... (H-3061), XVIII ს.

411. ასმათი: მეუბნებოდა: უშიშრად: არ: მეკრძალოდა჻ ჩემი: რა: გითხრა: რა: ვიყავ: ლხინი: რად: დამეთვალვოდა჻ გული: მი: და: მო: მიარდა: ჰკრთებოდა: და: მემალოდა჻ მით: პირი: ჩემი: გაბროლდა: და: ღაწვი: გამელალვოდა჻

წიგნი ტარიელისა საყუარელსა თანა მიწერილი პირველი჻

412. თვალთა: დავიდევ: უსტარი: მე: მისგან: მონაწერია჻ პასუხად: ვსწერდი: მთვარეო: შენმცა: მზე: ვით: მოგერია჻ მე: ღთ~ნ: იგი: ნუ: მამცეს: რაც: არა: შენი: ფერია჻ სიზმრად: მგონია: დარჩომა: ჩემი: ვერ: დამიჯერია჻

413. ასმათს: უთხარ: მე: პასუხსა: ამის: მეტსა: ვერ: მივხუდები჻ ესე: ჰკადრე: რადგან: მზეო ნათლად ამოჰხდები჻ აჰა: მკუდარი: გამაცოცხლე: ამას: იქით: აღარ: ვბნდები჻ რაცაღაა: სამსახურსა: ვტყუვი: თუღა: ვერიდები჻

414. ასმათ: მითხრა: მე: მიბრძანა: ესე: ვქნათო: ესე: სჯობდეს჻ ვინცა: გნახოს: ჩემგან: მისსა: საუბარსა: ვერა: სცნობდეს჻ ჩემად: ნახვად: მოვიდოდეს: შენ: ვითამცა: გაშიკობდეს჻ დაცა მვედრა: ამირბარსა: უთხარ: ასრე: ნამუსობდეს჻

415. მეკეთა: ესე: თათბირი: სიბრძნე: გულისა: მისისა჻ მისი: მზესაცა: რიდება: ჰქონდის: ნახვისა: მისისა჻ მისგან: მომეცა: მოლხენა: არ: საუბრისა: მქისისა჻ ვისთა: შუქთაგან: უკუნსა: გვანდის: სინათლე: დღისისა჻

416. ასმათს: მივართვი: რჩეული: თვალი: ოქროსა: ჯამითა჻ მან: მითხრა: არა: არ: მინდა: ვარ: გამაძღარი: ამითა჻ ერთი: აიღო: ბეჭედი: მართ: აწონილი: დრამითა჻ ესე: კმა: ნიშნად: სავსე: ვარ: სხვა ჴელის: შესაბამითა჻

417. ქალი: ადგა: წამოვიდა: მე: ლახვართა: გულსა: მრიდეს჻ ლხინმან: ბნელი: გამინათლა: დაშრტეს: ცეცხლნი: რომე: მწვიდეს჻ შეველ: დავჯე: ნადიმადვე: ჩემნი: სწორნი: სადა: სმიდეს჻ მხიარულმან: საბოძვარი: გავეც: ზამი: გაადიდეს჻

წიგნი ტაერილისა ხატაელთა თანა მიწერილი჻

418. კაცი: იჴმო: გასაგზავნლად: ეუბნების: უბრძანებსა჻ უთხრა: იცნობ: ვინცა: უწინ: ჩვენთვის: ჴრმალნი: მისცნეს: ნებსა჻ რად: შესცულიან: ჭკუა: ცნობა: ვარდის: ნაცვლად: ძეძუს: რად: ჰკრებსა჻ ჩვენი: ბაჟი: დაიკიდოს: მოიღებდეს: ჩვენს: წინ: ძღვენსა჻

419. გავგზავნე: კაცი: ხატაეთს: და: წიგნი: ჩემაგიერი჻ მივსწერე: მეფე: ინდოთა: არისმცა: ღმრთულებრ: ძლიერი჻ მათი: ერთგული: გაძღების: ყოველი: სული: მშიერი჻ ვინცა: ურჩ: ექმნას: იქმნების: თავისა: არ: მადრიერი჻

