻ გიამბო ჩემი ამბავი : განა რაზომცა ძნელია჻ ცრუ და მუხთალი სოფელი: მიწყივ ავისა მქნელია჻ მისთა ნაკუეთთა წინწალი: დამეცეს ხანგრძლად მწველია჻

ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა პირველ რომ გამიჯნურდა჻

338. კულავ დაიწყო თქმა ამბისა: მან რა ხანნი მოიტირა჻ დღესა ერთსა მე და მეფე: მოვიდოდით გვენადირა჻ მიბრძანა თუ ქალი ვნახოთ: ჴელი ჴელთა დამიჭირა჻ მის ჟამისა მხსენებელი: მე სულდგმული არ გვიკვირა჻

339. ბახჩა ვნახე უტურფესი: ყოვლისავე სალხინოსა჻ მფრინველთაგან ჴმა ისმოდა: უამესი სირინოსა჻ მრავლად იყო სარაჯები: ვარდის წყლისა აბანოსა჻ კარსა ზედა მოჰფარვიდა: ფარდაგები ოქსინოსა჻

340. მეფემან ახმა დურაჯთა: მითხრა მიტანად ქალისა჻ გამოვუხვენ და წავედით: ჩემად სადებლად ალისა჻ მაშინ დავიწყე გარდაჴდა: მე საწუთროსა ვალისა჻ ალმასისა ჴამს ლახვარი: ლახვრად გულისა სალისა჻

341. ვიცოდი სწადდა არვისგან: ნახვა მის მზისა დარისა჻ მე გარეთ ვდეგ და მეფემან: შევლო ფარდაგი კარისა჻ ვერას ვხედევდი ოდენ ჴმა: მესმოდა საუბარისა჻ ასმათს უბრძანა გამოხმა: დურაჯთა ამილბარისა჻

342. ასმათ ფარდაგსა აზიდნა: გარეთ ვდეგ მოფარდაგულსა჻ ქალსა შევხედე ლახვარი: მეცა ცნობასა და გულსა჻ მოვიდა მივსცნე დურაჯნი: მთხოვა ცეცხლითა დაგულსა჻ ვაიმე მას აქათ სახმილსა: დავუწვავ ნიადაგულსა჻

343. აწ წახდეს იგი ნათელნი: მზისაცა მოწუნარენი჻ მისი ვერ გასძლო ჴსენება: დაბნდა და სულთქნა მწარენი჻ ყმა და ასმათი ტიროდეს: ჴმას ჰსცემდეს იგი არენი჻ ჭმუნვით თქუეს მკლავნი ცუდ ქმნილნი: ვაი გმირთ მემუქარენი჻

344. ასმათმან წყალი დაასხა: ცნობად მოვიდა ტარია჻ დიდხან ვერა თქვა სევდამან: გული შეუპყრა დარია჻ დაჯდა და მწარედ სულთ ითქუნა: ცრემლი მიწათა გარია჻ თქუა ჩემგან მისი ჴსენება: ვაიმე რა დიდი ზარია჻

345. მიმდომი საწუთროსანი: მისთა ნივთთაგან რჩებიან჻ იშვებენ მაგრა უმუხთლოდ: ბოლოდ ვერ მოურჩებიან჻ ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა: რომელნი ეურჩებიან჻ ისმენდი ჩემთა ამბავთა: თუ სულნი შეღამრჩებიან჻

346. დურაჯნი მთხოვეს გავიღე: სხვა ვერა გზაღა თავისა჻ დავეცი დავბნდი წამიხდა: ძალი მჴართა და მკლავისა჻ რა სულად მოვე შემესმა: ჴმა ტირილისა და ვისა჻ აგრე მამრტყმოდეს ჯალაბნი: ვითა ჩამსხდომნი ნავისა჻

347. შიგან ვწევ დიდთა დარბაზთა: ტურფითა საგებელითა჻ ზედ დამტიროდეს მეფენი: ცრემლითა უშრობელითა჻ პირსა იხოჭდეს ჴელითა: ღაწვისა გამპობელითა჻ მუყრნი მოასხეს სენითა: მთქვეს გამაბელზებელითა჻

348. მე რა მნახა თვალ ახმული: მეფე ყელსა მამეხვია჻ ცრემლით მითხრა შვილო შვილო: ცოცხალღა ხარ სიტყვა თქვია჻ მე პასუხი ვერა გავეც: ვითა შმაგი შევჰკრთი დია჻ კულავ დავეცი დაბნედილი: გულსა სისხლი გარდმეთხია჻

349. სრულნი მუყრნი და მულიმნი: მე გარე შემომცვიდიან჻ მათ ჴელთა ჰქონდა მუსაფი: ყოველნი იკითხვიდიან჻ მტერ დაცემული ვეგონე: არ ვიცი რას ჩმახვიდია჻ სამ დღემდის ვიყავ უსულო: ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან჻

350. აქიმნიცა იკვირვებდეს: ესე სენი რაგვარია჻ სამკურნალო არა სჭირს რა: სევდა რამე შემოჰყრია჻ ზოგჯერ შმაგად წამოვიჭრი: სიტყვა მცთარი წამერია჻ დედოფალი ზღვასა შეიქს: მას რომ ცრემლი დაუღვრია჻

351. სამსა დღესა დარბაზს ვიყავ: არ ცოცხალი არცა მკუდარი჻ მერმე ცნობა მამივიდა: მივხვდი რასმე მიუმხვდარი჻ ვჰთქვი თუ ჰაი რაშიგან ვარ: მე სიცოცხლე გარდამჴდარი჻ თმობა ვსთხოვე შემოქმედსა: ვჰკადრე სიტყვა სამუდარი჻

352. ვთქვი თუ ღ~თ ნუ გამწირავ: აჯა ჩემი შეისმინე჻ მომეც ძალი დათმობისა: ცოტად ვითა აღმადგინე჻ აქა ყოფა გამამჟღავნებს: სახლსა ჩემსა მიმაწვინე჻ მანვე ქნა და მორევსჯობდი: გული წყლული გავიკურნე჻

353. მე წამოვჯე მეფისაგან: კაცი დია მოვიდოდა჻ ახარებდეს წამოჯდაო: დედოფალი გამორბოდა჻ მეფე მორბის თავ შიშველი: არ იცოდა რას იქმოდა჻ იგი ღ~თსა ადიდებდა: სხვა ყველაი უჩუმობდა჻