... (H-3061), XVIII ს.

353. მეფემან: სახლი: ააგო: შიგან: სამყოფი: ქალისა჻ ქვად: ბაზარი: სხდა: კუბო: დგა: იაგუნდისა: თუალისა჻ პირსა ბაღჩა: და: საბანლად: სარაჯი: ვარდისწყალისა჻ იგი: მუნ: იყუის: მედების: ვისგან: საჴმილი: ალისა჻

354. დღე: და: ღამე: მუჯამრითა: ეკმევოდის: ალვა: თლილი჻ ზოგჯერ: კოშკს: ჯდის: ზოგჯერ: ბაღჩას: ჩამოვიდის: რა: დგის: ჩრდილი჻ დავარ: იყო: და: მეფისა: ქურივი: ქაჯეთს: გათხოვილი჻ მას: სიბრძნისა: სასწავლელად: თვით: მეფემან: მისცა: შვილი჻

355. სრა: ედგა: მოფარდაგული: ოქსინოთა: და: შარდითა჻ ვერვინ: ვხედევდით: შეიქნა: პირითა: მინავარდითა჻ ასმათ: და: ორნი: მონანი: ჰყუიან: იმღერდის: ნარდითა჻ მუნ: იზრდებოდის: ტანითა: გაბაონს: განაზარდითა჻

356. თხუთმეტისა: წლისა: ვიყავ: მეფე: მზრდიდა: ვითა: შვილსა჻ დღისით: ვიყავ მას: წინაშე: გამიშვებდის: არცა: ძილსა჻ ძალად: ლომსა: თვალად: მზესა: ტანად: ვგვანდი: ედემს: ზრდილსა჻ სროლასა: და: ასპარეზსა: აქებდიან: ჩემგან: ქნილსა჻

357. რა: მინდორს: შვჯდი: ზარითა: ჴმა: იყუის ბუკთა: ცემისა჻ თანა: მყუის: სპისა: სიმრავლე: მგზავსი: ფუტკრისა: რემისა჻ ჭურეტად: ქალყმები: დაჯრილნი დგას: თემისა: და: თემისა჻ ვინც მნახვის: ეყვის: ერთ: წლამდის: კვეხა: ნახვისა: ჩემისა჻

358. მოსრნის: მჴეცნი: და: ნადირნი: ისარმან: ჩემგან: სრეულმან჻ მერმე: ვიბურთი: მოედანს: მინდორით: შემოქცეულმან჻ შევიდი: შევქმნი: ნადიმი: ნიადაგ: ლხინსა: ჩვეულმან჻ აწ: საწუთროსა: გამყარა: პირმან: ბროლ ბალახშეულმან჻

359. მამა: მამიკვდა: მოვიდა: დღე: სიკვდილისა: მისისა჻ ქნა: გაუცუდდა: ფარსადანს: ნიშატისა: და: ნიშისა჻ მათ: გაეხარნეს: ვის: ზარი: დალევდის: მისგან: შიშისა჻ ერთგულთა: შექნეს: ვაება: მტერთა: ხსენება: იშისა჻

360. მე: წელიწდამდის: ბნელსა: ვჯე: საწუთროგაცუდებული჻ დღისით: და: ღამით: ვვაებდი: ვერვისგან: სულდაღებული჻ გაყუანად: ხასნი: მოვიდეს: მითხრეს: მეფისა: მცნებული჻ ებრძანა: შვილო: ტარიელ: ნუ: ხარ: შავითა: ღებული჻

361. ჩვენ: უფრო: გვტკივის: იგი: ვინ: დაგვაკლდა: სწორად: თავისა჻ ასი: ებოძა: საჭურჭლე: ებრძანა: აჴდა: შავისა჻ ბოძება: მისეულისა: სრულისა: საკარგავისა჻ შენ: გქონდეს: ამირბარობა: ქნა: მისვე: საურავისა჻

362. ავენთი: დამწვეს: მამისა: საჴმილთა: დაუშრტელთა჻ უკანით: გამომიყუანეს: ხასთა: მას: წინამდგომელთა჻ გამოსლვისათვის: ზეიმი: შექმნეს ინდოეთს: მფლობელთა჻ შორს: მამეგებნეს: მაკოცეს: პატივით: ვითა: შობელთა჻

