... (A-656), XIX ს.

236. ეგრე უთხრა მე ეზომი ჯავრი ვითა შეგარჩინო რაგვარა თუ ამატირო ცრემლი ცუდად დამადინო გიჯობს მითხრა ამის მეტი მართ აღარა არ გაწყინო თვარა ღმერთმან მტერი ჩემი მოკლას ვითა მოგაკვდინო

237. ქალმან უთხრა ეგე ღონე მოიგონე მატად ავი თუ არ მომკლავ არ მოვკვდები მრთელი ვარ და მოუკვდავი რად რა გითხრა სადამდისცა ვიყო ჭირთა უნახავი კვლავ თუ მომკლავ სასაუბროდ აღარ მედგას ზედა თავი

238. კვლავ ეტყვის ყმაო რად მპოვე ვინ მეუბნები მე ვინო ეგე ამბავი ცოცხალსა ენითა ვერ მათქმევინო მე თავი ჩემი ნებითა ჩემითა მოგაკლვევინო ვითა უსტარი ბედითი ადვილად დაგახევინო

239. ჩემი სიკვდილი შენ ჩემად პატიჟად ნურად გგონია მით რომე დამხსნი ტირილსა შემშრების ცრემლთა ფონია ჩალად მიჩნს ყოვლი სოფელი მისთვისვე შემიწონია ვერ გიცნობ ვინ ხარ ვის გითხრნე სიტყვანი მისანდონია

240. ყმამან თქვა თუ არ ეგების აწ ამისი ასრე თქმევა სხვასა რასმე მოგონება სჯობს საქმისა გამორჩევა გაუშვა და ცალკე დაჯდა ტირს დაიწყო ცრემლთა ფრქვევა ქალსა უთხრა გაგარისხე აწ ესე თქვი ვით დავრჩე ვა

241. ქალი დაუჯდა კუშტგვარად ქუშობს ჯერთ არ დამტკბარია ავთანდილ ქვე ზის ტირილად აღარას მოუბარია ვარდისა ბაღსა მოგუბდა ცრემლისა საგუბარია კვლავ იქით ქალი ატირდა მისთვის გულნალმობარია

242. ყმა მტირალი შეებრალა ამად ცრემლნი ცხელნი ღვარნა მაგრა უჯდა უცხოს უცხო არ ბაგენი აუბარნა ყმამან სცნა თუ გონებანი ჩქარნი ჩემთვის დააწყნარნა ცრემლ დენილი შეეხვეწა ადგა მუხლნი მიუყარნა

243. უთხრა ვიცი აღარ ვარგ ხარ შენ აწ ჩემად დასადობლად გაგარისხე დარჩომილ ვარ ღარიბად და ამად ობლად აწ ეგრეცა თავი ჩემი დამიც შენთვის დასანდობლად ამად რომე შეცოდება შვიდგზის თქმულა შესანდობლად

244. თავი ჩემი სამსახურად თუცა ავად მოგაწონე მიჯნურისა შებრალება ხამს ესეცა გაიგონე სხვაგნით ყოვლგნით უღონო ვარ არვინ არის ჩემი ღონე სულთა მოგცემ გულისათვის სხვა მეტიმცა რა გაქონე

245. რა ქალსა მიხვდა ყმისაგან მიჯნურობისა სმინება გულამოხვინჩვით დაიწყო ას კეცთა ცრემლთა დინება კვლავ გაამრავლა ზახილით ტირილი არ გაცინება ავთანდილს ღმერთმან წადილი მისცა გულისა ლხინება

246. იტყვის თუ ამა სიტყვითა მას ფერი შეეცვალების ვისთვისმე ხელი უცილოდ მას ცრემლი ემალმალების კვლავ უთხრა დაო მიჯნური მტერთაცა შეებრალების ესეცა იცი სიკვდილსა თვით ეძებს არ ეკრძალების

247. ვარ მიჯნური ხელი ვინმე გაუძლებლად სულთა დგმისად ჩემმან მზემან გამომგზავნა საძებნელად იმა ყმისად ღრუბელიცა ვერ მიხვდების მე მისრულვარ სადა მი სად გული შენი მიპოვნია მისი შენად შენი მისად

248. მისი სახე გულსა ჩემსა ხატად ასრე გამოვხატე მისთვის ხელმან გამოჭრილმან ლხინი ჩემი ვაალქატე ორისაგან ერთი მიყავ ტყვედ მქმენ ანუ მააზატე ან მაცოცხლე ანუ მომკალ ჭირი ჭირსა მომიმატე

249. ქალმან უთხრა ყმასა სიტყვა პირველისა უამესი ეგე სიტყვა მოიგონე დია რამე უკეთესი წეღან საქმე მტერობისა გულსა ჩემსა შთამოსთესი აწ მოყვარე გიპოვნი ვარ დისაგანცა უფრო დესი

250. მაშა რადგან მიჯნურობა შენად ღონედ მოიგონე არ ეგების ამას იქით თუმცა თავი არ გამონე არ შენ მოგეც თავი ჩემი დაგაბნიე დაგაღონე შენთვის მოვჰკვდე ამისებრი მემცა საქმე რა ვაღონე

251. აწ რაცა გითხრა თუ ამა საქმესა დამმორჩილდები რასაცა ეძებ მიხვდები უცილოდ არ ასცილდები თუ არ მომისმენ ვერ პოვებ რაზომმცა ცრემლსა მილდები მოგხვდების მდურვა სოფლისა მოკვდები გაცასწბილდები

252. ყმამან უთხრა ეგე საქმე ამას გავსო არა სხვასა ორნი კაცნი მოდიოდეს სადაურნი სადმე გზასა უკანამან წინა ნახა ჩავარდნილი შიგან ჭასა ზედ მიადგა ჩაჰყიოდა ტირს იზახის ვაგლახვასა

253. ეგრე უთხრა ამხანაგო იყავ მანდა მომიცდიდე წავალ თოკთა მოსახმელად მწადსო თუ მცა ამოგზიდე მას ქვეშეთსა გაეცინნეს გაუკვირდა მეტად კიდე შემოჰყივლა არ გელოდე სად გაგექცე სად წავიდე

254. აწ დაო შენსა ხელსაა ჩემი საბელი ყელისა სხვად უღონოა უშენოდ ჩემდა აპყრობა ხელისა რასაცა მიზამ შენ იცი შენ ხარ წამალი ხელისა თვარა ვისმც ექმნა გვარლითა შეკვრა თავისა მრთელისა

255. ქალმან უთხრა მომეწონა ყმაო შენი ნაუბარი ხარ უცილოდ კარგი ვინმე მოყმე ბრძენთა საქებარი ხარ ვინადგან აქანამდის მაგა ჭირთა დამთმობარი რაცა გითხრა მომისმინე გიპოვნია საძებარი