... (A-656), XIX ს.

256. იმა მოყმისა ამბავი არსადა არ იპოვნების თვით თუ არ გითხრობს არ ითქმის არვისგან დაიხსოვნების მოილოდინე მოვიდეს რაზომმცა დაგეყოვნების დადუმდი ვარდსა ნუ აზრობ ცრემლითა ნუ ითოვნების

257. გითხრა თუ ცოდნა გწადიან მისისა შენ სახელისა ტარიელ არის სახელი ამა მოყმისა ხელისა მე ასმათ მქვიან რომელსა წვა მაქვს ცეცხლისა ცხელისა სულთქვმა სულთქვმისა ბევრისა მაშა თუ არ ერთხელისა

258. ამის მეტსა ვერას გითხრობ მე სიტყვასა ამისთანსა ისი მინდორს არონინებს ტანსა მტერთა მემაჯანსა ვსჭამ გლახ მარტო ნადირისა მისგან ხორცსა მონატანსა აწვე მოვა არა ვიცი თუ დაყოვნის დიდსა ხანსა

259. ამას გვედრებ მოიცადო თავი სხვაგან არსად არო რა მოვიდეს შევეხვეწო ნუთუ ვითა მოვაგვარო ერთმანერთსა შეგამეცნნე თავი შენი შევაყვარო თვით გიანბოს საქმე მისი საყვარელსა გაახარო

260. ქალსა ყმამან მოუსმინა დამორჩილდა დართო ნება ამას ზედა მოიხედნეს ხევით ესმა ჩხაპუნება მთვარე წყალსა გამოსრული ნახეს შუქთა მოფინება დაუკურიდნეს აღარა ქმნეს მუნ ხანისა დაყოვნება

261. ქალმან უთხრა ყმაო ღმერთმან მოგცა ჟამად რაცა გინა მაგრა თავი უჩინო ქმენ დამალული იყავ შინა იმა ყმისა მეუნებლე ხორციელი არავინა ნუთუ ვითა მოვაგვარო შენი ნახვა არ ეწყინა

262. ავთანდილ ქვაბსა დამალა ქალმან დამალვით მალითა იგი ყმა ცხენსა გარდახდა შვენოდა კაპარჭ ხრმალითა ატირდეს მაღლად ცრემლითა ზღვათაცა შესამალითა ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა ჭვრეტითა იდუმალითა

263. ამარტის ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან დიდხან იტირეს ყმამან და მან ქალმან შაოსანამან შეხსნა შეიღო აბჯარი ცხენიცა შეიყვანა მან დადუმდეს ცრემლნი მოკვეთნა შავმან გიშრისა დანამან

264. ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა ტყვე საკნით ნააზატები მან ქალმან ქვეშე დაუგო ვეფხის ტყავისა ნატები მა ზედა დაჯდა იგი ყმა სულთქვამს ჭირმონამატები სისხლისა ცრემლსა გაეწნა შუა გიშრისა სატები

265. მან ქალმან ხელყო კვესითა გზება ცეცხლისა ნელისა ეგონა ჭამა ხორცისა შემწვრისა შეუქმნელისა მიუპყრა ერთი ახლიჩა ქმნაა საქმისა ძნელისა ძალი არ ჰქონდა დაუწყო გამოყრა უცოხნელისა

266. ცოტად მიწვა მიიძინა თუცა ყოლა ვერა მეტი შეჰკრთა დიდნი დაიზახნა წამოვარდა ვითა რეტი იზახდის და წამწამ იკრის გულსა ლოდი თავსა კეტი ცალკერძ ზის და პირსა იხოკს ქალი მისი შენაჭვრეტი

267. რად დაბრუნდი მოახსენა მითხარ რაცა წაგეკიდა მან უბრძანა მონადირე მეფე ვინმე გარდმეკიდა ჰყვეს ლაშქარნი უთვალავნი ბარგი მძიმედ აეკიდა იგი მინდორს ნადირობდა დაეფანჩა მარეკი და

268. სევდად მეცა კაცთა ნახვა ცეცხლი უფრო გავიალე არ მიველო ახლოს შეყრად თავი ჩემი შევიწყალე მათგან მკრთალი შემოვბრუნდი ტყესა შიგან დავიმალე თქვა ნუთუმცა უკუმრიდა რა გათენდეს წავალ ხვალე

269. ქალსა ცრემლი გარდმოსცვივდეს ასნაკეცნი ბევრის ბევრად მოახსენა მხეცთა თანა იარები მარტო ტევრად არას კაცსა არ იახლებ საუბრად და შემაქცევრად მას მაგითა ვერა არგებ დღეთა შენთა ცუდად ლევ რად

270. ყოვლი პირი ქვეყანისა ერთობ სრულად მოგივლია ერთი კაცი შემაქცევრად შენად ვითა დაგელია გიახლოს და არ გაშმაგდე თუცა ჭირი არ გაკლია შენ მოჰკვდე და იგი წახდეს ესე შენთვის რა მადლია

271. უბრძანა დაო ეგეა მსგავსი შენისა გულისა მაგრა არ არის ქვეყანად წამალი ამა წყლულისა ვის ძალ აქ პოვნა კაცისა თვით სოფლად არმოსრულისა ჩემი ლხინია სიკვდილი გაყრა ხორცთა და სულისა

272. ღმერთმან სხვამცა ეტლსა ჩემსა რაცა კაცი რად დაბადა სიახლე და საუბარი თუმცა მისი მე მეწადა ვინმცა გასძლნა ჭირნი ჩემნი ანუ ვინმცა შეეცადა შენგან კიდე ხორციელი დაო მივის არასადა

273. ქალმან ჰკადრა არ გამიწყრე ვიშიშვი და ვიაჯ დია რადგან ღმერთსა ვაზირობა შენი ჩემზედ მოუგდია ვერ დავმალავ უკეთესი რაცა საქმე გამიცდია არა ვარგა უსაზომო ზომსა თავი გარდგიხდია

274. მისი მძებნელი იყომცა ჭკუითა მეტის მეტითა შენ კაცთა ნაცვლად ნადირთა ახლავ გულითა რეტითა სჯობს ერთი კაცი იახლო ილხენდე მისით ჭვრეტითა ვით იადონი არ მოკვდე ბულბულოს თესლთა კვნეტითა

275. ყმამან უთხრა რას მენუკევ არა ვიცი გამიცხადე კაცი ჩემად სამსახურად უღმრთოდ მემცა ვით დავბადე ღმერთსა ჩემი უბედობა უნდა მემცა რას ვეცადე გაღანამცა გავნადირდი თავი ასრე გავიხადე