... (S-1727), 1837 წ.

256. ქალმან უთხრა მამეწონა: ყმაო შენი ნაუბარი჻ ხარ უცილოდ კარგი ვინმე: მოყმე ბრძენთა საქებარი჻ ხარ ვინათგან აქანამდის: მაგა ჭირთა დამთმობარი჻ რაცა გითხრა მამისმინე: გიპოვნია საძებარი჻

257. იმა მოყმისა ამბავი: არსად არა იპოვების჻ თჳთ თუ არ გითხრობს არ ითქმის: არ ვისგან დაიჯერების჻ მოილოდინე მოვიდეს: რაზომცა დაგეყოვნების჻ დადუმდი ვარდსა ნუ აზრობ: ცრემლითა ნუ ითოვნდების჻

258. გითხრა თუ ცოდნა გწადიან: ჩვენისა შენ სახელისა჻ ტარიელ არის სახელი: იმა მოყმისა ჴელისა჻ მე ასმათ მქვიან რომელსა: წვა მჭირს ცეცხლისა ცხელისა჻ სულთქმა სულთქმისა ბევრისა: მაშა თუ არ ერთხელისა჻

259. ამის მეტსა ვერას გითხრობ: მე სიტყვასა ამისთანსა჻ ისი მინდორს არონინებს: ტანსა მჭევრსა მე მაჯანსა჻ ვჭამ გლახ მარტო ნადირისას: მისგან ჴორცსა მონატანსა჻ აწვე მოვა არა ვიცი: თუ დაჰყოვნის დიდსა ხანსა჻

260. ამას გვედრებ მოიცადო: თავი სხვაგან არსად არო჻ რა მოვიდეს შევეხვეწო: ნუთუ ვით რა მოვაგვარო჻ ერთმანერთსა შეგამეცნე: თავი შენი შევაყვარო჻ თჳთ გიამბოს საქმე მისი: საყვარელსა გაახარო჻

261. ქალსა ყმამან მოუსმინა: დამორჩილდა დართო ნება჻ ამა ზედა მოიხედეს: ჴევით ესმა ჩხაპუნება჻ მთვარე წყალსა გამოსრული: ვნახე შუქთა მოფინება჻ უკურიდეს და აღარა ქნეს: მუნ ხანისა დაყოვნება჻

262. ქალმან უთხრა ყმაო ჟამად ღ~თნ: მოგცა რაცა გინა჻ მაგრა თავი უჩინოდ ჰქმენ: დამალული იყავ შინა჻ იმა ყმისა მეუნებლე: ჴორციელი არავინა჻ ნუთუ ვით რა მოვაგვარო: შენი ნახვა არ ეწყინა჻

263. ავთანდილ ქვაბსა დამალა: ქალმან მალვითა მალითა჻ იგი ყმა ცხენსა გარდახდა: შვენოდა კაპარჭ ჴრმალითა჻ ატირდა მაღლად ცრემლითა: ზღვათაცა შესრთავითა჻ ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა: ჭვრეტითა იდუმალითა჻

264. ამარტის ფერად შესცვალა: ბროლი ცრემლისა ბანამან჻ დიდხან იტირეს ყმამან და: მან ქალმან შაოსანამან჻ შეხსნა შეიღო აბჯარი: ცხენიცა შეიყვანა მან჻ დადუმდეს ცრემლნი მოჰკვეთნა: შავმან გიშრისა დანამან჻

265. ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა: ტყვე საკნით ნააზატები჻ მან ქალმან ქვეშე დაუგო: ვეფხის ტყავისა ნატები჻ მას ზედა დაჯდა იგი ყმა: სულთქვამს ჭირ მონამატები჻ სისხლისა ცრემლსა გაეწნა: შუა გიშრისა სატები჻

266. მან ქალმან ჴელჰყო კვესითა: გზება ცეცხლისა ნელისა჻ ეგონა ჭამა ხორცისა: შემწვრისა შეუქნელისა჻ მიუპყრა ერთი ახლიჩა: ქნაა საქმისა ძნელისა჻ ძალი არ ჰქონდა დაუწყო: გამოყრა უცოხნელისა჻

267. ცოტად მიწვა მიიძინა: თუცა ყოლა ვერა მეტი჻ შეკრთა დიდნი დაიზახნა: წამოიჭრა ვითა რეტი჻ იზახდის და წამწამ იკრის: გულსა ლოდი თავსა კეტი჻ ცალკე ტირს და პირსა იხოკს: ქალი მისი შენამჭვრეტი჻

268. რად დაბრუნდი მოახსენა: მითხარ რაცა წაგეკიდა჻ მან უბრძანა მონადირე: მეფე ვინმე გარდმეკიდა჻ ჰყვეს ლაშქარნი უთვალავნი: ბარგი მძიმედ აეკიდა჻ იგი მინდორს ნადირობდა: დაეფანჩვა მარეკი და჻

269. სევდად მეცა კაცთა ნახვა: ცეცხლი უფრო გავიახლე჻ არ მიველო ახლოს შეყრად: თავი ჩემი შევიწყალე჻ მათგან მკრთალი შემოვბრუნდი: ტყესა შიგან დავიმალე჻ თქვა ნუთუმცა უკუმრიდა: რა გათენდეს წავალ ხვალე჻

270. ქალსა ცრემლნი გარდმოსცვივდეს: ას ნაკეცნი ათას ბევრად჻ მოახსენა მხეცთა თანა: იარები მარტო ტევრად჻ არას კაცსა არ იახლებ: საუბრად და შემაქცევრად჻ მას მაგითა ვერას არგებ: დღეთა შენთა ცუდად ლევ რად჻

271. ყოვლი პირი ქუეყანისა: ერთობ სრულად მოგივლია჻ ერთი კაცი შემაქცევლად: შენად ვითა დაგელია჻ გიახლოს და არ გაშმაგდე: თუცა ჭირი არ გაკლია჻ შენ მოკვდე და იგი წახდეს: ესე შენთჳს რა მადლია჻

272. უბრძანა დაო ეგეა: მგზავსი შენისა გულისა჻ მაგრა არ არის ქვეყანად: წამალი ამა წყლულისა჻ ვის ძალუც პოვნა კაცისა: თჳთ სოფლად არ მოსრულისა჻ ჩემი ლხინია სიკვდილი: გაყრა ხორცთა და სულისა჻

273. ღ~თნ სხვამცა ეტლსა ჩემისა: რადმცა კაცი რად დაბადა჻ სიახლე და საუბარი: თუმცა მისი მე მეწადა჻ ვინმცა გასძლნა ჭირნი ჩემნი: ანუ ვინმცა შეეცადა჻ შენგან კიდე ჴორციელი: დაო მივის არასადა჻

274. ქალმან ჰკადრა არ გამიწყრე: ვიშიშვი და ვიაჯ დია჻ რათგან ღ~თსა ვეზირობა: შენი ჩემზედ მოუგდია჻ ვერ დავმალავ უკეთესი: რაცა საქმე გამიცდია჻ არა ვარგა უსაზომო: თავი ზომსსა გარდგიხდია჻

275. ყმამან უთხრა რას მენუკვი: არა ვიცი გამიცხადე჻ კაცი ჩემად სამსახურად: უღ~თოდ ვით დავბადე჻ ღ~თსა ჩემი უბედობა: უნდა მემცა რას ვეცადე჻ გაღანამცა გავნადირდი: თავი ასრე გავიხადე჻