... (H-403), 1818 წ.

354. იქით და აქათ მომისხდეს: მახვრიტეს სახვრეტელია჻ მე მოვახსენე პატრონო: გული აწ უფრო მრთელია჻ ცხენსა შეჯდომა მამინდა: ვნახნე წყალნი და ველია჻ ცხენი მამგვარეს შეცავჯე: მეფე ჩემთანა მვლელია჻

355. გამოვედით მოვიარეთ: მაედანს და წყლისა პირსა჻ ჩემსა მივე დავაბრუნვე: მეფე მამყვა სახლთა ძირსა჻ შინა მივე უარ გავჰხე: სხვა დამერთო ჭირი ჭირსა჻ ვთქვი თუ მოვჰკვდე ბედი ჩემი: ამის მეტსა არას ღირსა჻

356. ზაფრანის ფერად შესცვალა: ბროლი ცრემლისა დანამან჻ გული უფრორე დამიჭრა: ათიათასმან დანამან჻ საწოლის მეკრე შემოდგა: მოლარე გაიყუანა მან჻ ვთქვი თუ რა იცის ამბავი: ნეტარ ან იმან ან ამან჻

357. მონააო ასმათისი: რა იცისო ვარქვი ვჰკითხე჻ შემოვიდა სააშიყო: წიგნი მომცა წავიკითხე჻ გამიკვირდა სხვად ვითამცა: ვჰქმენ გულისა მწველთა სითხე჻ მისგან ეჭვი არა მქონდა: სევდად მაწვა გულსა მით ხე჻

358. მე გამიკვირდა სით უყვარ: ანუ ვით მკადრებს თხრობასა჻ მიუყოლობა არ ვარგა: დამწამებს უზრახობასა჻ ჩემგან იმედსა გარდასწყვეტს: მერმე დამიწყებს გმობასა჻ დავსწერე რაცა პასუხად: მართებდა აშიკობასა჻

359. დღენი გამოჴდეს მე გული: უფრორე დამწვეს მე ალთა჻ ვეღარ უჭურეტდი ლაშქართა: მინდორს თამაშად მავალთა჻ დარბაზს ვერ მიველ მკურნალთა: დამიწყეს მოსულა მრავალთა჻ მაშინ დავიწყე გარდახდა: სოფლისა ლხინთა და ვალთა჻

360. მათ ვერა მარგეს მე გულსა: ბინდი დამეცა ბნელისა჻ სხვამან ვერავინ შემატყო: ბინდი ცეცხლისა ცხელისა჻ სისხლი დამწამეს მეფემან: ბრძანა გახსნევა ჴელისა჻ გავიხსენ ფარვად პატიჟთა: არვისგან საეჭველისა჻

361. ჴელ გახსნილი სევდიანი: საწოლს ვიყავ თავის წინა჻ ჩემი მონა შემოვიდა: შევხედენ თუ თქვას რა მინა჻ მონააო ასმათისა: შემოყუანა უთხარ შინა჻ გულსა შინა დაუძრახე: რა მპოვაო აქა ვინა჻

362. მონამან წიგნი მომართვა: მე წავიკითხე ნებასა჻ წიგნსა შევატყევ ლამობდა: მოსვლისა მოსწრაფებასა჻ პასუხად ვსწერდი ჟამია: მართალ ხარ გაკვირვებასა჻ მოვალ თუ მიხმობ მე ნუ მეჭვ: მოსლვისა დაზარებასა჻

363. გულსა ვარქვი თუ ლახვარნი: ეგე ვით დაგაღონებენ჻ ამილბარი ვარ ჴელმწიფე: სრულად ინდონი მმონებენ჻ აზრად შეიქმენ საქმესა: ათასჯერ შეაწონებენ჻ თუ შეიგებენ მე მათთა: არეთა არ მარონებენ჻

364. კაცი მოვიდა მეფისა: სწადსო ამბვისა სმინება჻ მოყუანა უთხარ ებრძანა: ქნაცა სისხლისა დინება჻ მე ვჰკადრე ჴელი გავიხსენ: დამიწყო მოჯობინება჻ წინაშე მოვალ ამისთვის: კულავ უფრო მართებს ლხინება჻

365. დარბაზს მიველ მეფე ბრძანებს: ამის მეტსა ნუ იქ აბა჻ ცხენსა შემსვა უკაპარჭო: წელთა არა არ შემაბა჻ შეჯდა ქორნი მოუტევნა: დურაჯები დაინაბა჻ მშვილდოსნები გასაგანნა: იტყოდიან შაბაშ შაბა჻

366. შინა დავსხედით ნადიმად: მას დღესა მინდორს რებულნი჻ მომღერალნი და მუტრიბნი: არ იყუნეს სულ დაღებულნი჻ მეფემან გასცა მრავალნი: თვალნი ღარიბად ქებულნი჻ აუვსებელნი არ დარჩეს: მას დღესა მათნი ხლებულნი჻

367. ვეცდებოდი არა მცალდა: სევდისაგან თავის კრძალვად჻ ვიგონებდი ცეცხლი უფრო: მედებოდა გულსა ალვად჻ ჩემნი სწორნი წავიტანენ: ჩემსა დავჯე მთქვიან ალვად჻ შევჰქენ სმა და ნადიმობა: პატიჟთა და ჭირთა მალვა჻

368. მოლარემან შინაურმან: ყურსა მითხრა ნაუბარი჻ ქალი ვინმე იკითხავსო: ინახვისცა ამილბარი჻ ზეწარითა მოუხურავს: პირი ბრძენთა საქებარი჻ ვარქუი საწოლს წაიყუანე: ჩემგან არის ნაჴმობარი჻

369. ავდეგ მსხდომნი ნადიმობით: აემზადნეს ასაყრელად჻ შადი უთხარ ნუ ასდგებით: მოვალ ხანსა დაუზმელად჻ გამოველ და საწოლს შეველ: მონა დადგა კარსა მცველად჻ გული მივეც თმობა ქნათა: აუგისა საკრძალველად჻

370. კარსა შევდეგ ქალი წინა: მომეგება თაყუანი მცა჻ ჩემი მოსლვა თქუენს წინაშე: კურთხეულა რამან ღირმსცა჻ გამიკვირდა მიჯნურისა: თაყუანება ექნა ვისმცა჻ ვთქვი არ იცის აშიკობა: თუმც იცოდა წყნარად ზისმცა჻

371. მითხრა დღე ეგე სირცხვილად: მედების გულსა ალობა჻ გგონია ჩემგან წინაშე: მაგისთვის მომავალობა჻ მაგრა აწ მიდებს იმედსა: შენგან ცდისაღა მალობა჻ ამას თუ ვღირს ვარ ვერ ვიტყუი: მაკლია ღ~თისა წყალობა჻

372. ადგა მითხრა თქუენს მკრძალვასა: ჩემგან ცნობა უბნევია჻ ნუ მეჭვ რაცა პატრონისა: ბრძანებასა უთქმევია჻ ეზომ დიდი შემართება: გულსა მისსა უთნევია჻ ამა წიგნმან გაგაგონოს: ჩემთვის ვისცა უთქმევია჻

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყუარელსა თანა მიწერილი პირველი჻