... (H-302), 1803 წ.

293. მონა შემოდგა მივეცი, საქმესა გაკვირვებულსა, ასმათის წიგნი მამართუა, მე მეტად შეჭირვებულსა, ეწერა გიხმობს შენი მზე, შენ მისთვის მოსურვებუსა, მოდი სჯობს მანდა ტირილსა, საქმესა ბედით ვებულსა-

294. ვითა მართებდა ეგზომი, რამცა ვით გავიხარეო, შეღამდა წაველ ბაღისა, მე კარი შევიარეო, სად ასმათ პირველ მენახა, მუნვე ჩნდა მდგომიარეო, სიცილით მითხრა წამოჰვლე, მოგელის ლომსა მთვარეო-

295. შემავლო სახლი ნაგები, კეკლუცად ბანის ბანითა, გამოჩნდა მთუარე ნათლითა, გარე შუქ მონავანითა, ფარდაგსა შიგან მჯდომარე, შესამოსლითა მწუანითა, საკვრძალავი და ღარიბი, უცხო პირად და ტანითა-

296. შევე წავდეგ ნოხთა პირსა, მე დამიწყო ცეცხლმან შრეტად, გულსა ბნელი განმინათლდა, ზედა ლხინი ადგა სვეტად, მას ბალიში შემოეგდო, მზისა შუქსა სჯობდა მეტად, ჩემგან პირსა იფარვიდა, აიხედის წამსა ჭურეტად-

297. უბრძანა თუ მოახსენე, ასმათ დაჯდეს ამილბარსა, მან ბალიში დამართებით, დადვა მას მზედ საქებარი, დავჰსჯე მივსცენ გულსა ლხინი, საწუთროსა დამგმობარსა, მიკვირს სულნი რადღა მიდგან გულსა, ვიტყვი მისგან ნაუბარსა-

298. მიბრძანა ძუღან გეწყინა, გაშვება უუბარისა, მზემან გაყრითა დაგაჭკნე, ვითა ყვავილი ბარისა, დაგჰსჯიდა დენა ცრემლისა, ნარგისთათ ნაგუბარისა, მაგრამ ჰჴამს ჩემგან სირცხვილი, და რიდი ამილბარისა-

299. თუცა ჰმართებს დედაკაცსა, მამაცისა დიდი კრძალვა, მაგრამ მეტი უარეა, არა თქმა და ჭირთა მალვა, მე თუ ზე პირ მიცინია, ქუჱ ქუჱ მითქვამს იდუმალ ვა, ძოღან ქალი გამოვგზავნე, ვქენ მართლისა შემოთვალვა-

300. ერთმანერთისა მას აქათ, რაცა ორთაუ ჱ ვიცითა, აწცა მიცოდი საშენოდ, მითვე პირითა მტკიცითა, ამას შევჯერდი დიდითა, ზენარითა და ფიცითა, გეცრუო ღ~თნ მიწა მქნას, ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა-

301. წა შეები ხატაელთა, ილაშქრე და ინაპირე, ღ~თნ ქნას და გაგიმარჯოს, მორჭმულიმცა ჩემ კერძ ირე, მაგრა რა ვჰქნა კულაცა ნახვა, მამხვდებოდეს შენი ვირე, გული მომეც გაუყრელად, ჩემი შენთვის დაიჭირე-

302. აწ რასაცა მე მაღირსებ, ჴორციელი არვინ ღირსა, მოწყალება იჩქითია, ღ~თისა ამად არა მკვირსა, შენნი შუქნი შემომადგამ, ბნელსა გულსა ზედა ჭვირსა, შენი ვიყო სადამდისცა, დამიყოფდეს მიწა პირსა-

303. ზედან წიგნსა საფიცარსა, შეჰვფიცე და შემომფიცა, მისგან ჩემი სიყუარული, ამით უფრო დაამტკიცა, უშენოსა მოწონება, ვისიცაო გულსა მიცა, ღ~თი მომკლავს ამას იქით, თავსა ვეტყვი ამას ვსწვრთიცა-

304. დავჰყავ ხანი მას წინაშე, სიტყუანიცა ტკბილნი ვჰთქვენით, ვჭამეთ ამო ხილი რამე, ერთმანერთსა ვეუბენით, მერმე ავდექ წამოსავლად, ტირილით და ცრემლთა დენით, მისთა შუქთა შვენებანი, ნათლად მადგა გულსა ფენით-

305. მეძნელებოდა სიშორე, მისი ბროლ ბალახშ მინისა, მე გამიახლდა სინათლე, მქონდა სიმრავლე ლხინისა, ჩემად ჩნდა იგი სინათლე, ეთერით მზედ ნაჩინისა, აწ მიკვირს მისი გაყრელი, გული მიც კლდისა ტინისა-

306. დილასა შევჰსჯე უბრძანე, ჰკარით ბუკსა და ნობასა, სრულად სპათასა ვერ გითხრობ, არ შესხდომილად მზობასა, ლომან მივჰმართე ხატავეთს, ვერვინ მიზრახავს მჴრდლობასა, უგზოდა ვლიდეს ლაშქარნი, არ გაივლიდენ გზობასა-

307. დავაგდე მზღვარი ჲინდოთა, მევლო პაშტაი ხანია, რამაზის კაცი მემთხვია, ვინ ხატაეთის ხანია, მან მითხრა მოციქულობა, გულისა მოსაფხანია, ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ, თქვენნი ინდოთა თხანია-

308. მე შემამძღუნეს რამაზისგან, ძღუნად საჭურჭლე საშინელი, მითხრეს გკადრებს ნუ ამოგვწყვეტ, არის შენგან არ საქნელი, ზენაარი გამოგვიღე, მით გვაბია ყელსა წნელი, მოურბევლად მოგახსენნეთ, თავნი შვილნი საქონელი-

309. რაცა შეგცოდეთ შეგვინდე, თჳთ ჩვენცა შეგვინანია, თუ ღ~თითა შეგვიწყალებდეთ, აქა ნუ მოვლენ სპანია, ქვეყანა ჩვენი არ ასწყდეს, რისხვით არ დაგუტყუეს ცანია, შენ მოგცეთ ციხე ქალაქი, მოგყვენ ცოტანი ყმანია-

310. გვერცა დავისხენ ვაზირნი, ვიუბნეთ გავეზრახენით, მითხრეს თუ ხარო ყმაწვილი, ბერნი მით გკადრებთ გლახ ენით, არიან მეტად მუხთალნი, ჩვენ ერთხელ კულაცა ვნახენით, არამცა მოგკლან ღალატად, არამცა ვივაგლახენით-

311. ჩვენ ამას ვარჩევთ წახვიდე, კარგითა მართ მამაცითა, ლაშქარნი ახლოს გეკიდნენ, ჰსცნობდენ ამბავსა კაცითა, გულ მართლად იყვნენ მიენდე, აფიცე ღ~თითა და ცითა, არ დაგმორჩილდენ შერისხდი, რისხვითა კულა და კულაცითა-

312. მეკეთა ესე თათბირი, ვაზირთა ნავაზირები, შევჰსთვალე რამაზ მეფეო, ვცან შენი დანაპირები, სიკვდილსა გიჯობს სიცოცხლე, დაგვიდგამს ვერ ქვიტკირები, ლაშქართა დავჰყრი ცოტათა, წამოვალ შენ კერძ ვირები-