... (H-3061), XVIII ს.

429. ასმათ: ლხინსა: მიქადებდა: ჩავიარე: შიგან: ბაღი჻ მითხრა: ეგრე: წასულისათვის: ნუ: გაჩნია: გულსა: დაღი჻ სიმძიმილთა: ერდო: დახში სიხარულით: კარი: აღი჻ სირცხვილი: აქუს: საუბრისა: მერმე: თავსა: ჰკრძალავს: ლაღი჻

430. მე: უთხარ: დაო: შენგან: ვეჭუ: ამა: გულისა: წამალსა჻ ზენაარ: სულთა: ნუ: გამყრი: ამბითა: შრეტდი: ამ: ალსა჻ ჩემთანა: წიგნსა: ნუ: გასწყუეტ: შენ: ზედაზედა: მავალსა჻ თუ: რას: სცნობ: ჩემთვის: არა: ვეჭუ: მე: შენგან: არ დანამალსა჻

431. შევჯე: წამოველ მდიოდა: ნაკადი: ცრემლთა: მილისა჻ საწოლს: შემოვე: ხელქმნილსა: ღონე: არ: მქონდა: ძილისა჻ ბროლი: და: ლალი: შევიქმენ: მე: ულურჯესი: ლილისა჻ ღამე: მერჩია: მეწადა: არ: გათენება: დილისა჻

432. ხატაეთს: მყოფნი: მოვიდეს: მათგან: მოსულისა: დრონია჻ სიტყვანი: შემოეთუალნეს: ლაღნი: და: უკადრონია჻ არც ვართ: კაცნი ჯაბანნი: არც ციხეუმაგრონია჻ ვინ: არის: თქვენი: ჴელმწიფე: ჩუენზედა: რა: პატრონია჻

წიგნი ხატაელთა მეფისა ტარიელისა წინაშე მოწერილი პასუხად჻

433. მოეწერა: რამაზ: მეფე წიგნს: გიწერსა: ტარიელსა჻ გამიკუირდა: რა: ეწერა: წიგნსა: შენგან: მონაწერსა჻ რაგვარა: თუ: მანდა: გეჴმევ ვინ: ჰპატრონობ: ბევრსა: ერსა჻ ამისმეტსა: ნუმცა: ვნახავ: კულაღა: წიგნსა: შენ: მიერსა჻

434. უბრძანე: წვევა: ლაშქართა: გავგზავნე: მარზაპანია჻ იგი: ვარსკულავთა: ურიცხვი: მოკრბეს: ინდოთა: სპანია჻ შორით: და: ახლოთ: ყუელანი: მართ: ჩემკენ: მონასხპანია჻ ერთობ: ლაშქრითა: აივსო: მინდორი: კლდე: კაპანია჻

435. ფიცხლა: მოვიდეს: არ: ექნათ მათ: შინა: ხანდაზმულობა჻ აღლუმი: ვნახე: მეკეთა: ლაშქართა: მოკაზმულობა჻ სიჩაუქე: და: სიკეთე: კეკლუცად: დარაზმულობა჻ ტაიჭთა: მათთა: სიკეთე: აბჯართა: ხვარაზმულობა჻

436. ავმართე: დროშა: მეფისა: ალმითა: წითელშავითა჻ დილასა: ვბრძანე: გამართვა: ლაშქრითა: უთვალავითა჻ თავსა: ვტიროდი: ვიტყოდი: ბედითა: მეტად: ავითა მზე: თუ: არ: ვნახო: არ: ვიცი: ვიარო: ვითა: და: ვითა჻

437. შინა: მიველ: დაღრეჯილსა: გულსა: სევდა: მიიეფდა჻ თვალთათ: ვითა: საგუბარი: ცრემლი: ცხელი: გარდმომჩქებდა჻ ბედი: ჩემი: უბედური: ვთქუი: თუ: ჯერცა: ვერ: გამეფდა჻ ჴელმან: ვარდი: რად: იჴელთა: რადგან: ასრე: ვერ: მოჰკრეფდა჻

