... (H-403), 1818 წ.

547. მაედანს დავდგი კარვები: წითლისა ატლასებისა჻ მოვიდა სიძე გარდაჴდა: დღე გვანდა არ ახუსებისა჻ შეიქმნა გასლვა შიგანთა: ჯარია მუნ ხასებისა჻ დაიწყეს დგომა ლაშქართა: თემ თემად დას დასებისა჻

548. მე დავშუჱ ვითა წესია: საურავ გარდახდილისა჻ შინა წამოველ მაშურალი : წოლ მომდომოდა ძილისა჻ მონა მოვიდა მომართო: წიგნი ასმათის ტკბილისა჻ ადრე მოდიო გიბრძანებს: მჰსგავსი ალვისა ზრდილისა჻

549. ცხენისაგან არ გარდავჴე: წაველ ფიცხლად დავმორჩილდი჻ ქალი დამხვდა ნატირები: ვჰკითხე ცრემლსა რასა ღურიდი჻ მითხრა შენი შესწრობილი: ტირილსამცა ვით ავსცილდი჻ გაუწყვედლად ვით გამართლო: რაგვარამცა გავაქილდი჻

550. შევედით ვნახეთ ბალიშსა: ზედა წარბ შერჭმით მჯდომარე჻ მზე ვეღარას იქს მის მეტსა: მას განენათლა რომ არე჻ წავდეგ მიბრძანა რასა სდგა: დღე მიგიჩს შენ საომარე჻ ანუ გამწირე მიტყუე: და კვლაცა მაიმცთომარე჻

551. მე მეწყინა აღარა ვთქვი: ფიცხლად გარე შემოვბრუნდი჻ უკუვჰყივლე აწ გამოჩნდეს: არ მინდოდეს ვისცა უნდი჻ ქალი ომად რაგვარ მაწვევს: აგრე ვითა დავძაბუნდი჻ შინა მოველ მოკლვა მისი: დავაპირე არ დავყმუნდი჻

552. ასსა უბრძანე მონასა: საომრად დაემზადენით჻ შევსხედით გავლეთ ქალაქი: არა ვის გავეცხადენით჻ კარავსა შეველ იგი ყმა: ვითა წვა ზარამც თქმად ენით჻ უსისხლოდ მოვჰკალ იგი ყმა: თუცა ჴმდა სისხლისა დენით჻

553. კარვის კალთა ჩახლათული: ჩავჭერ ჩავაქარაბაკე჻ ყმასა ფეჴთა მოვეკიდე: თავი სვეტსა შეუტაკე჻ წინა მწოლთა დაიძახეს: გლოვა მიხვდა საარაკე჻ ცხენსა შევჯე და წაცამოველ: ჯაჭვი მეცვა საკურტაკე჻

554. ხმა დამივარდა შეიქმნა: ზახილი მოსაწევარი჻ წამოველ წევნა დამიწყეს: დავჰხოცე ჩემი მდევარი჻ ქალაქი მქონდა მაგარი: მტერთაგან მოურევარი჻ მუნ შიგან შეველ მშვიდობით: ამოდ იგივე მე ვარი჻

555. კაცი გავგზავნენ ვაცნობე: ყოვლგან ლაშქარსა ყველასა჻ აქა მამართეთ ვინცაღა: ჩემსა იქმოდეთ შველასა჻ არ გასწყდა მოსლვა მდევართა: ღამესა დია ბნელასა჻ ჩემსა სცნიან სცვედიან: თავებსა მათსა მრთელასა჻

556. ცისკრად ავდეგ შევეკაზმე: რა გათენდა ღამე დილად჻ ვნახენ სამნი დიდებულნი: მეფისაგან მოგზავნილად჻ ებრძანა თუ ღ~თნ იცის: გამეზარდე ვითა შვილად჻ ჩემი ასრე რად შესცვალე: სიხარული სიმძიმილად჻

557. ხვარაზმშას სისხლი უბრალო: სახლად რად დამადებინე჻ თუ ჩემი ქალი გინდოდა: რად არა შემატყობინე჻ მე ბერსა შენსა გამზრდელსა: სიცოცხლე მაარმებინე჻ დღედ სიკუდილამდის შენიცა: თავი არ მაახლებინე჻

558. მე შეუთვალე მეფეო: ვარ უმაგრესი რვალისა჻ თვარა რად მიშლის სიკუდილსა: ცეცხლი სიკუდილთა ალისა჻ მაგრა თვით იცით ჴელმწიფე: ჴამს მქნელი სამართალისა჻ მე თქვენმან მზემან მაშოროს: ნდომა თქუენისა ქალისა჻

559. იცით ინდოთა სამეფო: რაზომი სრა საჯდომია჻ ერთიღა მე ვარ მემკვიდრე: ყუელაი თქუენ მოგხდომია჻ ამსოწყდა მათი ყუელაი: მამული თქვენ დაგრჩომია჻ დღესამდის ტახტი უჩემო: არავის არ მონდომია჻

560. ვერ გათნევ თქუენმან კეთილმან: აწ ეგე არ მართალია჻ ღ~თნ არ მოგცა ყმა შვილი: გიზის ერთაი ქალია჻ ხვარაზმშა დასვა ჴელმწიფედ: მოგხვდების რა ნაცვალია჻ სხვა მეფე დაჯდეს ინდოეთს: მერტყას მე ჩემი ჴრმალია჻

561. შენი ქალი არად მინდა: გაათხოვე გამარიდე჻ ინდოეთი ჩემი არის: არვის მივსცე ჩემგან კიდე჻ ვინცა ჩემსა დამეცილოს: მისით მასცა აღმოვჰფხვრიდე჻ სხვად მეშველსა გარეგანსა: მამკალ ვისცა ვინატრიდე჻

ამბისა ცნობა ტარიელისაგან ნესტან დარეჯანის დაკარგვისა჻

562. ესე კაცნი გამეგზავნეს: გონებასა გავეშმაგე჻ რომე მისი ვერა მეცნა: ამას უფრო დავედაგე჻ მას ზღუდესა გარდავადეგ: მინდორთაკე რომე ვაგე჻ მესმა საქმე საშინელი: რომე თავი ვერ წავაგე჻

563. გამოჩნდეს ორნი ქვევითნი: მე მივეგებე წინარე჻ ქალი ჰყვა ერთსა მონასა: ვსცანმცა თუ მოღმა ვინ არე჻ თავ გაგლეჯილი ასმათი: პირს სისხლი ჩამომდინარე჻ აღარ მიყივლა ღიმილით: არცაღა გამიცინა რე჻

564. იგი ვნახე დავებნივე: გონებანი გამიშმაგნა჻ შორით უხმე რაშიგან ვართ: ანუ ცეცხლმან რად დაგვდაგნა჻ მან საბრალოდ შემომტირნა: ძლივ სიტყვანი გამოაგნა჻ მითხრა ღ~თნ სიმგრგვლე ცისა: ჩვენთვის რისხვით წამოგრაგნა჻

565. ახლოს მიველ კვლაცა ვჰკითხე: რაშიგან ვართ თქჳ მართალი჻ კვლავ საბრალოდ ამიტირდა: კვლავ მოედვა ამით ალი჻ დიდხან სიტყვა ვერა მითხრა: მისთა ჭირთა ნაათალი჻ მკერდსა წითლად უღებევდა: სისხლი ღაწვთა ნაწვეთალი჻