... (H-3061), XVIII ს.

333. ისმენდი: მიეც: გონება: ჩემთა: ამბავთა: სმენასა჻ საუბართა: და: საქმეთა: ვისთა: ძლივ: ვათქმევ: ენასა჻ იგი: ვინ: ხელმქმნის: მოველი: მისგან: აროდეს: ლხენასა჻ ვისგან: შეუცავ: სევდასა: სისხლისა: ცრემლთა: დენასა჻

334. ინდოეთს: შვიდთა: მეფეთა: ყოვლი: კაცი: ხართ: მცნობელი჻ ექუსი: სამეფო: ფარსადანს: ჰქონდა: თვით: იყო: მპყრობელი჻ უხვი: მდიდარი: უკადრი: მეფეთა: ზედა: მფლობელი჻ ტანად: ლომი: და: პირად: მზე: ომად: მძლე: რაზმთა: მწყობელი჻

335. მამა: ჩემი: ჯდა: მეშვიდე: მეფე: მებრძოლთა: მზარავი჻ სარიდან: ერქვა: სახელად: მტერთა: სრვად: დაუფარავი჻ ვერვინ: ჰკადრებდის: წყენასა: ვერ: ცხადი: ვერცა: მპარავი჻ ნადირობდის: და: იშვებდის: საწუთრო გაუმწარავი჻

336. ხალვა: მოსძულდა: შეექმნა: გულს: კაეშანთა: ჯარები჻ თქუა: წამიღია: მტერთაგან: ძლევით: ნაპირთა: არები჻ ყოვლგნით: გამისხსმენ მორჭმით: ვზი: მაქუს ზეიმი: და: ზარები჻ ბრძანა: წავალ: და: მეფესა: ფარსადანს: შევეწყნარები჻

337. ფარსადანს: წინა: დაასკუნა: გაგზავნა: მოციქულისა჻ შესთვალა: შენ: გაქუს: მეფობა: ინდოეთისა: სრულისა჻ აწ: მე: მწადს: თქუენსა: წინაშე: მეცა: ვცნა: ძალი: გულისა჻ სახელი: დარჩეს: ჩემისა: ერთგულად: ნამსახურისა჻

338. ფარსადან: შექმნა: ზეიმი: ამა: ამბისა: მცნობელმან჻ შესთვალა: ღ~თსა: მადლობა: შევსწირე: ჴმელთა: მფლობელმან჻ რადგან: ეგე: ჰქენ: მეფემან: ჩემებრ ინდოეთს: მჯდომელმან წამოდი: ასრე: პატივ: გცე: ვითა: მამამან: მშობელმან჻

339. ერთი: სამეფო: საკარგყმო: უბოძა: ამილბარობა჻ თვით: ამირბარსა ინდოეთს: აქუს: ამირსპასალარობა჻ მეფე: რა: დაჯდეს: არა: სჭირს: ჴელისა: მიუმცდარობა჻ სხვათ პატრონია: მართ: ოდენ: არა: აქუს: კეისარობა჻

340. თვით: მეფემან: მამაჩემი: დაიჭირა: სწორად: თავსა჻ თქუა: ჩემებრი: ამირბარი: ნაძლევი: ვარ: ვისცა: ჰყავსა჻ ლაშქრობდის: და: ნადირობდის: აძლევდიან: მტერნი: ზავსა჻ მას: არ ვგავარ ასრე: ვითა: მე: სხვა: კაცი: არა: მგავსა჻

341. ძე: არა: ესვა: მეფესა: და: დედოფალსა: მზისა: დარსა჻ ჭმუნვა: ჰქონდა: ჟამი: იყო: მით: აეხუნეს: სპანი: ზარსა჻ ვაი: კრულია: დღემცა: იგი: მე: მივეცი: ამილბარსა჻ მეფემან: თქუა: შვილად: გავზრდი: თვით: ჩემივე: გვარი: არსა჻

342. მეფემან: და: დედოფალმან: მიმიყუანეს: შვილად: მათად჻ საპატრონოდ: მზრდიდეს: სრულთა: ლაშქართა: და: ქუეყანათად჻ ბრძენთა: მიმცეს: სასწავლელად: ჴელმწიფეთა: ქცევა ქნათად჻ მოვიწიფე: დავემგზავსე: მზესა: თვალად: ლომსა: ნაკვთად჻

