... (H-302), 1803 წ.

257. მოლარემან შინაურმან, ყურსა მითხრა ნაუბარი, ქალი ვინმე იკითხავსო, ინახვისცა ამილბარი, ზეწარითა მოუხურავს, პირი ბრძენთა საქებარი, ვარქვი საწოლს წაიყუანე, ჩემგან არის ნახმობარი-

258. ავჰსდეგ მსხდომნი ნადიმობით, აემზადნეს ასაყრელად, შარდი უთხარ ნუ ასდგებით, მოვალ ხანსა დაუზმელად, გამოველ და საწოლს შეველ, მონა დადგა კარსა მცველად, გული მივეც თმობა ქმნათა, აუგისა საკრძალველად-

259. კარსა შევჰსდეგ ქალი წინა, მომეგება თაყუანი მცა, ჩემი მოსლვა თქუენს წინაშე, კურთხეულა რამან ღირმსცა, გამიკვირდა მიჯნურისა, თაყუანება ექნა ვისმცა, ვჰსთქუი არ იცის აშიკობა, თუმც იცოდა წყნარად ზისმცა-

260. მითხრა დღე ეგე სირცხვილად, მედების გულსა ალობა, გგონია ჩემგან წინაშე, მაგისთვის მომავალობა, მაგრამ აწ მიდებს იმედსა, შენგან ცდისაღა მალობა, ამას თუ ვღირს ვარ ვერ ვიტყუი, მაკლია ღ~თისა წყალობა-

261. ადგა მითხრა თქუჱნსა მკრძალვასა, ჩემთვის სიტყვით უმცნევია, სხუად ნურად მეჭუ რაცა პატრონისა, თჳთ ბრძანებასა მიხმევია, ეზომ დიდი შემართება, გულსა მისსა უთნევია, ამა წიგნმან გაგაგონოს, ჩემთვის ვისცა უთქმევია-

ჱ წიგნი ნესტან დარეჯანისა საყუარელსა თანა მიწერილი პირუჱლი

262. წიგნი ვნავხე მისი იყო, ვისი მდაგავს ალი გულსა, მოეწერა მზისა შუქსა, ნუ დაიჩენ ლომო წყლულსა, მე შენი ვარ ნუ მოჰკუდები, მაგრა ბნედა ცუდი მძულსა, აწ ასმათი მოგახსენებს, ყუელაკასა ჩემგან თქმულსა-

263. ბედითი ბნედა სიკუდილი, რა მიჯნურობა გგონია, ჰსჯობს საყუარელსა უჩვენნე, საქმენი საგმირონია, ხატაეთს მყოფნი ყუელანი, ჩუჱნნი სახარაჯენია, აწ მათი ჯავრნი ჩვენ ზედა, ჩვენგან არ დასათმონია-

264. შენგან ჩემისა ქმრობისა, წინასაც ვიყავ მდომია, მაგრამ აქამდინ საუბრად, კულავ ჟამი არ მამხდომია, ძუღან ხელ ქმნილსა გიჭურეტდი, კუბოსა შიგან მჯდომია, მანდა ყუელაი მასმია, რაცა შენ გარდაგჴდომია-

265. მართლად გითხრობ მომისმინე, ესე რაცა მოგახსენე, წა შეები ხატაელთა, თავი კარგათ გამაჩვენე, გიჯობს ცუდად ნუღარა ჰსტირ, ვარდი კულამცა რად დასტენე, მზემან მეტი რაღა გიყოს, აჰა ბნელი გაგითენე-

266. ასმათი მეუბნებოდა, უშიშრად არ მეკრძალოდა, ჩემი რა გითხრა რა ვიყავ, ლხინი რად დამეთუალოდა, გული მი და მო მიარდა, ჰკრთებოდა და მემალოდა, მით პირი ჩემი გაბროლდა, და ღაწვი გამელალვოდა-

წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა პირუჱლი მიწერილი

267. თუალთა დავიდევ უსტარი, მე მისგან მონაწერია, პასუხად ვსწერდი მთვარეო, შენმცა მზე ვით მოგერია, მე ღ~თნ იგი ნუ მომცეს, რაც არა შენი ფერია, სიზმრივ მგონია დარჩომა, ჩემი ვერ დამიჯერია-

268. ასმათს ვუთხარ მე პასუხსა, ამის მეტსა ვერ მივხუდები, ესე ჰკადრე მზეო რადგან, ჩემთვის ნათლად ამოჰჴდები, აჰა მკუდარი გამაცოცხლე, ამას იქით აღარ ვბნდები, რაცა იყოს სამსახურსა, ვიტყვი თუღა ვერიდები-

269. ასმათ მითხრა მე მიბრძანა, ესე ვქმნათო ესე სჯობდეს, ვინცა გნახოს ჩემგან მისსა, საუბარსა არა ჰსცნობდეს, ჩემად ნახვად მოვიდოდეს, შენ ვითამცა გაშიყობდეს, დამცა ჰვედრე ამილბარსა, უთხარ ასრე ნამუსობდეს-

270. მეკეთა ესე თათბირი, სიბრძნე გულისა მისისა, მისი მზისაცა რიდება, ჰქონდის ნათლისა ვისისა, მისგან მომეცა მოსმენა, არ საუბრისა მქისისა, ვისთა შუქთაგან უკუნსა, ჰგუანდის სინათლე დღისისა-

271. ასმათს მოვართვი ჰრჩეული, თვალი ოქროსა ჯამითა, მან მითხრა არა არ მინდა, ვარ გამაძღარი ამითა, ერთი აიღო ბეჭედი, მართ აწონილი დრამითა, ეს კმაო ნიშნად სავსე ვარ, სხვად ჩემდა შესაბამითა-

272. ქალი ადგა წამოვიდა, მე ლახუართა გულსა მრიდეს, ლხინმან ბნელი განმინათლა, დაშრტეს ცეცხლნი რომე მწვიდეს, შეველ დავსჯე ნადიმადვე, ჩემნი სწორნი სადა სმიდეს, მხიარულმან საბოძვარი, გავეც ზამი გაადიდეს-

273. რა პურობა გარდვიხადე, დარბაზს მიველ მხიარული, მეფემ ტკბილად შემომხედა, შვილებრ აქუნდა სიყუარული, ნება ვსთხოვე ხატაველზედ, რაზმით მეწყო სიარული, ჰბრძანა შვილი აგრე ჰსჯობსო, შეანანო საქმე მტრული-

წიგნი ტარიელისა ხატაელთა თანა კაცის გაგზავნა და წიგნის მიწერა