... (H-3061), XVIII ს.

314. რას: მაქნევდით: რა: გინდოდა: ერთმანერთსა: რათა: ვჰგუანდით჻ თქუენ: მორჭმულნი: სთამაშობდით: ჩვენ: მტირალნი: ღაწუსა: ვბანდით჻ რა: მონანი: მომწიენით შესაპყრობლად გაგულვანდით჻ აწ: ვეჭუ რომე: ჩემად: ნაცვლად: თანა: მკუდართა: მიიტანდით჻

315. მოვიხედე: მამეწია: რა: პატრონი: შენი: ვნახე჻ ჴელმწიფობით: შემებრალნეს: ამად: ჴელი: არ: შევახე჻ თვალთა: წინა: გამოვექეც: მეტი: არა: შეუზახე჻ ჩემი: ცხენი: უჩინოსა: ჰგავს: და: სხვასა: რას ვასახე჻

316. კაცმან: ვერ: ასწრას: თვალისა: დაფახვა: დაწამწამება჻ მას: გავექცევი: ვისგანცა: ჩემი: არას: ვსცნა: ამება჻ მათ: თურქთა: მიღმა: გამეგო: მე: არას: არ: შეწამება჻ ავად შვენოდა: მორევნა: და: ჩემი: დათამამება჻

317. აწ: ვაშად: მოხველ მიამა: ნახვა: შენისა: პირისა჻ ტანად: სარო: და: პირად: მზე: მამაცად: მგზავსი: გმირისა჻ გარჯილ: ხარ: მაგრაარა: ხარ: გარდაუჴდელი: ჭირისა჻ ძნელია: პოვნა: კაცისა: ღ~თივ: ზეცით: განაწირისა჻

318. ავთანდილ: უთხრა: ვინ მაქებ: საქები: ბრძენთა: ენისა჻ მაგისად: ნაცულად: რამც: ვიყავ: ღირსი: ქებისა: თქვენისა჻ სახე: ხარ: მზისა: ერთისა: ზეცით: მნათისა: ზენისა჻ რადგან: ვერ: შეგცულის: პატიჟი: ეგზომთა: ცრემლთა: დენისა჻

319. მოსრულ: ვარ: შენად: შეყრამდინ: ვიყავ: ამბვისა: მძებნელი჻ რა: გნახე: შენგან: საჴმილმან: ბნელსა: მიმატა: მე: ბნელი჻ ეგე: მეც: ვიცი: მეცა: ვარ: მაგა: ლახვართა: მგებნელი჻ ბოლოდ: იცოდი: სიკუდილი: ჩემი გაყრის: ა: მცებნელი჻

320. ამა: დღემან: დამავიწყა: გული: ჩემი: ვინ: დაბინდა჻ დამიგდია: სამსახური: იგი: იქნას: რაღა: გინდა჻ იაგუნდი: ეგრეცა: სჯობს: ათასჯერმცა: მინა: მინდა჻ შენ: გეახლო: სიკუდილამდის: ამის: მეტი: არა: მინდა჻

321. ტარიელ: უთხრა: მე: შენი: გული: აწ: მემჴურვალების჻ მიკუირს: თუ: ნაცვლად: მაგისად: შენ: ჩემი: რა: გევალების჻ მაგრა: წესია: მიჯნური: მიჯნურსა: შეებრალების჻ შენ: საყუარელსა: გაგყარო: ესე: რათ: გენაცვალების჻

322. წამოსრულხარ: ჩემად: ძებნად: პატრონისა: სამსახურად჻ ღ~თნ: ქნა: და: გიპოვნივარ: შენცა: ცდილხარ: მამაცურად჻ მაგრა: ჩემსა: რა: გიამბობს: გამოჭრილვარ: ასრე: თუ: რად჻ მე: თუ: ვიტყუი: დამწვავს: ცეცხლი: ცხელი: შემიქს: ალად: მურად჻

323. ასმათ: უთხრა ლომო: ცრემლით: მაგა: ცეცხლთა: არ: ეგების჻ მე: ვითა: ვთქუა: წვევა: თქმისა: რადგან: ეგრე: არ: ეგების჻ ვხედავ: ესე: ხელი: ვინმე: მოყმე: შენთვის: წაეგების჻ ცნას: მიზეზი: შენთა: წყლულთა: ქნას: რა: ღონე: აეგების჻

