... (H-3061), XVIII ს.

392. გულსა: ვარქუი: თუ: ლახუარნი: ეგრე: ვით: დაგაღონებენ჻ ამირბარი: ვარ: ჴელმწიფე: სრულად ინდონი: გმონებებ჻ აზრად: შეიქმან: საქმესა: ათასჯერ: შეაწონებენ჻ თუ: შეიგებენ: მე: მათთა: არეთა: არ: მარონებენ჻

393. კაცი: მოვიდა: მეფისა: სწადსო: ამბვისა: სმინება჻ მოყუანა: ვუთხარ: ებრძანა: ქნაცა: სისხლისა: დინება჻ მე: ვჰკადრე: ჴელი: გავიჴსენ: დამიწყო: მოჯობინება჻ წინაშე: მოვალ: ამისთვის: კულავ უფრო: მმართებს: ლხინება჻

394. დარბაზს: მიველ: მეფე: ბრძანებს: ამის: მეტსა: ნუ: იქ: აბა჻ ცხენსა: შემსვა: უკაპარჭო: წელთა: არა: არ: შემაბა჻ შეჯდა: ქორნი: მოუტივნა: დურაჯები: დაინაბა჻ მშვილდოსანნი: გასაგანნა: იტყოდიან: შაბაშ: შაბა჻

395. შინა: დავსხედით: ნადიმად: მას: დღესა: მინდორს: რებულნი჻ მომღერალნი: და: მუტრიბნი: არ: იყუნეს: სულდაღებულნი჻ მეფემან: გასცა: მრავალი: თვალნი: ღარიბად: ქებულნი჻ აუვსებელნი: არ: დარჩეს: მას: დღესა: მათნი: ხლებულნი჻

396. ვეცდებოდი: არა: მცალდა: სევდისაგან: თავის: კრძალვად჻ ვიგონებდი: ცეცხლი: უფრო: მედებოდა: გულსა: ალად჻ ჩემნი: სწორნი: წავიტანენ: ჩემსა: დავჯე: მთქვიან: ალვად჻ შევჰქმენ სმა: და: ნადიმობა: პატიჟთა: და: ჭირთა: მალვად჻

397. მოლარემან: შინაურმან: ყურსა: მითხრა: ნაუბარი჻ ქალი: ვინმე: გიკითხავსო: ინახვისცა: ამირბარი჻ ზეწარითა: მოუხურავს: პირი: ბრძენთა: საქებარი჻ ვარქუი: საწოლს: შეიყვანე: ჩემგან: არის: ნაჴმობარი჻

398. ავდეგ: მსხდომნი: ნადიმობით: აემზადნეს: ასაყრელად჻ შარდი: უთხარ: ნუ: ასდგებით: მოვალ: ხანთა: დაუზმელად჻ გამოველ: და: საწოლს: შეველ: მონა: დადგა: კარსა: მცველად჻ გული: მივეც: თმობა ქნათა: აუგისა: საკრძალველად჻

399. კარსა: შევდეგ: ქალი: წინა: მომეგება: თაყუანისმცა჻ მითხრა: მოსლვა: თქუენს: წინაშე: კურთხეულ: არს: რამან: ღირსმცა჻ გამიკვირდა: მიჯნურისა: თაყუანება: ექნა: ვისმცა჻ ვთქუი: არ: იცის: აშიკობა: თუმც: იცოდა: წყნარად: ზისმცა჻

400. შეველ დავჯე: ტახტსა: ზედა: ქალი: მოდგა: ნოხთა: პირსა჻ ჩემსა: ახლოს: დასაჯდომად: თავი: მისი: არ: აღირსა჻ ვარქუი: მანდა: რად ზი: შენ: თუ: სიყუარული: ჩემი: გჭირსა჻ მან: პასუხი: არა: მითხრა: ჩემთვის: გვანდა: სიტყუაძვირსა჻

401. მითხრა: დღე: ეგე: სირცხვილად: მედების: გულსა: ალობა჻ გგონია: ჩემგან: წინაშე: მაგისთვის: მამავალობა჻ მაგრა: აწ: მიდებს: იმედსა: შენგან: ცდისაღა: მალობა჻ ამას: თუ: ვღირს: ვარ: ვერ: ვიტყვი: მაკლია: ღ~თისა: წყალობა჻

