... (H-403), 1818 წ.

488. წიგნი მამართვა ჩავხედენ: პირისა თემთა მნათისა჻ ეწერა ვნახე სიტურფე: წყალ ჯავარისა შენისა჻ ომ გარდახდილი შვენოდი: შენატევები ცხენისა჻ არ ავი მიმჩანს მიზეზი: ჩემისა ცრემლთა დენისა჻

489. ღ~თნ თუმცა ენა ჩემი: ქებად შენად უშენოს჻ შენთვის მკვდარი აღარ ვიტყვი: მაშა მომკლავ უშენოსა჻ მზემან ლომსა ვარდ გიშერნი: ბაღი ბაღჩად უშენოსა჻ შენმან მზემან თავი ჩემი: არვის მოხუდეს უშენოსა჻

490. თუცა მიგდის ღვარი ცრემლთა: მაგრა ცუდად არ იდენო჻ ამას იქით ნუღარა სტირ: გულსა ჭირსა არიდენო჻ შენი მჭვრეტნი ჩემთა მჭვრეტთა: აგინებენ მარიდენო჻ რომე წეღან მოგეხვივნეს: იგი ჩემთვის არიდენო჻

491. იგი მე მამცენ რიდენი რომელნი: წეღან გშვენოდეს჻ რა მნახო გიამოს : შენეულითა მშვენოდეს჻ ესე სამკლავე შეიბი: თუ ჩემი გაღაგვლენოდეს჻ ერთი ასეთი ცოცხალსა: სხვა ღამე არ გაგთენოდეს჻

492. აქა მჴეც ქმნილი ტარიელ: ტირს ჭირი ეათასების჻ თქვა მე მაქვს სამჴრე რომელი: კვლავ წინას მკლავსა მას ების჻ იგი შეიხსნა მოიღო :თვალვით არ დაიფასების჻ პირსა დაიდვა დაცაბნდა: ქვე მკვდართა დაედასების჻

493. ასრე წვა რომე არ გვანდა: მკვდარი სამარის კარისა჻ ორგნით ჩანს ლები მჯიღისა: მართ გულსა გარდნაკარისა჻ ასმათს სდის ღვარი ცრემლისა: ღაწვთაგან ნახოკარისა჻ კულავ წყალსა ასხამს უშველის: ჴმა ისმის მუნ წკანწკარისა჻

494. ავთანდილცა სულთქნა მწარედ: დაბნედილსა შემოსჭურიტნა჻ ასმათ ვამნი გაამრავლნა ცრემლმან: მისმან ქვანი ჴვრიტნა჻ მერმე სულად მოაქცია: და სამჴილი დაუშრიტნა჻ თქვა ცოცხალვარ საწუთრომან: ჯერცა ჩემი სისხლი ჴვრიტნა჻

495. ზე წამოჯდა ფერ მიჴდილი: აყოლებდა თვალთა რეტად჻ ვარდი სრულად შექნილიყო: ზაფრანად და ვითა სპეტად჻ დიდხან მათად აღარ სცალდა: საუბრად და არცა ჭურეტად჻ დარჩომა და არ სიკვდილი: მას უმძიმდა მეტის მეტად჻

496. ავთანდილს უთხრა ისმენდი: ცნობა მიც ვითა ხელისა჻ გითხრა ამბავი ჩემი და : ჩემისა დამმარხველისა჻ ლხინად მიჩს შეყრა მოყვრისა: მის შენგან შეუყრელისა჻ მე მიკვირს ჩემი სიცოცხლე: ასრე დარჩომა მრთელისა჻

497. ასმათის ნახვა მიამა: ჩემად მის საესავისა჻ წიგნი რა ვნახე მამართვა: ესე საბამი მკლავისა჻ მკლავსა შევიბი მაშინვე: მოვიხსენ რიდე თავისა჻ იგი უცხოა ღარიბი: მტკიცისა რისმე შავისა჻

წიგნი ტარიელისა საყუარელსა თანა მინაწერი პასუხად჻

498. მიუწერე მზეო შუქი: შენი შენგან მონაფენი჻ გულსა მეცა გამიცუდდეს: სიჩაუქე სიალფენი჻ ხელმან შენნი გავიცადენ: სინატიფე სიტურფენი჻ სულთა ნაცვლად სამსახურნი: რამცა ვითა გიმუქფენი჻

499. მაშინ ოდეს დამარჩინე: სულთა სრულად არ გამყარე჻ აწცა ჩემთვისცა ესე ჟამი: მასვე ჟამსა დავადარე჻ სამჴრე შენი მამივიდა: შემოვიბი მკლავსა გარე჻ რომე მართებს სიხარული: ეგზომიმცა რა ვიხარე჻

500. განაღამცა ვიწინაშე: აჰა რიდე რომე მთხოვე჻ ყაბაჩაცა ასეთივე: ამისებრი ვერა ჰპოვე჻ დაბნედილსა ნუ დამაგდებ: მიშველე რა მარგე მოვე჻ სოფელს მყოფსა უშენოსა: კაცსა ვისმცა შევეპოვე჻

501. ქალი ადგა გამეყარა: დავწევ ამოდ დამეძინა჻ მაგრა შევკრთი საყუარელი: ჩემი ვნახე ძილსა შინა჻ გამეღვიძა აღარა მყუა: სულდგმულობა მამეწყინა჻ ღამე ასრე გავათენე: მისი ჴმაცა არ მესმინა჻

502. დილასა ადრე სრას მიჴმეს: დღე რა ქნა მწუხრმან ჟამითა჻ ავდეგ ვჰსცან მათი ამბავი: წასლვა ვჰქენ მითვე წამითა჻ ვნახე ორნივე ერთგან სხდეს: სახითა ოდენ სამითა჻ რა მიველ მითხრეს დაჯდომა: წინაშე დავჯე სკამითა჻

503. გვიბრძანეს თუ ღ~თნ ასრე: დაგვაბერნა დაცაგვლია჻ ჟამი გვახლავს სიბერისა: სიყმაწვილე გარდგვივლია჻ ყმა არ მოგვცა ქალი გვივის: ვისგან შუქი არ გვაკლია჻ ყმისა არ სმა არა გვაგვა: ამად ზედან წაგვითვლია჻

504. აწ ქალისა ჩვენისათვის: ქმარი გვინდა სად მოვნახოთ჻ რომე მივსცეთ ტახტი ჩვენი: სახედ ჩვენად გამოვსახოთ჻ სამეფოსა ვაპატრონოთ: სახელმწიფო შევინახოთ჻ არ ამოვსწყდეთ მტერთა ჩვენთა: ჴრმალი ჩვენთვის არ ვამახოთ჻

505. ვთქჳ თქვენი ძისა არა სმა: გულსა ვით მიეფარების჻ მაგრა კმა ჩვენად იმედად: ვინ მზესა დაედარების჻ ვისცა სთხოვთ შვილსა სასიძოდ: მას დიდად გაეხარების჻ სხვამცა რა გკადრეთ თვით იცით: მაგას რა მოეგვარების჻

506. დავიწყეთ რჩევა საქმისა: გული უც თუცა მელია჻ ვთქჳ ჩემგან დაშლა ამისი: არ ითქმის არ საქმნელია჻ მეფემან ბრძანა ხვარაზმშა: ჴელმწიფე ხვარაზმელია჻ თუ მოგუცემს შვილსა საჩვენოდ: მისებრივ არ რომელია჻