438. მონა: შემოდგა: მივეცი: საქმესა: გაკვირვებულსა჻ ასმათის: წიგნი: მამართვა: მე: მეტად: შეჭირვებულსა჻ ეწერა: გიჴმობს: შენი: მზე: შენ: მისთვის: მოსურვებულსა჻ მოდი: სჯობს: მანდა: ტირილსა: საქმესა: ბედით: ვნებულსა჻

439. მიამა: უფრო: გავხელდი: საქმისა: მიუმჴვდარია჻ მადლი: შევჰკადრე: უფალსა: ვიაჯე: ზეენარია჻ მზესა: ვეშაპი: შეიპყრობს: მე: მზისად: მგზავსად: ვარია჻ დავაგდე: სრისა: ალაგი: ბაღისა: ვლახე: არია჻

440. ვითა: მმართებდა: ეგზომი: რამცა: ვით: გავიხარეო჻ შეღამდა: წაველ: ბაღისა: მე: კარი: შევიარეო჻ სად: ასმათ: პირველ: მენახა: მუნვე: ჩნდა: მდგომიარეო჻ სიცილით: მითხრა: წამოვლე: მოგელის: ლომსა: მთვარეო჻

441. შემავლო: სახლი: ნაგები: კეკლუცად: ბანისბანითა჻ გამოჩნდა: მთვარე: ნათლითა: გარე: შუქ: მონავანითა჻ ფარდაგსა: შიგან: მჯდომარე: შესამოსლითა: მწვანითა჻ საკრძალავი და: ღარიბი: უცხო: პირითა ტანითა჻

442. შევე: წავდეგ: ნოხთა: პირსა: მე: დამიწყო: ცეცხლმან: შრეტად჻ გულსა: ბნელი: გამინათლდა: ზედა: ლხინი: ადგა: სვეტად჻ მას: ბალიში: შემოეგდო: მზისა: შუქსა: სჯობდა: მეტად჻ ჩემგან: პირსა: იფარვიდა: აიხედის: წამსა: ჭურეტად჻

443. უბრძანა: თუ: მოახსენე: ასმათ: დაჯდეს: ამირბარსა჻ მან: ბალიში: დამართებით: დასდვა: მას: მზედ: საქებარსა჻ დავჯენ მივსცენ: გულსა: ლხინი: საწუთროსა: დამგმობარსა჻ მიკუირს: სულნი: რადღა: მიდგან: ვიტყვი: მისგან: ნაუბარსა჻

444. მიბრძანა: ძოღან: გეწყინა: გაშვება: უუბარისა჻ მზემან: გაყრითა: დაგაჭკნე: ვითა: ყვავილი: ბარისა჻ დაგჯიდა: დენა: ცრემლისა: ნარგისთათ: ნაგუბარისა჻ მაგრა: ჴამს: ჩემგან: სირცხვილი: და: რიდი: ამირბარისა჻

445. თუცა: მართებს: დედაკაცსა: მამაცისა: დიდი: კრძალვა჻ მაგრა: მეტი: უარეა: არათქმა: და: ჭირთა: მალვა჻ მე: თუ: ზეპირ: მიცინია: ქუე ქუე: მითქვამს: იდუმალ: ვა჻ ძოღან: ქალი: გამოვგზავნე: ვქენ: მართლისა: შემოთუალვა჻

446. ერთმანერთისა: მას: აქათ: რაცა: ორთავე: ვიცითა჻ აწცა: მიცოდი: საშენოდ: მითვე: პირითა: მტკიცითა჻ ამას: შევსჯერდი: დიდითა: ზენარითა: და: ფიცითა჻ ვეცრუვო: ღთ~ნ: მიწა: მქმნას: ნუმცა: ცხრითავე: ვზი: ცითა჻

447. აწ: შეები: ხატაელთა: ილაშქრე: და: ინაპირე჻ ღთ~ნ: ქნას: და: გაგიმარჯუოს: მორჭმულიმცა: ჩემ: კერძ: ირე჻ მაგრა: რა: ვქნა: კულაცა: ნახვა: მამხუდებოდეს: შენი: ვირე჻ გული: მამეც: გაუყრელად: ჩემი: შენთვის: დაიჭირე჻