420. ჩვენნო: ძმანნო: და: პატრონნო: თქვენგან: არ: გავიმწარებით჻ ესე: რა: ნახოთ: ბრძანება: აქამცა: მოიარებით჻ თქვენ: თუ: არ: მოხუალთ: ჩვენ: მოვალთ: ზედა: არ: მოგეპარებით჻ სჯობს: რომე: გუნახნეთ: თავისა: სისხლთა: ნუ: ეზიარებით჻

421. კაცნი: გავგზავნენ: მე: გულსა: მამეცა: უფრო: ლხინები჻ დარბაზს: ვიშვებდი: დამევსო: ცეცხლი: წვად: მოუთმინები჻ მაშინ: სოფელმან: საწუთრო: მიუხვის: რაცა: ვინები჻ აწ: ჴელმქმნა: რომე: საახლოდ: მჴეცთაცა: მოვეწყინები჻

422. პირველ: გაჭრისა: პირება: მერმე: დასწყნარდეს: ცნობანი჻ ჩემთა: სწორთაგან: იყუიან: ჩემს: წინა: ნადიმობანი჻ მაგრა: დამშლიდეს: ლხინთაგან: სურვილთა: დიადობანი჻ ზოგჯერ: შემცვიან: სევდათა: ვთქუი: საწუთროს: გმობანი჻

423. დღესა: ერთსა: საწოლს: მოვე: მეფისა: სრით: წამოსრული჻ ვჯე: და: მასვე: ვიგონებდი: არ: მიმეცა: თვალთა: რული჻ წიგნი: მქონდა: საიმედო: ამად: ვიყავ: მხიარული჻ კარსა: მცველმან: მონა: უჴმო: უთხრა: რამე: დაფარული჻

424. მონააო: ასმათისი: საწოლს: ვუთხარ: შემოყვანა჻ მოეწერა: გიბრძანებსო: ვისი: მესვა: გულსა: დანა჻ ლხინმან: ბნელი: გამინათლა: ამიფოლხუდა: ჯაჭუთა: მანა჻ წაველ: მონა: წავიტანე: რამცა: ვუთხარ: ამისთანა჻

425. ბაღჩა: შევვლე: არა: დამჴუდა: კაცი: ჩემი: მოუბნარი჻ ქალი: წინა: მომეგება: მხიარული: მოცინარი჻ მითხრა: შავად: ამოგიღე: არ: გასვია: გულსა: ნარი჻ მოდი: ნახე: ვარდი: შენი: უფრჭვნელი: დაუმჭნარი჻

426. ამიგდო: ქალმან: ფარდაგი: მძიმე: თავისა: ძალითა჻ სადა: დგა: კუბო: შემკული: ბალახშითა: და: ლალითა჻ შიგან: ჯდა: იგი: პირითა: მზისაებრ: ელვა მკრთალითა჻ მე: შემომხედნის: ლამაზად: მის: მელნის: ტბითა: თვალითა჻

427. დიდხან: ვდეგ: და: არა: მითხრა: სიტყუა: მისსა: მონასურსა჻ ოდენ: ტკბილად: შემომხედის: ვითამცა: რა: შინაურსა჻ ასმათ: უჴმო: მოიუბნეს: ქალი: მოდგა: მითხრა: ყურსა჻ აწ: წადიო: ვერას: გითხრობს: მე: კულავ მიმცა: ალმან: მურსა჻

428. ასმათ: გამომყუა: წამოველ: ფარდაგი: გამოვიარე჻ ვთქუი: საწუთროო: ვის: წეღან: გული: დარმანთა: მიარე჻ მაშინ: მოგეცა: იმედი: ლხინი: რად: გამიზიარე჻ გულო გაყრისა: სიძნელე: კვლა: უფრო: დამიტიარე჻