... (H-3061), XVIII ს.

448. მოვახსენე: არ: მეწყალვის: თავი: შენთვის: დასაწველად჻ მაგრა: რადგან: დამარჩინე: არ: გამოსჩნდი: ჩემად: მკვლელად჻ შენ: სინათლედ: თვალთა: ჩემთათ: მიჩნდე: მზეებრ: სანახველად჻ აწ: შევება: ხატაელთა: მუნ: გამოვჩნდე: ლომი: ქველად჻

449. აწ: რასაცა: მე: მაღირსებ: ჴორციელი: არვინ: ღირს: ა჻ მოწყალება: იჩქითია: ღ~თისა: ამად: არ: მკუირსა჻ შუქნი: თქუენი შემომადგამ: გულსა: ბნელსა: ზედა: მჭვირსა჻ შენი: ვიყო: სადამდისცა: დამიყოფდეს: მიწა: პირსა჻

450. ზედან წიგნსა: საფიცარსა: შევფიცე: და: შემომფიცა჻ მისგან: ჩემი: სიყუარული: ამით: უფრო: დაამტკიცა჻ უშენოსა: მოწონება: ვისიცაო: გულსა: მიცა჻ ღ~თი: მომკლავს: ამას: იქით: თავსა: ვეტყვი: ამას: ვსწურთიცა჻

451. დავჰყავ: ხანი: მას: წინაშე: სიტყუანიცა: ტკბილნი: ვთქუენით჻ ვჭამეთ: ამო: ხილი: რამე: ერთმანერთსა: ვეუბენით჻ მერე: ავდექ: წამოსავლად: ტირილით: და: ცრემლთა: დენით჻ მისთა: შუქთა: შვენებანი: ნათლად: მადგეს: გულსა: ფენით჻

452. მეძნელებოდა: სიშორე: მისი: ბროლ ბალახშ მინისა჻ მე: გამიახლდა: სოფელი: მქონდა: სიმრავლე: ლხინისა჻ ჩემად: ჩნდა: იგი: სინათლე: ეთერით: მზედ: ნაჩინისა჻ აწ: მიკუირს: მისსა: გამყრელსა: გული: მიც: კლდისა: ტინისა჻

453. დილასა: შევჯე: უბრძანე: ჰკარით: ბუკსა: და: ნობასა჻ სრულთა: სპათასა: ვერ: გითხრობ: არ: შესხდომილად: მზობასა჻ ლომმან: მივმართე: ხატაეთს: ვერვინ: მიძრახავს: ჴრდლობასა჻ უგზოსა: ვლიდეს: ლაშქარნი: არ: გაივლიდეს: გზობასა჻

454. დავაგდე: ზღვარი ინდოთა: მევლო: პაშტაი: ხანია჻ რამაზის: კაცი: მემთხვია: ხატაელ ზედა: ხანია჻ მან: მითხრა: მოციქულობა: გულისა: მოსაფხანია჻ ჩვენთა: მგელთაცა: დასჭამენთქუენნი: ინდოთა თხანია჻

455. მე: შემამძღვნეს: რამაზისგან: ძღვნად: საჭურჭლე: საშინელი჻ გვითხრეს: გკადრებს: ნუ: ამოგვწყვეტ: არის: შენგან: არსაქნელი჻ ზენაარი: გამოგვიღე: მით: გვაბია: ყელსა: წნელი჻ მოურვებლად: მოგახსენნეთ: თავნი: შვილნი: საქონელი჻

456. რაცა: შეგცოდეთ: შეგვინდევ თვით: ჩვენვე: შეგვინანია჻ თუ: ღთ~ითა: შეგვიწყალებდეთ: აქა: ნუ: მოვლენ: სპანია჻ ქუეყანა: ჩუენი: არ: ასწყდეს: რისხვით: არ: დაგვტყდენ: ცანია჻ შენ: მოგცეთ: ციხექალაქი: მოგყუენ: ცოტანი: ყმანია჻

457. გვერცა: დავისხენ: ვაზირნი: ვიუბნეთ: გავიზრახენით჻ მითხრეს: თუ: ხარო: ყმაწვილი: ბრძენი: მით: გკადრებთ: გლახ: ენით჻ არიან მეტად მუხთალნი: ჩუენ: ერთხელ: კვლაცა: ვნახენით჻ არამცა: მოგკლეს: ღალატად: არამცა: ვივაგლახენით჻

