... (H-3061), XVIII ს.

468. რომე: ცუდად: არ: მოღორდე: ისი: კაცნი: გღალატობენ჻ ერთგან: შენთვის: დამალულნი: სპანი შენთვის: ასჯერ: ათასობენ჻ კულავ სხვაგან: გდის სამი: ბევრი: ასრე: ფიცხლად: მით: გიჴმობენ჻ აწვე: თავსა: არ: ეწევი: ფათერაკსა: შეგასწრობენ჻

469. მეფე: ცოტათ: მოგეგებვის: ვის: მჭურეტნი: ვერ: გელევიან჻ მალვით: ჩაიცმენ: აბჯარსა: მიენდო: მით: გეთნევიან჻ კუამლსა: შეიქმენ: ლაშქარნი: ყოველგნით: მოგეხვევიან჻ რა: ერთსა: გცემდენ: ათასნი: ეგრეცა: მოგერევიან჻

470. მას: კაცსა: ამოდ: ვეუბენ: და: მადლსა: გარდვიჴდიდია჻ რომე: არ: მოვჰკვდე: შემოგზღო: შენ: ამას: ინატრიდია჻ წა ამხანაგთა: არ: გიგრძნან: წადი: მათთანა: მიდია჻ თუ: დაგივიწყო: უთუოდ: მემცა: ვარ: განაკიდია჻

471. არვის: გავენდევ: სულდგმულსა: დავმალე: ვითა: ჭორია჻ რაცა: იქნების: იქნების: ყოვლი: თათბირი: სწორია჻ მაგრა: სპათაკენ: გავგზავნე: კაცი: თუ: გზაცა: შორია჻ შევსთვალე: ფიცხლად: წამოდით: მოგრაგნეთ: მთა: და: გორია჻

472. მე: დილასა: მოციქულთა: სიტყვა: ტკბილი: შევუთვალე჻ რამაზს: ჰკადრეთ: მოგეგებვი: მოდი: მოვალ: მეცა: მალე჻ ნახევარ: დღე: სხვა: ვიარე: ჭირსა: თავი: არ: ვაკრძალე჻ განგებაა: დღესცა: მამკლავს: ქვემცა: სადა: დავიმალე჻

473. ქედსა: რასმე: გარდავადეგ: მინდორს: მტვერი: დავინახე჻ ვთქუი: თუ: მოვა: რამაზ: მეფე: ჩემთვის: უდგამს: თუცა: მახე჻ ჩემიც: გაჰკუეთს: ჴორცსა: მათსა: ჴმალი: ბასრი: შუბი: ვახე჻ მაშინ: უთხარ: სპათა: ჩემთა: სახე: დიდი: დაუსახე჻

474. ვთქუი: თუ: ძმანო: ისი: კაცნი: ჩუენ: ღალატსა: გვიდგებიან჻ მკლავთა: თქუენთა: სიმაგრენი: ამისთვისცა: რად: დალბიან჻ ვინცა: მოკუდეს: მეფეთათვის: სულნი: მათნი: ზეცას: რბიან჻ აწ: შევებნათ ხატაელთა: ჴმალნი: ცუდად: რას: გვაბიან჻

475. უბრძანე: ჩაცმა: აბჯრისა: ლაღმან: სიტყვითა: ჴაფითა჻ დავეკაზმენით: საომრად: ჯაჭუ ჯავშანითა: ქაფითა჻ რაზმი: დავაწყევ: მივმართე: წაველ: დიდითა: სწრაფითა჻ მას: დღესა: ჩემი: მებრძოლი: ჩემმანვე: ჴმალმან: დაფითა჻

476. მივეახლენით: შეგვატყვეს: მათ: ტანსა: აბჯარცმულობა჻ კაცი: მოვიდა: მამართვა: მეფისა: მოციქულობა჻ ეთქუა: თუ: ჟამად: გვაჩნია: ჩუენ: თქუენი: არ: ორგულობა჻ აბჯრითა: გნახეთ შეგქვნია: აწ: ამად: გულნაკლულობა჻

477. შევთვალე: თუ: მეცა: ვიცი: რაცა: ჩემთვის: გაგიგია჻ თქუენ: რასაცა: სთათბირობდით: არ: იქმნების: არ: იგია჻ ბრძანეთ: მოდით: შემებენით: ვითა: წესი: და: რიგია჻ მეცა: თქუენთვის დასაჴოცლად: ჴელი: ჴმალსა: დამიგია჻

