... (H-403), 1818 წ.

469. მოვიდა კაცი მეფისა: ცისკრობს არ დანაღამია჻ ებრძანა შენგან გაყრილვარ: მას აქეთ თვეო სამია჻ მინდორს მოკლული ისრითა: ნადირი არ მიჭამია჻ არ დამაშურალხარ წამოდი: თუცა დაშრომის ჟამია჻

470. შევეკაზმე დარბაზს მიველ: დამხვდა ჯარი ავაზისა჻ შავარდნითა სავსე იყო: სრულად არე დარბაზისა჻ მეფე ქუე ჯდა შეკაზმული: შვენებითა მსგავსი მზისა჻ გაეხარნეს მოსვლა ჩემი: ტურფისა და ლამაზისა჻

471. იდუმალ ცოლსა ეუბნა: მართ ჩემგან უცოდნელია჻ ომით მოსრული ტარიელ: საჭურეტად სასურველია჻ მან გაანათლოს მჭვრეტელთა: გული რაზომცა ბნელია჻ რაცა დაგვედრო საქნელად: ქენ არა საზოზღნელია჻

472. აწ მითქუამს საქმე უშენოდ: შენცა ცან ესე მცნებული჻ რადგან ქალია სამეფო: ჩვენგანვე სახელ დებული჻ ვინცაღა ნახავს აწ ნახოს: აჰა დღე ედემს ხლებული჻ გვერდსა დაისვი ორნივე: სრას დამხვდით მოვალ შვებული჻

473. მოვინადირეთ მინდორი: ძირი მთისა და გორისა჻ იყო სიმრავლე ძაღლისა: შავარდნისა და ქორისა჻ ადრე დავბრუნდით ვიარეთ: არ ეჯი გზისა შორისა჻ აღარ იბურთეს დაშლა ქნეს: თამაშობისა ორისა჻

474. ჩემთა მჭვრეტელთა მოეცვა: ქალაქი შუკა და ბანი჻ ომ გარდახდილსა მშვენოდეს: მე ენიანნი კაბანი჻ ფერმიჴდილ გვარად ვშვენოდი: ვარდი ცრემლითა ნაბანი჻ ვინცა მიჭვრეტდის ბნდებოდის: მართლად არს არ კატაბანი჻

475. რიდენი რომე მეშოვნეს: ქალაქსა ხატაველთასა჻ იგი მეხვივნეს მშვენოდეს: ვახელებ გულსა ხელთასა჻ მეფე გარდახდა დარბაზთა: შევედით ჩემთა მზრდელთასა჻ შევხედენ დავჰკრთი ელვასა: ღაწვთა მზეებრ ნათელთასა჻

476. მას მზესა ტანსა ემოსნეს: ნარინჯის ფერნი ჯუბანი჻ ზურგით უთქს ჯარი ხადუმთა: დას დასად უბან უბანი჻ სრულად ნათლითა აევსო: სახლი შუკა და უბანი჻ მუნ ვარდსა შუა შვენოდეს: ძოწ მარგალიტნი ტყუბანი჻

477. ნაომარსა დაკოდილსა: ჴელი ყელსა ჩამომება჻ დედოფალი საჯდომთაგან: ადგა წინა მამეგება჻ ვითა შვილი გარდამკოცნა: ღაწვი ვარდი დამილება჻ მითხრა ნუ ეჭუ ამას იქით: თუღა მტერი შეღაგება჻

478. ახლოს დამისვეს ადგილსა: მუნ სადა მიამებოდა჻ პირის პირ მიჯდა იგი მზე: გული ვისთვისცა კვდებოდა჻ მალვით უჭვრეტდი მიჭვრეტდა: სხვად არად მეგონებოდა჻ თვალნი მოვსწყჳდნი: სიცოცხლე ამითა მეარმებოდა჻

479. შეიქნა სმა და პურობა: მგზავსი მათისა ძალისა჻ სხვა გახარება ასეთი: არს უნახავი თვალისა჻ თასი და ჭიქა ყველაი: ფეროზისა და ლალისა჻ არვისი ბრძანა მეფემან: არცა გაშვება მთურალისა჻

480. მე მუნა მყოფი მივეცი: შვებასა მეტის მეტასა჻ რა შემამხედნის შევხედნი: ცეცხლმან დამიწყის შრეტასა჻ კაცთა კრძალვასა ვაწვევდი: გულსა შმაგსა და რეტასა჻ რა უამია პირის პირ :საყვარელისა ჭურეტასა჻

481. დააგდეს მღერა მუტრიბთა: სულეთო თავი ხარიან჻ მიბრძანეს შვილო ტარიელ: ვით გითხრათ ვით გვიხარიან჻ ნეტარძი გვაქვსო მებრძოლნი: მით ჩვენნი ვაგლახ არიან჻ მართალან შენნი მჭურეტელნი: არ ცუდად იმკვეხარიან჻

482. აწ თუცა გმართებს შემოსვა: ვის მორჭმით მოგივლენიან჻ არ შეგმოსთ მაგა კაბათა არ: აგჴდით ტურფად გშვენიან჻ აწ გქონდეს ასი კლიტენი: ვის შუქნი მოგიფენიან჻ თვით შეიკერე რაცა გწადს: ჩვენგან ნუღარა გრცხვენიან჻

483. კვლაცა დაჯდა მხიარული: მოიმატა სმა და მღერა჻ კვლავ გაგრძელდა ნადიმობა: ბარბითა და ჩანგთა ჟღერა჻ დედოფალნი წამოვიდნეს: შეეყარა მწუხრსა დღე რა჻ ძილ პირამდის სიხარულსა: სიხარული ჰგვანდა ვერა჻

484. ავიყარენით მიგვჭირდა: სმა დოსტაქნისა მეტისა჻ საწოლს შემოველ შემექმნა: ცნობა მათ ვითა შეთისა჻ ძალი არ მქონდა ტყვე ქმნილსა: მე იმა ცეცხლთა შრეტისა჻ მეგონებოდა მალხენდის: გონება მისგან ჭურეტისა჻

485. მონა მოვიდა მიამბა: ამბავი მე მართალიო჻ თქვენსა ამბავსა იკითხავს: აჯიღოსანი ქალიო჻ მაშინვე ვიცან ავიჭერ: ჩქარ ჩქარად გულ გამკრთალიო჻ მოვიდა ვნახე ასმათი: ჩემს წინა მომავალია჻

486. მე მისთვის ვკვდები: მიამა ასმათის ნახვა მე მისად჻ აღარ მიუშვი ვაკოცე ქნადღა: თაყვანისცემისად჻ ჴელი მოვკიდე დავისვი: ახლოს ტახტისა ჩემისად჻ ვჰკითხე თუ ნეტარ მისულა: მორჩი ალვისა ხე მისად჻

487. მიამბე მისი ამბავი: სხვად ნურას მეუბნებია჻ მითხრა თუ გკადრებ : ამბავსა აწ ჩემგან არა სთნებია჻ დღეს ერთმანერთი : გინახავს და ტურფად მოგწონებია჻ აწ კვლაცა ცნობა ამბვისა: მას ჩემგან უბრძანებია჻

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარელთა თანა მოწერილი჻