324. მეხვეწებოდა: ლამოდა: ჩემგან: რასამე: სმენასა჻ ნუთუ ყოს: ღ~თნ: გაძლება: მემცა: ვით: მივეც: ენასა჻ თუ: რას: ვცნობს: ვეჭო[ბ]: ამისგან: თქვენსა: რასამე: ლხენასა჻ არს: უკეთესი: რაცაღა: სწადს: განგებასა: ზენასა჻

325. ამას: დაყმუნდა: ტარიელ: დამწვარი: დაალებული჻ ასმათს: უბრძანა: მას: აქეთ: შენ: ხარ: ჩემთანა: ხლებული჻ რად: არა: იცი: უწამლო: არს: ლები: ესე: ლებული჻ კულა: ესე: ყმა: მწვავს: მტირალი: ცრემლითა: დავალებული჻

326. კაცმან: ვით: პოვოს: ღ~თსაგან: რაცა: არ: დანაბადია჻ მით: გული: ჩემი: საჴმილმან: აწ: ასრე: დანაბა: დია჻ კულავ: გზასა: მიკრავს: მიჭირავს: მითქს: ბადე: დანაბადია჻ აწ: ჴელთა: ნაცულად: ლხინისა: ჩალა: მაქვს: და: ნაბადია჻

327. მაგრა: ღ~თნ: მოწყალემან: მით: ცნობითა: ერთი: მზითა჻ ორი: მისი: მოწყალება: დღესცა: მომცა: ამა: გზითა჻ პირველ: შეყრის: მოყუარულთა: ჩემით: რათმე: მიზეზითა჻ კულა: ნუთუმცა: სრულად: დამწუა: ცეცხლთა: ცხელთა: ანაგზითა჻

328. მას: დღესა: ლომი: ტარიელ: შვებითა: აივსებოდა჻ ჴელითა: ჴელსა: მოზიდვენ: ერთმანერთს: ეუბნებოდა჻ მათთა: შემხედთა: მათთანა: ლალიცა: უმტვერდებოდა჻ ჰგავს: თუ: მაშრიყი: შუქსა: ჰფენს: მზე: მათთვის: გაივსებოდა჻

329. ყმასა: უთხრა: ვინცა: კაცმან: ძმა: ანუ: თუ: დაცა: იდოს჻ ჴამსო: მისთვის: სიკუდილსა: და: ჭირსა: თავი: არ: დარიდოს჻ ღთ~ნ: ერთი: რად: აცხოვნოს: თუ: მეორე: არ: წაწყმიდოს჻ შენ: ისმენდი: მე: გიანბობ: რაღა: გინდა: წამეკიდოს჻

330. ასმათს: უთხრა: მოდი: მოჯე: თანა: წყალი: მოიტანე჻ დაბნედილსა: მაპკურებდი: გული: მითა: გარდამბანე჻ მკუდარი: მნახო: დამიტირო: სულთქმა: გაათანისთანე჻ მე: სამარე: გამითხარე: აქა: მიწა: მიაკუანე჻

331. ღილ ჩაჴსნილი: საამბობლად: დაჯდა: მჴარნი: ამოყარნა჻ ვითა: მზე: ჯდა: მოღრუბლებით: დიდხან: შუქნი: არ: ადარნა჻ ვერ: გაახუნა: სასაუბროდ: მან: ბაგენი: გაამყარნა჻ მერმე: სულთქნა: დაიძახნა: ცრემლნი: ცხელნი: გარდმოყარნა჻

332. მოჰსთქუამს: ჰაი ჰაი: საყვარელო: ჩემო: ჩემთვის: დაკარგულო჻ იმედო: და: სოცოცხლეო: გონებაო: სულო: გულო჻ ვინ: მოგკვეთა: არა: ვიცი: ხეო: ედემს: დანერგულო჻ ცეცხლმან: ცხელმან: ვით: ვერ: დაგწვა: გულო: ასჯერ: დადაგულო჻

ტარიელისაგან თავისი ამბვის მბობა ოდეს ავთანდილს უამბო პირველად჻