402. ადგა: მითხრა: თქუენსა: კრძალვასა: ჩემგან: ცნობა: უბნევია჻ ნუ: მეჭუ რაცა: პატრონისა: ბრძანებასა: უთქმევია჻ ეზომ: დიდსა: შემართებად: გულსა: მისსა უთნევია჻ ამა: წიგნმან: გაგაგონოს: ჩემთვის: ვისცა: უთქმევია჻

403. მიბრძანა: მითხრა: ამბავი: იცოდა: ჩემის: ნებისა჻ ყურსა: მიამბო: ხაბარი: ჩემისა: გახარებისა჻ შეგყარნა: ბოლოდ: ვისიცა: შეხედვა: გენატრებისა჻ წიგნი: მომართვა: გავჰკაზმე: ჴმა: უთხარ: მიბრუნვებისა჻

404. გამიკვირდა: შემეზარნეს: ესე: რამან: ათქმევინა჻ ვინ: მპოვაო: სადაურმან: სადით: მიცნობს: იგ: მე: ვინა჻ მის: მგონესა: ყოფა: ჩემი: ერთობ: სრულად: დამკარგვინა჻ ნუ: ყოს: ღ~თნ: მისად: ნაცვლად: მზეცა: მომხვდეს: მინდა: მინა჻

წიგნი ნესტან დარეჯანისი საყვარელსა თანა მოწერილი პირველი჻

405. წიგნი: ვნავხე: მისი: იყო: ვისი: მდაგავს: ცეცხლი: გულსა჻ მოეწერა: მზისა: შუქსა: ნუ: დაიჩნევ: ლომო: წყლულსა჻ მე: შენი: ვარ: ნუ: მოჰკუდები: მაგრა: ბნედა: ცუდად მძულსა჻ აწ: ასმათი: მოგახსენებს: ყველაკასა: ჩემგან: თქმულსა჻

406. ასმათ: დგას: ჩემთვის: მისისა: წიგნისა: წასაკითხავად჻ თქუა: ძოღან: შენი: ამბავი: მითხრიან: ვისცა: ვკითხ: ავად჻ გიბრძანებს მესმის: მოვლენო: ლაშქარნი: შენად: მკითხავად჻ ლომსა: მით: მართებს: ვაგლახი: თუ: მისი: თავი: ითხა: ვად჻

407. ბედითი: ბნედა: სიკვდილი: რა: მიჯნურობა: გგონია჻ სჯობს: საყუარელსა: უჩუენნე: საქმენი: საგმირონია჻ ხატაეთს: მყოფნი: ყუელაი: ჩუენნი: სახარაჯონია჻ აწ: მათნი: ჯავრნი: ჩვენზედა: ჩვენგან: არ: დასათმონია჻

408. შენგან: ჩემისა: ქმრობისა: წინასაც: ვიყავ: მდომია჻ მაგრა: აქამდის: საუბრად: კვლავ: ჟამი: არ: მამხდომია჻ ძოღან: ხელქმნილსა: გიჭურეტდი: კუბოსა: შიგან: მჯდომია჻ მანდა: ყუელაი: მასმია: რაცა: შენ: გარდაგჴდომია჻

409. ამა: ამბისა: მოსმენა ტარიელს: მიალხინებდა჻ მას: მოუვიდა: ამბავი რასაცა: გულით: ინებდა჻ თვალთა: მტირალი: ჩვეულთა ცრემლთ: აღარ: დაადინებდა჻ ცნობა: მიეცა: ჭკვას: მიხუდა: ბაგესა: გააღიმებდა჻

410. მართლად: გითხრობ: მამისმინე: ესე: რამცა: მოგახსენე჻ წა: შეები: ხატაელთა: თავი: კარგად: გამაჩუენე჻ გიჯობს: ცუდად: ნუღარა: სტირ: ვარდი: კვლამცა: რად: დასტენე჻ მზემან: მეტი: რაღა: გიყოს: აჰა: ბნელი: გაგითენე჻