... (Q-296), XVIII ს.

318. მე ხუთისა წლისა ვიყავ დაორსულდა დედოფალი ესე რა თქვა ყმამან სულთქმნა ცრემლით ბრძანა შობა ქალი დაბნედა სა მიეწურა ასმათ ასხა გულსა წყალი თქვა მაშინვე მზესა გვანდა აწ მედების ვისგან ალი

319. ქება არ ითქმის ენითა აწ ჩემგან ნაუბარითა ფარსადან დაჯდა ხარებად ზეიმითა და ზარითა ყოვლგნით მოვიდეს მეფენი ნიჭითა მრავალ გვარითა საჭურჭლე გასცეს აივსნეს ლაშქარნი საბოძვარითა

320. საშობელი გაიყარა ზრდა დაგვიწყეს მედა ქალსა მართ მაშინვე გვანდა იგი მზისა შუქთა ნახამალსა უყვარდით და სწორედ უჩნდით მეფესა და დედოფალსა აწ ვახსენებ ვისგან ჩემი დაუდაგავს გული ალსა

321. ყმა დაბნდა რა სახელისა ჴსენებასა მიეწურა ავთანდილსცა აეტირა მისმან ცეცხლმან გულსა მურა ქალმან სულად მოაქცია მკერდსა წყალი მოაპკურა თქუა ისმენდი მაგრა ჩემი სიკუდილისა დღე დასტურ ა

322. მას ქალსა ნესტანდარეჯან იყო სახელად ჴმობილი შვიდისა წლისა შეიქმნა ქალი წყნარი და ცნობილი მთვარისა მზგავსი მზისაგან შვენებით არ შეფობილი მისა ვით გასძლებს გაყრასა გული ალმასი წდობილი

323. იგი ასრე მოიწიფა მე შემეძლო შესლვა ომსა მეფე ქალსა ვით ხედვიდა მეფობისა ქნისა მწთომსა მამასავე ჴელთა მიმცეს რა შევიქმენ ამა ზომსა ვბურთობდი და ვთამაშობდი ვით კატასა ვხოცდი ლომსა

324. მეფემან სახლი ააგო შიგან სამყოფი ქალისა ქვად ფაზარი სხდა დათლილი იაგუნდისა ლალისა პირსა ბახჩა და საბანლად სარაჯი ვარდის წყალისა იგი მუნ იყვის მედების ვისგან სახმილი ალისა

325. დღე და ღამე მუჯამრითა ეკმეოდის ალვა თლილი ზოგჯერ კოშკს ჯდის ზოგჯერ ბახჩას ჩამოვიდის რადგის ჩრდილი დავარ იყო და მეფისა ქვრივი ქაჯეთს გათხოვილი მას სიბრძნისა სასწავლელად თვით მეფემან მისცა შვილი

326. სრა ედგა მოფარდაგული ოქსინოთა და შადითა ვერვინ ვხედევდით შეიქნა პირითა მინა ვარდითა ასმათ და ორნი მონანი ჰყუიან იმღერდის ნარდითა მუნ იზრდებოდის ტანითა გაბაონს განაზარდითა

327. თხუთმეტისა წლისა ვიყავ მეფე მზრდიდა ვითა შვილსა დღისით ვიყავ მას წინაშეგამიშვებდის არცა ძილსა ძალად ლომსა თვალად მზესა ტანად ვგვანდი ედემს ზრდილსა სროლასა და ასპარეზსა აქებდიან ჩემგან ქმნილსა

328. მოსრნის მხეცი და ნადირი ისარმან ჩემმან სრეულმან მერმე ვიბურთი მოედანს მინდორით შემოქცეულმან შევიდი შევქმნი ნადიმი ნიადაგ ლხინთა ჩვეულმან აწ საწუთროსა გამყარა პირმან ბროლ ბალახშეულმან

329. მამა მომიკვდა მოვიდა დღე სიკუდილისა მისისა ქნა გაუცუდდა ფარსადანს ნიშატისა და ნიშისა მათ გაეხარნეს ვის ზარი დალევდის მტრისა შიშისა ერთგულთა შექმნეს ვაება მტერთა ხსენება იშისა

330. მე წელიწამდის ბნელსა ვჯე საწუთრო გაცუდებული დღისით და ღამით ვაებით ვერ ვისგან სულ დაღებული გაყუანად ხასნი მოვიდეს მითხრეს მეფისა მცნებული ებრძანა შვილო ტარიელ ნუხარ შავითა ღებული

331. ჩვენ უფრო გვტკივის იგი ვინ დაგვაკლდა სწორად თავისა ასი ებოძა საჭურჭლე ებძანა ახდა შავისა ბოძება მისეულისა სრულისა საკარგავისა შენ გქონდეს ამირბარობა ქნა მისვე საურავისა

332. ავენთი დამწვეს მამისა სახმილთა დაუშრტობელთა უკანის გამომიყვანეს ხასთა მათ წინა მდგომელთა გამოსლვისათვის ზეიმი შექნეს ინდოეთს მფლობელთა შორს მამეგებნეს მაკოცეს პატივით ვითა მშობელთა

333. მათ საჯდომთა ახლოს დამსვეს პატივს მცემდეს ძისა დარად მით ხელისა საურავი მათ ორთავე მითხრეს წყნარად ურჩ ვექმენ და მისეულთა წესთა ქცევა მიჩნდა ზარად არ მამეშვნეს დავმორჩილდი თაყუანის ვეც ამირბარად

334. აღარ ვიცი დამვიწყდა თუმცა დიადი წელია გიამბო ჩემი ამბავი განა რაზომცა ძნელია ცრუდა მუხთალი სოფელი მიწყივ ავისა მქმნელია მისთა ნაკუეთთა წინწილი დამეცეს ხან სგრძლად მწველია ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა პირველ რომ გამიჯნურდა

335. კვლავ დაიწყო თქმა ამბისა მან რა ხანი მოიტირა დღესა ერთსა მედა მეფე მოვიდოდითგვენადირა მიბრძანა თუ ქალი ვნახოთ ჴელი ჴელსა დამიჭირა მის ჟამისა მხსენებელი მე სულდგმული არაგიკვირა

336. ბაღჩა ვნახე უტურფესი ყოვლისავე სალხინოსა ფრინველთაგან ჴმა ისმოდა უამესი სირინოსა მრავლად იყო სარაჯები ვარდის წყლისა აბანოსა კარსა ზედა მოჰფარვიდა ფარდაგები ოქსინოსა

337. მეფემან ახმა დურაჯთა მითხრა მიტანად ქალისა გამოვუხვენ და წავედით ჩემად სადებლად ალისა მაშინ დავიწყე გარდახდა მე საწუთროსა ვალისა ალმასისა ხამს ლახვარი ლახვრად გულისა სალისა