... (H-403), 1818 წ.

450. ერთსა კაცსა ეყოფოდეს: დიდებანი რომე მჭირდეს჻ ზოგთა შორით დამლოციან: ზოგნი კოცნად გამიპირდეს჻ რომელთაცა გავეზარდე: დიდებულნი ამიტირდეს჻ ჩემგან ჴრმლითა განაკვეთნი: ნახეს მეტად გაუკვირდეს჻

451. გავგზავნენ ყოვლგნით ლაშქარნი: ალაფი ავაღებინე჻ ერთობ სავსენი მოვიდეს: თავი ვაალაღებინე჻ სისხლთა მძებნელთა ჩემთასა: მინდორი შევაღებინე჻ არ ვბრძოლე კარი ქალაქთა: უომრად გავაღებინე჻

452. რამაზს ვარქვი შემიგნია: საქმე შენი სამუხთალე჻ აწ ეგრეცა შეპყრობილმან: თავი გამოიმართალე჻ სიმაგრეთა ნუ ამაგრებ: ყველა ჴელთა მამათვალე჻ თვარე შენი შეცოდება: მემცა ზედა რად წავსთვალე჻

453. რამაზ მითხრა აღარა არის: ამის მეტი ჩემი ღონე჻ ერთი ჩემი დიდებული: მამეც ზედა მაპატრონე჻ ციხოვანთა გაუგზავნო: საუბარი გამიგონე჻ ჴელთა მოგცემ ყველაკასა: გაღანამცა შენ გაქონე჻

454. მივეც ერთი დიდებული: თანა სპანი წავატანენ჻ ციხოვანნი ერთობილნი: ჩემს წინაშე მოვიყვანენ჻ ჴელთა მამცეს სიმაგრენი: ომი ასრე შევანანენ჻ საჭურჭლენი სიმრავლითა: რასამცა ვით დავაგვანენ჻

455. მაშინღა შეველ ხატაეთს: მოვლად და მოსათვალავად჻ კლიტენი საჭურჭლეთანი: მამართვეს დაუმალავად჻ ქვეყანა ჩავსხი უბრძანე: იყვენით თქვენ უკრძალავად჻ მზემან არ დაგწვენ იცოდით: დაგყარე დაუგვალავად჻

456. საჭურჭლენი გარდავნახენ: თავის თავის კიდის კიდე჻ უცხო ფერთა საჭურჭლეთა: დავშურები თუ მოვსთვალვიდე჻ ერთგან ვნახე საკვირველი: ყაბაჩა და ერთი რიდე჻ თუმცა ნახენ სახელისა: ცოდნასაცა ინატრიდე჻

457. ვერა შევიგენ რა იყო: ანუ ნაქმარი რაულად჻ ვისცა უჩვენი უკჳრდის: ღ~თისაგან თქვის მან სასწაულად჻ არცა ლარულად ჰგებოდა: მას ქსელი არ ორხოულად჻ სიმტკიცე გვანდის ნაჭედსა: ვთქვი ცეცხლთა შენართაულად჻

458. იგი საძღვნოდ მისად დავხსენ: ვისი შუქი მანათობდა჻ მეფისათვის დავარჩივე: საარმაღნოდ რაცა სჯობდა჻ ჯორ აქლემი ათჯერ ასი: ყველაკაი წვივ მაგრობდა჻ დატვირთული გაუგზავნე: ამბავსაცა კარგსა სცნობდა჻

წიგნი ტარიელისა ინდოთ მეფის წინაშე ოდეს გაიმარჯვა ხატაელთა ზედა჻

459. წიგნი დავსწერე მეფეო: სვემცა არს თქვენი სვიანად჻ მე ხატაელთა მიმუხთლეს: თუცა მათ ეცა ზიანად჻ ჩემი ამბავი დასტური: ამად გაცნობე გვიანად჻ მეფე შევიპყარ მოგივალ: მე ალაფიან ტყვიანად჻

460. რა ყველაი დავიურვე: ხატაეთით გავემგზავრე჻ წამოვიხუენ საჭურჭლენი: საჴელმწიფო დავიავრე჻ ვერ მოვეყავ აქლემითა: აზავრები ვააზავრე჻ მოვირჭუენ და მოვივლინე: რაცა მწადდა აგრე ვყავრე჻

461. ხატაეთისა ჴელმწიფე: მამყვანდა შეპყრობილია჻ ჰინდოეთს მიველ მეგება: ჩემი გამზრდელი ტკბილია჻ რა ქება მითხრა არ ითქმის: ჩემგან სათქმელად წბილია჻ ჴელი გამიხსნა შემაკრა: მან სახვეველი ლბილია჻

462. დადგეს ტურფანი კარავნი: მოედანს ჩამოდგომილსა჻ საუბრისა და ჭვრეტისა: ჩემისა მას მონდომილსა჻ მას დღესა ედვა ნადიმი: მას შიგან გარდახდომილსა჻ მიალერსებდეს მიჭვრეტდა: წინაშე ახლოს ჯდომილსა჻

463. მას ღამე ვსხედით ნადიმად: მუნ ამოდ გავიხარენით჻ დილასა ქალაქს შევედით: მოედნით ავიყარენით჻ მეფემან ბრძანა ლაშქარნი: უჴმენით შემოსჯარენით჻ დღეს ხატაელნი მიჩვენეთ: ტყვენიცა შემამგვარენით჻

464. რამაზ მეფე მას წინაშე: შეპყრობილი მოვიყვანე჻ ტკბილად ნახა ჴელმწიფემან: ვითა შვილი სააკვანე჻ ორგული და მოღალატე: ნამსახურსა დავაგვანე჻ ესე არის მამაცისა: მეტის მეტი სიმგულვანე჻

465. მას მეფესა ხატაელსა: უმასპინძლა უალერსა჻ ჟამიერად უბრძანებდის: საუბარსა მათსა ფერსა჻ ცისკრად მიხმეს მიბრძანებდეს: მე სიტყუასა ლმობიერსა჻ შეუნდობო ხატაელსა: მას აქამდის შენამტერსა჻

466. მე ვჰკადრე ღ~თი ვინადგან: შეუნდობს შეცოდებულსა჻ უყავით თქუენცა წყალობა: მას ღონე გაცუდებულსა჻ რამაზს უბრძანებს იცოდი: გაგზავნი შეწყალებულსა჻ მაგრა ნუ გნახავთ კულამცაღა: ჩვენს წინა გაწბილებულსა჻

467. ხარაჯა დასდვეს შეჰკუეთეს: დრაჰკანი ასჯერ ასია჻ კვლავ ხატაური ათასი: სხვა სტავრა სხვა ატლასია჻ მერმე ყუელაი დამოსა: იგი და მისი ხასია჻ შეწყალებული გაგზავნა: უყო რისხვისა ფასია჻

468. ხატაელმან დაუმადლა: მოდრკა მდაბლად ეთაყუანა჻ მოახსენა ორგულობა: თქუენი ღთ~ნ შემანანა჻ თუღა ოდეს შეღაგცოდო: მაშინ მამკალ მემცა განა჻ წავიდა და ყუელაკაი: მისი თანა წაიტანა჻