478. რა: მივიდა: მოციქული: კულავცა: რადღა: გამოგზავნეს჻ კუამლი: შექნეს: ლაშქართათვის: დამალული: გაამჟღავნეს჻ სამალავით: გამოვიდეს: თავნი: ორგნით: აქარავნეს჻ შექმნეს: რაზმი: მრავალკეცი: თუცა: ღ~თო: ვერა: მავნეს჻

479. შუბნი: ვთხოვე: ჴელი: ჩავჰყავ: მუზარადის: დასარქმელად჻ საომარად: ატეხილი: ვიყავ: მათად: გამტეხელად჻ ერთსა: წავსწვდი: უტევანსა: წავგრძელდი: და: წაველ: გრძელად჻ მათ: ურიცხუთა: რაზმი: ეწყო: წყნარად: დგეს: და: აუშლელად჻

480. ახლოს: მიველ: შემომხედნეს: შმაგიაო: ესე: თქუესა჻ მუნ: მივმართე: მკლავმაგარმან: სად: უფროსნი: ჯარი: დგესა჻ კაცს შუბი: ვკარ ცხენი: დავეც: მართ: ორნივე: მიჰჴდეს: მზესა჻ შუბი: გატყდა: ჴელი: ჩავჰყავ: ვაქებ: ჴმალო: ვინცა: გლესა჻

481. შიგან: ასრე: გავერივე: გნოლის: ჯოგსა: ვითა: ქორი჻ კაცი: კაცსა: შემოვსტყორცე: ცხენ: კაცისა: დავდგი: გორი჻ კაცი: ჩემგან: შენატყორცი: ბრუნავს: ვითა: ტანაჯორი჻ ერთობ: სრულად: ამოვწყუიტე: წინა: კერძი: რაზმი: ორი჻

482. ერთობილნი: მამეხვივნეს: მგრგვლივ: შეიქნა: ომი: დიდი჻ ვჰკრი: რასაცა: ვერ: დამიდგის: სისხლსა: მჩქეფრად: დარდმოვღვრიდი჻ ცხენსა: კაცი: გაკუეთილი: მანდიკურად: გარდავჰკიდი჻ სითაც: ვიყუი: გამექციან: მათ: შექნიან ჩემი: რიდი჻

483. საღამო: ჟამ: დაიძახნა: ქედით: მათმან: დარაჯამან჻ ნუღარა: სდგათ: წავედითო: კულა: მოგუხედნა: რისხვით: ცამან჻ მოვა: მტუერი: საშინელი: შეგვაშინნა: ამად: ამან჻ ნუთუ: სრულად: ამოგვწყვიდნეს: უთვალავმან: ბევრმან: სპამან჻

484. ჩემნი: ლაშქარნი: რომელნი: წამომეტანნეს: მე: არა჻ რა: ეცნა: წამოსულიყუნეს: ღამე: წამორთვით: ეარა჻ ვერ: დაიტევდა: მინდორი: და: არე: მთათა: იარა჻ გამოჩნდეს: სცემდეს: ტაბლაკსა: ბუკმან: ჴმა: გააზეარა჻

485. იგი: ნახეს: გასაქცევლად: გაემართნეს: შევჰკივლენით჻ ველნი: ჩუენგან: ნაომარნი: ომითავე: გარდავლენით჻ რამაზ: მეფე: ჩამოვაგდე: ერთმანერთსა: გავეჴლმენით჻ მისნი: სპანი: ყუელაკანი: დავიპყრენით: არ: მოვჰკვლენით჻

486. უკანანიცა: ლაშქარნი: მოესწრნეს: მათ: გაქცეულთა჻ დაუწყეს: პყრობა: ჩამოყრა: შეშინებულთა: ძლეულთა჻ ძილისა: მიხუდა: ნაცვალი: ძილმკრთალთა: ღამეთეულთა჻ ტყუეთა: მრთელთაცა: არ: აკლდა: კუნესა: მართ: ვითა: სნეულთა჻

487. მას: ადგილსა: ნაომარსა: გარდავჴედით: მოსვენებად჻ ჴელსა: ჴლმითა: დავეკოდე: წყლულად: მაჩნდა: არნაღებად჻ ჩემნი: სპანი: მოვიდიან: საჭურეტლად: და: ჩემად: ქებად჻ ვერ: იტყუიან: ვერ: მიმხუდარნი: ქებასაცა: მოხსენებად჻