... (S-1727), 1837 წ.

236. კვლაცა ჰკადრა ზენარობით: მიუყარნა მუხლნი წინა჻ მაგრა ვერა ვერ დაჰყარა: მუდარობა მოეწყინა჻ პირსა ზედა გაგულისდა: თვალთა სისხლი მოედინა჻ ადგა თმითა წამოზიდნა: ყელსა დანა დააბრჯინა჻

237. ეგრე უთხრა მე ეზომი: ჯავრი ვითა შეგარჩინო჻ როგორა თუ ამატირო: ცრემლი ცუდად დამადინო჻ გიჯობს მითხრა ამის მეტი: მართ აღარა არ გაწყინო჻ თვარა ღ~თნ მტერი ჩემი: მოკლას ვითა მოგაკვდინო჻

238. ქალმან უთხრა ეგე ღონე: მოიგონე მატად ავი჻ თუ არ მამკლავ არ მოვკვდები: მრთელი ვარ და მოუკლავი჻ რად რა გითხრა სადამდისცა: ვიყო ჭირთა უნახავი჻ კვლავ თუ მამკლავ სასაუბროდ: აღარ მედგას ზედან თავი჻

239. კვლავ ეტყვის ყმაო რად მპოვე: ვინ მეუბნები მე ვინო჻ ეგე ამბავი ცოცხალსა: ენითა ვერ მათქმევინო჻ მე ჩემი თავი ჩემი ნებითა: ჩემითა მოგაკლევინო჻ ვითა უსტარი ბედითი: ადვილად დაგახევინო჻

240. ჩემი სიკვდილი შენ ჩემად: პატიჯად ნურად გგონია჻ მით რომე დამხსნი ტირილსა: შემშრების ცრემლთა ფონია჻ ჩალად მჩანს ყოვლი სოფელი: მისთვისვე შემიწონია჻ ვერ გიცნობ ვინ ხარ: ვის გითხრა სიტყვანი მისანდონია჻

241. ყმამან თქვა თუ არ ეგების: აწ ამისი ასრე თქმევა჻ სხვისა რასმე გამორჩევა: სჯობს საქმისა გამორჩევა჻ გაუშვა და ცალკე დაჯდა: ტირს დაუწყო ცრემლთა ფრქვევა჻ ქალსა უთხრა გაგარისხე: აწ არ ვიცი ვით დავრჩე ვა჻

242. ქალი დაუჯდა კუშტ გვარად: ქუშობს ჯერთ არ დამტკბარია჻ ავთანდილ ქვე ზის ტირილად: აღარას მოუბარია჻ ვარდისა ბაღსა მოჰგუბდა: ცრემლისა საგუბარია჻ კვლავ იქით ქალი ატირდა: მისთჳს გულ ნალმობარია჻

243. ყმა მტირალი შეებრალა: ამად ცხელნი ცრემლნი ღვარნა჻ მაგრა უჯდა უცხოს უცხო: არ ენანი აუბარნა჻ ყმამან ცნა თუ გონებანი: ჩქარნი ჩემთჳს დააწყნარნა჻ ცრემლ დენილი შეეხვეწა: ადგა მუხლნი მიუყარნა჻

244. უთხრა ვიცი აღარ ვარგხარ: შენ აწ ჩემად დასანდობლად჻ გაგარისხე დაგრჩომივარ: ღარიბად და ამად ობლად჻ აწ ეგრეცა თავი ჩემი: დამიც შენთჳს დასანდობლად჻ ამად რომე შეცოდება: შვიდ გზის თქმულა შესანდობლად჻

245. თავი ჩემი სამსახურად: თუცა ავად მოგაწონე჻ მიჯნურისა შებრალება: ხამს ესეცა გაიგონე჻ სხვაგნით ყოვლგნით უღონო ვარ: არვინ არის ჩემი ღონე჻ სულსა მოგცემ გულისათჳს: სხვა მეტიმცა რა გამონე჻

246. რა ქალსა მიხვდა ყმისაგან: მიჯნურობისა სმონება჻ გულამოხნჩვით დაიწყო: ასკეცად ცრემლთა დინება჻ კვლავ გაამაღლა ზახილით: ტირილი არ გაცინება჻ ავთანდილს ღთ~ნ წადილი: მისცა გულისა ლხინება჻

247. იტყვის თუ ამა სიტყვითა: მას ფერი შეეცვალების჻ ვისთჳსმე ჴელი უცილოდ: მას ცრემლი ემალმალების჻ კვლავ უთხრა დაო მიჯნური: მიჯნურთა შეებრალების჻ ესეცა იცი სიკვდილსა: თჳთ ეძებს არ ეკრძალების჻

248. ვარ მიჯნური ჴელი ვინმე: გაუძლედლად სულთა დგმისად჻ ჩემა მზემან გამომგზავნა: საძებარად ამა ყმისად჻ ღრუბელიცა ვერ მიხწვდების: მე მისრულვარ სადა ვლისად჻ გული შენი მიპოვნია მისი შენდა შენი მისად჻

249. მისი სახე გულსა ჩემსა: ხატად ასრე გამოვხატე჻ მისთჳს ხელმან გამოჭრილმან: ლხინი ჩემი ვაალქატე჻ ორისაგან ერთი მიყავ: ტყვე მყავ ანუ მააზატე჻ ან მაცოცხლე ანუ მამკალ: ჭირი ჭირსა მომიმატე჻

250. ქალმან უთხრა ყმასა სიტყვა: პირველისა უამესი჻ ეგე ღონე მოიგონე: დია რამე უკეთესი჻ წეღან საქმე მტერობისა: გულსა ჩემსა შთამოსთესი჻ აწ მოყვარე გიპოვნივარ: დისაგანცა უფრო დესი჻

251. მაშა რადგან მიჯნურობა: შენად ღონედ მოიგონე჻ არ ეგების ამას იქით: თუმცა თავი არ გამონე჻ არ შენ მოგცე თავი ჩემი: დაგაბნიე დაგაღონე჻ შენთჳს მოვჰკვდე ამისებრივ: მემცა საქმე რა ვიღონე჻

252. აწ რაცა გითხრა თუ ამა: საქმესა დამორჩილდები჻ რასაცა ეძებ მიხვდები: უცილოდ არ ასცილდები჻ თუ არ მამისმენ ვერ ჰპოებ: რაზომმცა ცრემლსა მილდები჻ მოგხვდების მდურვა სოფლისა: მოჰკვდები გაცასწბილდები჻

253. ყმამან უთხრა ეგე საქმე: ამას გავსო არა სხვასა჻ ორნი კაცნი მოდიოდეს: სადაურნი სადმე გზასა჻ უკანამან წინა ნახა ჩავარდნილი შიგან ჭასა჻ ზედ წაადგა ჩაჰყიოდა: სტირს იძახის ვაგლახ ვასა჻

254. ეგრე უთხრა ამხანაგო: იყავ მანდა მომიცადე჻ წავალ თოკთა მოსახმელად: მწადსო თუმცა ამოგზიდე჻ მას ქვეშეთსა გაეცინა: გაუკვირდა მეტად კიდე჻ შემოჰყივლა არ გელოდე: სად გაგექცე სად წავიდე჻

255. აწ დაო შენთა ჴელისაა: ჩემი საბელი ყელისა჻ სხვად უღონოა უშენოდ: ჩემგან აპყრობა ჴელისა჻ რასაცა მიზამ შენ იცი შენ ხარ წამალი ჴელისა჻ თვარა ვისმცა ექნა გორლითა: შეკვრა თავისა მრთელისა჻