363. მათ: საჯდომთა: ახლოს: დამსვეს: პატივმცემდეს: ძისა: დარად჻ მის: ჴელისა: საურავი: მათ: ორთავე: მითხრეს: წყნარად჻ ურჩ: ვექმენ: და: მისეულთა: წესთა: ქცევა: მიჩნდა: ზარად჻ არ: მომეშუნეს: დავმორჩილდი: თაყუანი: ვეც ამირბარად჻

364. თავადობა ინდოთა: და: მრავალთაცა: მქონდა: სხვათა჻ ვნაპიროდი: თუ: ვინ: იყვის: მავნებელი: ჩემთა: სპათა჻ ხალვად: ვჯდი: და: ვიხარებდი: ზამი: შევქნი: მღერას: მათა჻ სპათა: ვმოსდი: ვნადირობდი: ქება: თქუიან: ჩემთა: ქნათა჻

365. ტარიელს: თვალნი: სისიხლისა: ცრემლთაგან: დაღამებიან჻ თქუა: ნახვისაცა: უღირსსა: ვისგან: საჴმილნი: მდებიან჻ უმისოდ: ძმანი: რად: მძმობენ: ანუ: რად: დანი: მდებიან჻ ა[წ]ყა: ვახსენებ: დღესა: მას: ოდიდგან: ცეცხლი: მდებიან჻ აქ გავჩერდი

ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა პირველ გამიჯნურების჻

366. კვლავ დაიწყო: თქმა: ამბისა: მან: რა: ხანი: მოიტირა჻ დღესა: ერთსა: მე: და: მეფე: მოვიდოდით: გუენადირა჻ მიბრძანა: თუ: ქალი: ვნახოთ: ჴელი: ჴელთა: დამიჭირა჻ მის: ჟამისა: მხსენებელი: მე: სულდგმული: არ: გუიკვირა჻

367. ბაღჩა: ვნახე: უტურფესი: ყოვლისავე: სალხინოსა჻ მფრინველთაგან: ჴმა: ისმოდა: უამესი: სირინოსა჻ მრავლად: იყო: სარაჯები: ვარდის: წყლისა: აბანოსა჻ კარსა: ზედა: მოჰფარვიდა: ფარდაგები: ოქსინოსა჻

368. მეფემან: ახუმა: დურაჯთა: მითხრა: მიტანად: ქალისა჻ გამოუხვენ: და: წავედით: ჩემად: სადებლად: ალისა჻ მაშინ: დავიწყე: გარდაჴდა: მე: საწუთროსა: ვალისა჻ ალმასისა: ჴამს: ლახვარი: ლახურად: გულისა: სალისა჻

369. ზღუდედ: მოვლიდა: ზურმუხტი: ხე: ალვა: დარიგებითა჻ მეფე: გარდაჴდა: მუნ: სადა: კოშკად: ბაზარი: გებით: ა჻ შიგნით: შევედით: სრა: დაგვხუდა: მოცული: ფარდაგებითა჻ მაშინ: ნასობთა: ლახვართა: სულნო: ვით: დაუდგებითა჻

370. ვიცოდი: სწადდა: არვისგან: ნახვა: მის: მზისა: დარისა჻ მე: გარე: ვდეგ: და: მეფემან: შევლო: ფარდაგი: კარისა჻ ვერას: ვხედევდი: ოდენ: ჴმა: მესმოდა: საუბარისა჻ ასმათს: უბრძანა: გამოხმა: დურაჯთა: ამირბარისა჻

371. ასმათ: ფარდაგსა: აზიდნა: გარეთ: ვდეგ: მოფარდაგულსა჻ ქალსა: შევხედენ: ლახვარი: მეცა: ცნობასა: და: გულსა჻ მოვიდა: მივცნე: დურაჯნი: მთხოვნა: ცეცხლითა: დაგულსა჻ ვაიმე: მას: აქათ: საჴმილსა: დავუწვავ: ნიადაგულსა჻