... (H-403), 1818 წ.

507. რომე პირველვე დაესკვნა: მათ ესე შეეტყვებოდა჻ ერთმანერთსაცა უჭურეტდეს: სიტყუაცა აგრე სწბებოდა჻ ჩემგან დაშლისა კადრება: მართ ამბად არ ეგებოდა჻ ოდენ დავმიწდი დავნაცრდი: გული მი და მო ჰკრთებოდა჻

508. დედოფალმან თქუა ხვარაზმშა: მეფეა მორჭმით მჯდომელი჻ მათსამცა შვილსა სასიძოდ: ჩვენთვის სხვა სჯობდეს რომელი჻ შეცილებამცა ვით ვჰკადრე: რადგან თვით იყვნეს მდომელნი჻ მოწმობა დავრთე დაესკვნა: დღე ჩემი სულთა მჴდომელი჻

509. გაგზავნეს კაცი ხორაზმშას: წინა შვილისა მთხოველი჻ შესთვალეს გახდა უმკვიდროდ: სამეფო ჩვენი ყოველი჻ არს ერთი ქალი საძეო: არ კიდე გასათხოველი჻ თუ მოგვცემ შვილსა სამისოდ: სხვასა ნუღარას მოელი჻

510. კაცი მოვიდა აევსო: ჯუბაჩითა და რიდითა჻ გახარებოდა ხვარაზმშას: სიხარულითა დიდითა჻ ებრძანა მოგვხვდა ღ~თისაგან: ჩვენ რომე ვინატრიდითა჻ თვით მაგისებრსა შვილსამცა: ჩვენ ჴელსა რასა ვჴდიდითა჻

511. კვლავ გაგზავნეს სხვანი კაცნი: სასიძოსა მოყვანებად჻ დაავედრეს ნუ აყოვნებთ: მოდით ჩვენად ნაბრძანებად჻ მე მაშვრალი ნაბურთალი: საწოლს შეველ მოსვენებად჻ გულსა სევდა შემეყარა: ვიწყე ჭირთა მოპოვნებად჻

512. მეტმან სევდამან მიმწურა: გულსა დაცემად დანისად჻ ასმათის მონა შემოდგა: შევჯე ლაღი და ჯანი სად჻ წიგნი მამართვა ეწერა: ვინ სჩან ალვისა ტანისად჻ ადრე მოდიო გიბრძანებს: დაუყოვნებლად ხანისად჻

513. შევჯეგ წაველ ბაღჩას მიველ: ვითა სცნობდენ ლხინთა ზომით჻ ბაღჩა შევლე კოშკი დამხვდა: ასმათ ვნახე ძირსა დგომით჻ ვნახე ვსჭვრეტდი ნატირებად: ცრემლი აჩნდა ღაწვთა წთომით჻ დამიმძიმდა არა ვჰკითხე: ჩემი სჭირდა მისლვა ნდომით჻

514. იგი ვნახე დაღრეჯილი: ესე მეტად დამიმძიმდა჻ ვითა წინას შემომცინის: აღრად ეგრე გამიღიმდა჻ ყოლე სიტყვა არ მამიგო: ოდენ ცრემლთა გარდმოწვიმდა჻ ამით უფრო დამაწყლულა: არა წყლულთა მიაქიმდა჻

515. ჩემნი ერთნი გონებანი: მეტად შორად გამიკიდნა჻ შინა კოშკად შემიყვანა: ფარდაგსაცა ამიზიდნა჻ შეველ ვნახე იგი მთვარე: ჭირმან ყველმან უკუმრიდნა჻ გულსა შუქნი შემომადგნა: მაგრა გული არ დამიდნა჻

516. იყო არ ნათლად ნათელი: ფარდაგსა შემომდგომელი჻ ებურა მოშლით პირ ოქრო: მე მივეც რიდე რომელი჻ მითვე მწვანითა უებრო: მიწოლით ტახტსა მჯდომელი჻ ცრემლისა ღვარსა მოეცვა: პირი ელვათა მკრთომელი჻

