... (Q-376), XIX ს.

316. დღე და ღამე მუჯამრითა, ეკმეოდის ალვა თლილი. ზოგჯერ კოშკს ჰსჯდის ზოგჯერ ბაღჩას, ჩამოჳდის რა დგის ჩრდილი. დავარ იყო და მეფისა, ქვრიჳ ქაჯეთს გათხოვილი. მას სიბრძნისა სასწავლებლად, თჳთ მეფემან მისცა შვილი:-

317. სრა ედგა მოფარდაგული, ოქსინოთა და შადითა. ვერვინ ვჴედევდით შეიქნა, პირითა მინა ვარდითა. ასმათ და ორნი მონანი, ახლდნენ იმღერდის ნარდითა. მუნ იზრდებოდის ტანითა, გაბაონს განაზარდითა:-

318. თხუთმეტისა წლისა ვიყავ, მეფე მზრდიდა ვითა შვილსა. დღისით ვიყავ მის წინაშე, გამიშუჱბდის არცა ძილსა. ძალად ლომსა თუალად მზესა, ტანად ვჰგუანდი ედემს ზრდილსა. სროლასა და ასპარეზსა, აქებდიან ჩემგან ქმნილსა:-

319. მოსრის მჴეცნი და ნადირნი, ისარმან ჩემგან სრეულმან. მერმე ვიბურთი მოედანს, მინდორით შემოქცეულმან. შეჳდი შევჰქმნი ნადიმი, ნიადაგ ლხინთა ჩუჱულმან. აწ საწუთროსა გამყარა, პირმან ბროლ ბალახშეულმან:-

320. მამა მომიკუდა მოჳდა, დღე სიკუდილისა მისისა. ქმნა გაუცუდდა ფარსადანს, ნიშატისა და ნიშისა. მათ გაეხარნეს ვის ზარი, დაჰლევდის მისის შიშისა. ერთგულთა შეჰქმნეს ვაება, მტერთა ჰჴსენება იშისა:-

321. მე წელიწლამდის ბნელსა ვჰსჯე, საწუთრო გაცუდებული. დღისით და ღამით ვვაებდი, ვერვისგან სულდაღებული. გაყუანად ხასნი მოვიდეს, მითხრეს მეფისა მცნებული. ებრძანა შვილო ტარიელ, ნუ ხარ შაჳთა ღებული:-

322. ჩუჱნ უფრო გუტკიჳს იგი ვინ, დაგვაკლდა ჰსწორად თავისა. ასი ებოძა საჭურჭლე, ებრძანა ახდა შავისა. ბოძება მისეულისა, სრულისა საკარგავისა. შენ გქონდეს ამილბარობა, ქმნა მისვე საურავისა:-

323. ავენთი დამწუჱს მამისა, სახმილთა დაუშრტელთა. უკუნით გამომიყუანეს, ხასთა მათ წინა მდგომელთა. გამოსლჳსათჳს ზეიმი, შექნეს ინდოეთს მფლობელთა. შორს მომეგებნეს მაკოცეს, პატიჳთ ვითა მშობელთა:-

324. მათთა საჯდომთა ახლოს დამსუჱს, პატივსმჰცემდეს ძისა დარად. მის ჴელისა საურაჳ, მათ ორთაუჱ მითხრეს წყნარად. ურჩ ვექმენ და მისეულთა, წესთა ქცევა მიჩნდა ზარად. არ მომეშუნეს დავმორჩილდი, თაყუანისვეც ამილბარად:-

325. აღარ ვიცი დამაჳწყდეს, თუცა დიადი წელია. გიამბო ჩემი ჰამბავი, ჩემთჳს რაზომცა ძნელია. ცრუ და მუხთალი სოფელი, მიწყივ ავისა მქმნელია. მისთა ნაკუჱთთა წინწალი, დამეცეს ხანგრძლად მწუჱლია.

ჰამბაჳ ტარიელის პირუელ რომ გაუმიჯნურდა ნესტან დარეჯანს (7)

326. კულავ დაიწყო თქმა ჰამბისა, მან რა ხანი მოიტირა. დღესა ერთსა მე და მეფე, მოჳდოდით გვენადირა. მიბრძანა თუ ქალი ვნახოთ, ჴელი ჴელსა დამიჭირა. მის ჟამისა მჰხსენებელი, მე სულდგმულად არ გიკვირა:-

327. ბაღჩა ვნახე უტურფესი, ყოვლისავე სალხინოსა. მფრინუჱლთაგან ჴმა ისმოდა, უამესი სირინოსა. მრავლად იყო სარაჯები, ვარდის წყლისა აბანოსა. კარსა ზედა მოჰფარჳდა, ფარდაგები ოქსინოსა:-

328. მეფემან ახმა დურაჯთა, მითხრა მიტანად ქალისა. გამოვუხუჱნ და წავედით, ჩემად სადებლად ალისა. მაშინ დავიწყე გარდახდა, მე საწუთოსა ვალისა. ალმასისა ჰჴამს ლახუარი, დაჭრად გულისა სალისა:-

329. ვიცოდი ჰსწადდა არვისგან, ნახუა მის მზისა დარისა. მე გარეთ ვჰსდეგ და მეფემან, შევლო ფარდაგი კარისა. ვერას ვჰხედჳდი ოდენ ჴმა, მესმოდა საუბარისა. ასმათს უბრძანა გამოხმა, დურაჯთა ამილბარისა:-

330. ასმათ ფარდაგსა აზიდნა, გარეთ ვჰსდეგ მოფარდაგულსა. ქალსა შევჰხედე ლახუარი, მეცა ცნობასა და გულსა. მოჳდა მივე დურაჯნი, მთხოვა ცეცხლითა დაგულსა. ვამე მას აქათ საჴმილსა, დაუწვავ ნიადაგულსა:-

331. აწ წახდა იგი ნათელი, მზისაცა მოწუნარენი. მისი ვერ გაჰსძლო ჰხსენება, დაჰბნდა და სულთქნა მწარენი. ყმა და ასმათი ჰსტიროდეს, ჴმას ჰსცემდეს იგი არენი. ჭმუნჳთ ჰსთქუჱს მკლავნი ცუდ ჰქმნილან, ვაჲ გმირთ მემუქარენი:-

332. ასმათმან წყალი დაასხა, ცნობად მოვიდა ტარია. დიდხან ვერა ჰსთქუა სევდამან, გული შეუკრა დარია. დაჰსჯდა და მწარედ სულთითქუნა, ცრემლი მიწასა გარია. ჰსთქუა ჩემგან მისი ჰჴსენება, ვამე რა დიდი ზარია:-

333. მიმდობნი საწუთროსანი, მისთა ნივთთაგან ჰრჩებიან. იშუჱბენ მაგრამ უმუხთლოდ, ბოლოდ ვერ მოურჩებიან. ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურჩებიან. ისმენდი ჩემთა ჰამბავთა, თუ სულნი შეღამჰრჩებიან:-

334. დურაჯნი მთხოვა გავიღე, სხუა ვერა გზაღა თავისა. დავეცი დავბნდი წამიხდა, ძალი მჴართა და მკლავისა. რა სულად მოველ შემესმა, ჴმა ტირილისა დავისა. აგრე მამრტყმოდეს ჯალაბნი, ვითა ჩამსხდომნი ნავისა:-