... (H-403), 1818 წ.

391. ამიგდო ქალმან ფარდაგი: მძიმე თავისა ძალითა჻ სადა დგას კუბო შემკული: ბალახშითა და ლალითა჻ შიგან ჯდა იგი პირითა: მზისაებრ ელვა მკრთალითა჻ მე შემომხედნის ლამაზად: მის მელნის ტბისა თვალითა჻

392. დიდხან ვდეგ და არა მითხრა: სიტყვა მისსა მონასურსა჻ ოდენ ტკბილად შემომხედის: ვითამც რამე შინაურსა჻ ასმათ უჴმო მოიუბნეს: ქალი მოდგა მითხრა ყურსა჻ აწ წადიო ვერას გითხრობს: მე კულავ მიმცა ალმან მურსა჻

393. ასმათ გამომყუა წამოველ: ფარდაგი გამოვიარე჻ ვთქუი საწუთროო ვის წეღან: გული დარმანთა მიარე჻ მაშინ მოგეცა იმედი: ლხინი რად გამიზიარე჻ გულმან გაყრისა სიძნელე: კულავ უფრო დაიტიარე჻

394. ასმათ ლხინსა მიქადებდა: ჩავიარე შიგან ბაღი჻ მითხრა ეგრე წასვლისათვის: ნუ გაჩნია გულსა დაღი჻ სიმძიმილთა ერდო დაჴაშ: სიხარულის კარი აღი჻ სირცხვილი აქუს საუბრისა: მერმე თავსა კრძალავს ლაღი჻

395. მე უთხარ დაო შენგან ვეჭვ: ამა გულისა წამალსა჻ ზენაარ სულთა ნუ გამყრი: ამბვითა მშრეტდი ამ ალსა჻ ჩემთანა წიგნსა ნუ გასწყუეტ: შენ ზედა ზედა მავალსა჻ თუ რას სცნობ ჩემთვის არ ვეჭუ: მე შენგან არ დანამალსა჻

396. შევჯე წამოველ მდიოდა: ნაკადი ცრემლთა მილისა჻ საწოლს შემოვე ჴელ ქმნილსა: ღონე არ მქონდა ძილისა჻ ბროლი და ლალი შევიქენ: მე ულურჯესი ლილისა჻ ღამე მერჩია მეწადა: არ გათენება დილისა჻

397. ხატაეთს მყოფნი მოვიდეს: მათგან მოსულისა დრონია჻ სიტყუანი შემოეთვალნეს: ლაღნი და უკადრონია჻ არცა რამ ჩვენ ვართ ჯაბანნი: არ ციხე უმაგრონია჻ ვინ არის თქვენი ჴელმწიფე: ჩვენ ზედა რა პატრონია჻

წიგნი ხატაელთა მეფისა ტარიელის წინაშე მოწერილი პასუხად჻

398. მოეწერა რამაზ მეფე: წიგნს გიწერსა ტარიელსა჻ გამიკუირდა რა ეწერა: წიგნსა შენგან მონაწერსა჻ რაგვარა თუ მანდა გეჴმე: ვინ ჰპატრონობ ბევრსა ერსა჻ ამის მეტსა ნუღა ვნახავ კულავღა წიგნსა შენ მიერსა჻

399. უბრძანე წვევა ლაშქართა: გავგზავნე მარზაპანია჻ იგი ვარსკულავთა ურიცხვი: მოკრბეს ჰინდოთა სპანია჻ შორით და ახლოთ ყუელანი: მართ ჩემკენ მონასხრპანია჻ ერთობ ლაშქრითა აივსო: მინდორი კლდე კაპანია჻

400. ფიცხლა მოვიდეს არ ექნა: მათ შინა ხანდაზმულობა჻ აღლუმი ვნახე მეკეთა: ლაშქართა მოკაზმულობა჻ სიჩაუქე და სიკეთე: კეკლუცად დარაზმულობა჻ ტაიჭთა მათთა სიკეთე: აბჯართა ხვარაზმულობა჻

401. ავმართე დროშა მეფისა: ალმითა წითელ შავითა჻ დილასა ვბრძანე გამართვა: ლაშქრითა უთვალავითა჻ თავსა ვტიროდი ვიტყოდი: ბედითა მეტად ავითა჻ მზე თუ არ ვნახო არ ვიცი: ვიარო ვითა და ვითა჻

402. შინა მიველ დაღრეჯილსა: გულსა სევდა მიიეფდა჻ თვალთა ვითა საგუბარი: ცხელი ცრემლი გარდმომჩქებდა჻ ბედი ჩემი უბედური: ვთქუი ჯერთაცა ვერ გამეფდა჻ ჴელმან ვარდი რად იხელთა: რადგან ასრე ვერ მოჰკრეფდა჻

403. მონა შემოდგა მივეცი: საქმესა გაკვირვებულსა჻ ასმათის წიგნი მამართვა: მე მეტად შეჭირვებულსა჻ ეწერა გიხმობს შენი მზე: შენ მისთვის მოსურვებუსა჻ მოდი სჯობს მანდა ტირილსა: საქმესა ბედით ვებულსა჻

404. ვითა მართებდა ეგზომი: რამცა ვით გავიხარეო჻ შეღამდა წაველ ბაღისა: მე კარი შევიარეო჻ სად ასმათ პირველ მენახა: მუნვე ჩნდა მდგომიარეო჻ სიცილით მითხრა წამოვლე: მოგელის ლომსა მთვარეო჻

405. შემავლო სახლი ნაგები: კეკლუცად ბანის ბანითა჻ გამოჩნდა მთვარე ნათლითა: გარე შუქ მონავანითა჻ ფარდაგსა შიგან მჯდომარე: შესამოსლითა მწვანითა჻ საკვირველი და ღარიბი: უცხო პირად და ტანითა჻

406. შევე წავდეგ ნოხთა პირსა: მე დამიწყო ცეცხლმან შრეტად჻ გულსა ბნელი განმინათლდა: ზედა ლხინი ადგა სვეტად჻ მას ბალიში შემოეგდო: მზისა შუქსა სჯობდა მეტად჻ ჩემგან პირსა იფარვიდა: აიხედის წამსა ჭვრეტად჻

407. უბრძანა თუ მოახსენე: ასმათ დაჯდეს ამილბარსა჻ მან ბალიში დამართებით: დადვა მას მზედ საქებარი჻ დავჯე მივსცენ გულსა ლხინი: საწუთროსა დამგმობარსა჻ მიკჳრს სულნი რადღა მიდგან: ვიტყვი მისგან ნაუბარსა჻

408. მიბრძანა ძუღან გეწყინა: გაშვება უუბარისა჻ მზემან გაყრითა დაგაჭკნე: ვითა ყვავილი ბარისა჻ დაგსჯიდა დენა ცრემლისა: ნარგისთათ ნაგუბარისა჻ მაგრამ ჴამს ჩემგან სირცხვილი: და რიდი ამილბარისა჻

409. თუცა მართებს დედაკაცსა: მამაცისა დიდი კრძალვა჻ მაგრამ მეტი უარეა: არა თქმა და ჭირთა მალვა჻ მე თუ ზე პირ მიცინია: ქვე ქვე მითქვამს იდუმალ ვა჻ ძუღან ქალი გამოვგზავნე: ვქენ მართლისა შემოთვალვა჻