517. ქვე წვა ვით კლდისა ნაპრალსა: ვეფხი პირ გამეხებული჻ არცა მზე გვანდა არც მთვარე: ხე ალვა ედემს ხებული჻ ასმათმან დამსვა შორს გვარად: გულსა მე ლახვარ ხებული჻ მერმე წამოჯდა წარბ შერჭმით: გამწყრალი გარისხებული჻

518. მიბრძანა მიკვირს რად მოხველ: მშლელი პირისა მტკიცისა჻ გამწირავი და მუხთალი: შენ გამტეხელი ფიცისა჻ მაგრამ ნაცვალსა პასუხსა: მოგცემსო ზენამ იცისა჻ ვკადრე რა გკადრო პასუხი: მის ჩემგან მე უიცისა჻

519. ვთქჳ პასუხსა ვერას გკადრებ: თუ არა ვსცნობ მე მართალსა჻ რა შეგცოდე რა მიქნია: უცნობოსა ფერ ნამკრთალსა჻ კვლაცა მითხრა რას გეუბნა: მტყუანსა და შენ მუხთალსა჻ დიაცურად რად მოვღორდი: მე დაუწვავ ამით ალსა჻

520. შენ არ იცი ხვარაზმშასი: საქმროდ ჩემად მოყვანება჻ შენ ჯდომილხარ სავაზიროდ: შენი რთულა ამას ნება჻ შენ გასტეხე ფიცი ჩემი: სიმტკიცე და იგი მცნება჻ ღ~თნ ქნას და დაგირჩინო: ცუდად შენი ჴელოვნება჻

521. გახსოვს ოდეს ჰაი ჰაი ზმიდი: ცრემლნი შენნი ველთა ბანდეს჻ მკურნალნი და დასტაქარნი: წამალსაყე მოგიტანდეს჻ მამაცისა სიცრუვესა: ნეტარ სხვანი რამცა გვანდეს჻ რადგან დამთმე მეცა დაგთმობ: ვინძი უფრო დაზიანდეს჻

522. ამას ვბრძანებ ვინცა გინდა: ეპატრონოს ინდოეთსა჻ ეგრეც მე მაქვს პატრონობა: უგზოდ ვლიდენ თუნდა გზეთსა჻ ეგე აგრე არ იქნების: წა მამცთარხარ მოსაცეთსა჻ აზრნი შენნი შენვე გგვანან: მტყუანსა და შენ აგეთსა჻

523. ცოცხალ ვიყო შენ ინდოეთს: ღ~თო ხანი ვერა დაჰყო჻ თუ ეცადო დაყოფასა: ჴორცთა შენთა სული გაჰყო჻ სხვა ჩემებრი ვერა ჰპოო: ცათამდისცა ჴელი აჰყო჻ ესე სიტყვა დაასრულა: ყმა ატირდა სულთქვნა აჰყო჻

524. თქვა რა მესმა ესე მისგან: მეიმედა მეტის მეტად჻ კვლავ მიეცა თვალთა ძალი: მის ნათლისა ეგრე ჭვრეტად჻ აწ დავჰკარგე რად არ გიკვირ: რად ცოცხალვარ რად ვარ რეტად჻ ვაი სოფელო უხანოო: რად ზი სისხლთა ჩემთა ხვრეტად჻

525. შევხედენ ვნახე სასთუნალ: მუსაფი გაშლით მდებარე჻ ავიღე ავდეგ ღ~თისა და: მერმე მე მათი მქებარე჻ ვჰკადრე თუ მზეო დაგიწვავს: ჩემიცა დაწვა მზე ბარე჻ რადგან არ მამკალ პასუხი: ერთია გკადრო მე ბარე჻

526. რომე გკადრებ ესე სიტყვა: აწ თუ ცუდად ნალიქნია჻ ცამცა მრისხავს მზისა შუქნი: ყველა ჩემთვის ნუ შუქნია჻ თუ მაღირსებ გაკითხვასა: ავი არა არ მიქნია჻ მან მიბრძანა რაცა იცი: თქვიო თავი დამიქნია჻