458. ჩვენ: ამას: ვარჩევთ: წავიდეთ კარგითა: მართ: მამაცითა჻ ლაშქარნი: ახლოს: გვეკიდნენ: სცნობდენ: ამბავსა: კაცითა჻ გულმართლად: იყვნენ: მიენდევ: აფიცე: ღთითა: და: ცითა჻ არ: დაგმორჩილდენ: შერისხდი: რისხვითა: კვლა: და: კვლაცითა჻

459. მეკეთა: ესე: თათბირი: ვაზირთა: ნავაზირები჻ შევთვალე: რამაზ: მეფეო: ვცან: შენი: დანაპირები჻ სიკუდილსა: გიჯობს: სიცოცხლე: დაგვიდგამს: ვერ: ქვითკირები჻ ლაშქართა: დავჰყრი: ცოტათა: წამოვალ: შენ: კერძ: ვირები჻

460. მათ: ლაშქართაგან: სამასნი: კარგი: მოყმენი: ქუელანი჻ თანა: წამომყუეს: წაცაველ: დავჰყარენ: სპანი: ყუელანი჻ დავვედრე: სადა: მე: მევლოს: ვლენით: იგივე: ველანი჻ ახლოს: მამდევდით: მიშველდით: გიჴმობ: თუ: მინდენ: შველანი჻

461. სამ: დღე: ვიარე: მემთხვია: სხვა: კაცი: მისვე: ხანისა჻ კულავ: ეძღუნა: უცხო: მრავალი: შესამოსელი: ტანისა჻ ებრძანა: მწადსო: სიახლე: შენ: ლაღისა: და: ჯანისა჻ რა: შეგეყარო: მაშინ: სცნა: შკულავ: ძღუნობა: ამისთანისა჻

462. კვლაცა: ეთქუა: მართალია: ეზომ: ჩემი: მონახსენი჻ მე: თვით: წინა: მოგეგებვი: მესწრაფების: ნახვა: შენი჻ მოვახსენე: დია: ღ~თო: ბრძანება: ვქენ: მეცა: თქუენი ტკბილად: ვნახეთ: ერთმანერთი: ვიყვნეთ: ვითა: მამაძენი჻

463. მუნით: წასული: ჩამოვჰჴე: ტევრისა: რასმე: კიდესა჻ კულავ: მოციქული: მოვიდეს: სალამად: არ: დამრიდესა჻ წინა: ტურფათა: ტაიჭთა: ძღვნად: ჩემთვის: მოზიდვიდესა჻ შენსა: ნახვასა: მეფენი: თქუეს: მართლად: ინატრიდესა჻

464. მითხრეს: მეფე: მოგეგების: მეცა: შენ: კერძ: ვიარები჻ სახლით: ჩემით: წამოსრული: ხვალე: ადრე: შეგეყრები჻ მოციქული: დავაყენენ: ხარგა: დავდგი: არ: მზირები მეტად: ამოდ: უალერსე: ერთგან: დაწვნეს: ვით: მაყრები჻

465. კარგი: საქმე: კაცსა: ზედა: აზომ: თურე: არ: წახდების჻ ერთი: კაცი: უკმორესწყდა: მოდგა: მალვით: მეუბნების჻ დიდი: მაცო ვალი თქუენი: ჩემგან: ძნელად: გარდიჴდების჻ გაწირვა: და: დავიწყება: ჩემგან: თქვენი: არ: იქნების჻

466. მე: მამისა: თქუენისაგან: ვარ: ცოტაი: განაზარდი჻ თქუენი: მესმა: საღალატო: საცნობელად: გამოვარდი჻ მკუდარი: მიმძიმ: სანახავად: ტანი: მჭევრი: პირი: ვარდი჻ ყუელასავე: მოგახსენებ: გამიგონე: დამიწყნარდი჻

467. შემიგნია: იგი: კაცი: შენთვის: კარგსა: არ: არჩევენ჻ მოციქულთა: მოგზავნილთა: საღალატოდ: შეგიჩვევენ჻ ილათითა: მიგიყუანენ: უკან: სპათა: მოგაწევენ჻ სასიკუდილოდ: მონდომიხარ: აგრე: ფიცხლად: მით: გაწვევენ჻