343. ასმათ: მითხრობდი: რაცა: სცნა: ჩემგან: ამბობა: ცილისა჻ ხუთისა: წლისა: შევიქენ: მგზავსი: ვარდისა: შლილისა჻ ჭირად: არ: მიჩნდის: ლომისა: მოკულა: მართ: ვითა: სილისა჻ არა: გაოდის: ფარსადანს: მისი: არასუმა: შვილისა჻

344. ნადიმსა: შიგან: მოყმენი: სიცილით: მოგეგებნიან჻ მოასპარეზე: მესროლთა: ღონე: ჩემგანვე: ძებნიან჻ მებრძოლთა: შიგან: მებრძოლნი: ვერავინ: ვერ: შემებნიან჻ თვით: შუბოსანი: ჩემებრი: არავინ: არ: ეგებნიან჻

345. წიგნი: წიგნსა: ეცემოდა: დედოფალი: ოდეს: შობდა჻ მოციქული მოციქულსა ინდოეთი: სრულად: სცნობდა჻ მზე: და: მთვარე: განსცხრებოდეს: სიხარულით: ცა: ნათობდა჻ ყოვლი: არსად: შემოყრილი: მხიარული: თამაშობდა჻

346. ასმათ: შენცა: ხარ: მოწამე: ჩემისა: ფერმიჴდილისა჻ მზესა: მე: ვსჯობდი: შვენებით: ვით: ბინდსა: ჟამი: დილისა჻ იტყოდეს: ჩემი: მნახავნი: მგზავსია: ედემს: ზრდილისა჻ აწ: მაშინდლისა: ჩემისა: სახე: ვარ: ოდენ: ჩრდილისა჻

347. მე: ხუთისა: წლისა: ვიყავ: დაორსულდა: დედოფალი჻ ესე: რა: თქუა: ყმამან: სულთქნა: ცრემლით: ბრძანა: შობა: ქალი჻ დაბნედასა: მიეწურა: ასმათ: ასხა: გულსა: წყალი჻ თქუა: მაშინვე: მზესა: გვანდა: აწ: მედების: ვისგან: ალი჻

348. ქება: არ: ითქუმის: ენითა: აწ: ჩემგან: ნაუბარითა჻ ფარსადან: დაჯდა: ხარებად: ზეიმითა: და: ზარითა჻ ყოვლგნით: მოვიდეს: მეფენი: ნიჭითა: მრავალგვარითა჻ საჭურჭლე: გასცეს: აივსნეს: ლაშქარნი: საბოძვარითა჻

349. საშობელი: გაიყარა: ზრდა: დაგვიწყეს: მე: და: ქალსა჻ მართ: მაშინვე გვანდა: იგი: მზისა: შუქთა: ნასამალსა჻ უყუარდით: და: სწორად: უჩნდით: მეფესა: და: დედოფალსა჻ აწ: ვახსენებ: ვისგან: ჩემი: დაუდაგავს: გული: ალსა჻

350. ყმა: დაბნდა: რა: სახელისა: ხსენებასა: მიეწურა჻ ავთანდილსცა: აეტირა: მისმან: ცეცხლმან: გულსა მურა჻ ქალმან: სულად: მოაქცია: მკერდსა: წყალი: დააპკურა჻ თქუა: ისმენდი: მაგრა: ჩემი: სიკუდილისა: დღე: დასტურა჻

351. მას: ქალსა: ნესტანდარეჯან: იყო: სახელად: ჴმობილი჻ შვიდისა: წლისა: შეიქმნა: ქალი: წყნარი: და: ცნობილი჻ მთვარისა: მგზავსი მზისაგან: შვენებით: არშეფრობილი჻ მისსა ვით: გასძლებს: გაყრასა: გული: ალმასი: წდობილი჻

352. იგი: ასრე: მოიწიფა: მე: შემეძლო: შესულა: ომსა჻ მეფე: ქალსა: ვით: ხედვიდა: მეფობისა: ქნისა: მწთომსა჻ მამასავე: ჴელთა: მიმცეს: რა: შევიქენ: ამა: ზომსა჻ ვბურთობდი: და: ვნადირობდი: ვით: კატასა: ვჴოცდი: ლომსა჻