... (H-403), 1818 წ.

373. წიგნი ვნავხე მისი იყო: ვისი მდაგავს ალი გულსა჻ მოეწერა მზისა შუქსა: ნუ დაიჩენ ლომო წყლულსა჻ მე შენი ვარ ნუ მოკუდები: მაგრა ბნედა ცუდი მძულსა჻ აწ ასმათი მოგახსენებს: ყუელაკასა ჩემგან თქმულსა჻

374. ბედითი ბნედა სიკუდილი: რა მიჯნურობა გგონია჻ სჯობს საყუარელსა უჩვენნე: საქმენი საგმირონია჻ ხატაეთს მყოფნი ყუელანი: ჩვენნი მოხარაჯენია჻ აწ მათი ჯავრნი ჩვენ ზედა: ჩვენგან არ დასათმონია჻

375. შენგან ჩემისა ქმრობისა: წინასაც ვიყავ მდომია჻ მაგრა აქამდის საუბრად: კულავ ჟამი არ მამხდომია჻ ძუღან ხელ ქმნილსა გიჭურეტდი: კუბოსა შიგან მჯდომია჻ მანდა ყუელაი მასმია: რაცა შენ გარდაგჴდომია჻

376. მართლად გითხრობ მომისმინე: ესე რაცა მოგახსენე჻ წა შეები ხატაელთა: თავი კარგათ გამაჩვენე჻ გიჯობს ცუდად ნუღარა: სტირ ვარდი კულამცა რად დასტენე჻ მზემან მეტი რაღა გიყოს: აჰა ბნელი გაგითენე჻

377. ასმათი მეუბნებოდა: უშიშრად არ მეკრძალოდა჻ ჩემი რა გითხრა რა ვიყავ: ლხინი რად დამეთვალვოდა჻ გული მი და მო მიარდა: ჰკრთებოდა და მემალოდა჻ მით პირი ჩემი გაბროლდა: და ღაწვი გამელალვოდა჻

წიგნი ტარიელისა საყუარელსა თანა პირველი მიწერილი჻

378. თვალთა დავიდევ უსტარი: მე მისგან მონაწერია჻ პასუხად ვსწერდი მთვარეო: შენმცა მზე ვით მოგერია჻ მე ღ~თნ იგი ნუ მამცეს: რაც არა შენი ფერია჻ სიზმრივ მგონია დარჩომა: ჩემი ვერ დამიჯერია჻

379. ასმათს უთხარ მე პასუხსა: ამის მეტსა ვერ მივხუდები჻ ესე ჰკადრე მზეო რადგან: ჩემთვის ნათლად ამოჰჴდები჻ აჰა მკვდარი გამაცოცხლე: ამას იქით აღარ ვბნდები჻ რაცაღა სამსახურსა: ვიტყვი თუღა ვერიდები჻

380. ასმათ მითხრა მე მიბრძანა: ესე ვქნათო ესე სჯობდეს჻ ვინცა გნახოს ჩემგან მისსა: საუბარსა არა სცნობდეს჻ ჩემად ნახვად მოვიდოდეს: შენ ვითამცა გაშიყობდეს჻ დაცამვედრა ამილბარსა: უთხარ ასრე ნამუსობდეს჻

381. მეკეთა ესე თათბირი: სიბრძნე გულისა მისისა჻ მისი მზისაცა რიდება: ჰქონდის ნახვისა ვისისა჻ ვისგან მომეცა მოსმენა: არ საუბრისა მქისისა჻ ვისთა შუქთაგან უკუნსა: გვანდის სინათლე დღისისა჻

382. ასმათს მოვართვი რჩეული: თვალი ოქროსა ჯამითა჻ მან მითხრა არა არ მინდა: ვარ გამაძღარი ამითა჻ ერთი აიღო ბეჭედი: მართ აწონილი დრამითა჻ ესე კმა ნიშნად სავსე ვარ: სხვად ჴელის შესაბამითა჻

383. ქალი ადგა წამოვიდა: მე ლახვართა გულსა მრიდეს჻ ლხინმან ბნელი გამინათლა: დაშრტეს ცეცხლნი რომე მწვიდეს჻ შეველ დავჯე ნადიმადვე: ჩემნი სწორნი სადა სმიდეს჻ მხიარულმან საბოძვარი: გავეც ზამი გაადიდეს჻

წიგნი ტარიელისა ხატაელთა თანა მიწერილი და კაცის გაგზავნა჻

384. გავგზავნე კაცი ხატაეთს: და წიგნი ჩემაგიერი჻ შევსთვალე მეფე ინდოთა: არისმცა ღთულებ ძლიერი჻ მათი ერთგული გაძღების: ყოველი სული მშიერი჻ ვინცა ურჩ ექმნას იქმნების: თავისა არ მადრიერი჻

385. ჩვენო ძმაო და პატრონო: თქვენგან არ გავიწბილები჻ ესე რა ნახოთ ბრძანება: აქამცა მოიარებით჻ თქვენ თუ არ მოხვალთ ჩვენ მოვალთ: ზედა არ მოგეპარებით჻ სჯობს რომე გვნახნე თავისა: სისხლთა ნუ ეზიარებით჻

386. კაცნი გავგზავნენ მე გულსა: მამეცა უფრო ლხინები჻ დარბაზს ვიშვებდი დამევსო: ცეცხლი წვად მოუთმინები჻ მაშინ სოფელმან საწუთრო: მიუხვის რაცა ვინები჻ აწ ჴელ მქმნა რომე საახლოდ: მჴეცთაცა მოვეწყინები჻

387. პირველ გაჭრისა პირება: მერმე დასწყნარდეს ცნობანი჻ ჩემთა სწორთაგან იყვნიან: ჩემს წინა დარბაზობანი჻ მაგრა დამშლიდეს ლხინთაგან: სურვილთა დიადობანი჻ ზოგჯერ შემცვიან სევდათა: ვჰთქვენი საწუთროს გმობანი჻

388. დღესა ერთსა საწოლს მოველ: მეფის სრითა წამოსრული჻ ვჯე და მასვე ვიგონებდი: არ მიეცა თვალთა რული჻ წიგნი მქონდა საიმედო: ამად ვიყავ მხიარული჻ კარსა მცველმან მონა უხმო: უთხრა რამე დაფარული჻

389. მონააო ასმათისი: საწოლს უთხარ შემოყვანა჻ მოეწერა გიბრძანებსო: ვისი მესვა გულსა დანა჻ ლხინმა ბნელი გამინათლა: ამიფოლხვა ჯაჭვთა მანა჻ წაველ მონა წავიტანე: რამცა უთხარ ამისთანა჻

390. ბაღჩა შევვლე არა დამხვდა: კაცი ჩემი მოუბარი჻ ქალი წინა მამეგება: მხიარული მოცინარი჻ მითხრა ვაშად ამოგიღე: არ გასვია გულსა ნარი჻ მოდი ნახე ვარდი შენი: უფურჭკნელი და დაუმჭკნარი჻