... (A-656), XIX ს.

276. ქალმან კვლავ ჰკადრა გაგსაჯე მეტითა შეგონებითა მაგრა თუ კაცი მოგგვარო მოგყვეს თავისა ნებითა იგი გეახლოს ილხენდე მისითა შემეცნებითა ჰფიცე არ მოკლა არ იყო არსავნებლისა ვნებითა

277. მიბრძანა თუ მაჩვენებ ვნახავ დიდად გავიხარებ სიყვარულმან მისმან ვისთვის ხელი მინდორს თავსა ვარებ არას ვუზამ უგემურსა არა ოდეს გავამწარებ რაცა ჩემგან ეამების ვაამებ და შევიყვარებ

278. ქალი ადგა და წავიდა მის ყმისა მოსაყვანებლად არ ეწყინაო უანბობს არს მისად მაგულვანებლად ხელი მოკიდა მოყვანდა ვით მთვარე მოსავანებლად იგი რა ნახა ტარიელ თქვა მზისა დასაგვანებლად

279. გამოეგება ტარიელ მართებს ორთავე მზე დარად ნუ ცით მთვარე უღრუბლო შუქთა მოფენდეს ქვე ბარად რომე მათ თანა ალვისა ხეცა ვარგ იყო ხედ არად გვანდეს შვიდთავე მნათობთა სხვადმცა რისად ვთქვა მე და რად

280. მათ აკოცეს ერთმანერთსა უცხოებით არ დარიდეს ვარდსა ხლეჩდეს ბაგეთაგან კბილნი თეთრნი გამოსჭვირდეს ყელი ყელსა გადააჭვდეს ერთმანერთსა აუტირდეს ქარვად შექმნნეს იაგუნდნი მათნი თუცა ლალად ღირდეს

281. მობრუნდა ყმამან ავთანდილს ხელი შეუპყრა ხელითა ერთგან დასხდეს და იტირეს დიდხან ცრემლითა ცხელითა ასმათი სულსა უღებდა სიტყვითა საკვირველითა თავთა ნუ დახოცთ ნუ ბნელიქმთ მზესა თქვენითა ბნელითა

282. ტარიელის ვარდი იყო დათრთვილული არდაზრული ყმასა უთხრა მესწრაფების მითხარ შენი დაფარული ვინ ხარ ანუ სით მოსულ ხარ სადაური სით მოსრული მე სიკვდილსა აღარ ვახსოვ ვარ მისგანცა განწირული

283. ავთანდილ გასცა პასუხი სიტყვები ლამაზებია ლომო და გმირო ტარიელ ვის ტანი გინაზებია მე ვარ არაბი არაბეთს არს ჩემი დარბაზებია მიჯნურობითა დამწვარ ვარ ცეცხლი უშრეტი მგზებია

284. მე პატრონისა ჩემისა ასული შემყვარებია თვით მეფედ მათად მას ხედვენ მონები მკლავმაგრებია თუცა არ მიცნობ გინახავ თუ ვითა გიაზრებია გახსოვსა ოდეს დახოცე მონები არსაპყრებია

285. შენ მინდორს გნახეთ გაჭრილი ჩვენ ზედა გარდგეკიდენით პატრონი ჩემი გაგიწყრა ჩვენ ხაფად წაგეკიდენით გიხმეთ არ მოხვე ლაშქარნი უკანა გამოგკიდენით შენ ველნი წითლად შეღებენ სრულად სისხლისა კი დენით

286. ყველაკასა მათრახითა თავი უხრმლოდ გარდაკვეთეთ მეფე შეჯდა დაგვეკარგე კვალი შენი ვერ მოვკვეთეთ ვითა ქაჯი დაგვემალე მონებიცა დავაფეთეთ ამან უფრო დაგვაშმაგნა თავი სრულად გავაშეთეთ

287. ჭმუნვა შეექმნა თქვენც იცით ხელმწიფე ნებიერია მოგნახეს გძებნეს ყოველგან მათ რუკა დაუწერია ვერ ნახეს შენი ნახული ვერცა ყმა ვერცა ბერია აწ გამომგზავნა რომელსა ვერ მზე გავს ვერ ეთერია

288. მიბრძანა მიცან ამბავი მის ყმისა წარხდომილისა მაშინ ვარ მქმნელი საქმისა მის შენგან მონდომილისა სამ წლამდის მითხრა დადენა უმისოდ ცრემლთა მილისა არ გიკვირს გავძელ ვერჭვრეტა მისისა მე ღიმილისა

289. აქანამდის მნახავიცა კაცი შენი არ მენახა თურქნი ვნახენ რომე თქვენთვის სიტყვა რამე გაემკვახა მათრახითა ჩამოგეგდო ერთი მკვდართა დაგესახა მათ მასწავლეს ძმა რომელთა სულმობრძავი სამე გლახა

290. ტარიელსცა აეხსენა ომი მათი მაშინდელი იტყვის მახსოვს იგეი საქმე თუცა არის ადრინდელი ერთგან გნახენ ნადირობას შენ და შენი მე გამზრდელი მით ვტიროდი მომეგონა მე გლახ ჩემი წარმწყმედელი

291. რას მაქნევდით რად გინდოდი ერთმანერთსა რათა ვგვანდით თქვენ მორჭმულნი სთამაშობდით ჩვენ მტირალნი ღაწვთა ვბანდით რა მონანი მომწიენით შესაპყრობლად გაგულვანდით აწ ვეჭვ რომე ჩემად ნაცვლად თანა მკვდართა მიიტანდით

292. მოვიხედენ მომეწია რა პატრონი შენი ვნახე ხელმწიფობით შემებრალნეს ამად ხელი არ შევახე თვალთა წინა გამოგექეც მეტი არა შევუზრახე ჩემი ცხენი უჩინოსა გავს და სხვასამცა რას ვასახე

293. კაცმან ვერ ასწრას თვალისა დაფახვა დაწამწამება მას გავექცევი ვისგანცა ჩემი არა ვცნა ამება მათ თურქთა მიღმა გამეგო მე არას არ შეწამება ავად შვენოდა მორევნა და ჩემი დათამამება

294. აწ ვაშად მოხვე მეამა ნახვა შენისა პირისა ტანად სარო და პირად მზე მამაცად მსგავსი გმირისა მაგრა გარჯილ ხარ არა ხარ გარდაუხდელი ჭირისა ძნელია პოვნა კაცისა ღმრთივ ზეცით განაწირისა

295. ავთანდილ უთხრა ვით მაქებ საქები ბრძენთა ენისა მაგისა ნაცვლად რამც ვიყავ ღირსი ქებისა თქვენისა სახე ხარ მზისა ერთისა ზეცით მნათისა ზენისა რადგან ვერ შეგცვლის პატიჟი ეგზომთა ცრემლთა დენისა