... (H-3061), XVIII ს.

372. აწ: წაჴდეს: იგი: ნათელნი: მზისაცა: მოწუნარენი჻ მისი: ვერ: გასძლო: ჴსენება: დაბნდა: და: სულთქნა: მწარენი჻ ყმა: და: ასმათი: ტიროდეს: ჴმას: სცემდეს: იგი: არენი჻ ჭმუნვით: თქუა მკლავნი: ცუდ: ქმნილნი: ვაი: გმირთა: მემუქარენი჻

373. ასმათმან: წყალი: დაასხა: ცნობად: მოვიდა: ტარია჻ დიდხან: ვერა: თქუა: სევდამან: გული: შეუპყრა: დარია჻ დაჯდა: და: მწარეთ: სულთ: ითქუნა: ცრემლი: მიწასა: გარია჻ თქუა: ჩემგან: მისი: ხსენება: ვაიმე: რა: დიდი: ზარია჻

374. მიმდონი: საწუთროსანი: მისთა: ნივთთაგან: რჩებიან჻ იშვებენ: მაგრა: უმუხთლოდ: ბოლოდ: ვერ: მოურჩებიან჻ ვაქებ: ჭკუასა: ბრძენთასა: რომელნი: ეურჩებიან჻ ისმენდი: ჩემთა: ამბავთა: თუ: სულნი: შეღამრჩებიან჻

375. დურაჯნი: მივსცენ: გავიღე: სხვა: ვერა: გზაღა: თავისა დავეცი: დავბნდი: წამიჴდა: ძალი: ჴორცათა: და: მკლავისა჻ რა: სულად: მოველ: შემესმა: ჴმა: ტირილისა: და: ვისა჻ გარე: მომრტყმოდეს ჯალაბნი: ვითა: ჩამსხდომნი: ნავისა჻

376. შიგან ვწევ: დიდთა: დარბაზთა: ტურფითა: საგებელითა჻ ზედა: მტიროდეს: მეფენი: ცრემლითა: უშრობელითა჻ პირსა: იხოკდეს: ჴელითა: ღაწვისა: გამპობელითა჻ მუყრნი: მოასხნეს: სენი თქუეს: გამაბუზებელ: ბეზებითა჻

377. მე: რა: მნახა: თვალახმული: მეფე: ყელსა: მომეხვია჻ ცრემლით: მითხრა: შვილო: შვილო: ცოცხალ: ხარ: ღა: სიტყვა: თქვია჻ მე: პასუხი: ვერა: უთხარ: ვითა: შმაგი: შეჰვკრთია჻ კულავ დავეცი: დაბნედილი: გულსა: სისხლი: გარდმეთხია჻

378. სრულნი: მუყრნი: და: მულიმნი: მე: გარე: შემომცვიდიან჻ მათ: ჴელთა: ჰქონდა: მუსაფი: ყოველნი: იკითხვიდიან჻ მტერდაცემული: ვეგონე: არ: ვიცი: რას: ჩმახვიდიან჻ სამ: დღემდის: ვიყავ: უსულოდ: ცეცხლნი: უშრეტნი: მწვიდიან჻

379. აქიმნიცა: იკუირვებდეს: ესე: სენი: რაგვარია჻ სამკურნალო: არა: სჭირს: რა: სევდა: რამე: შემოჰყრია჻ ზოგჯერ: შმაგად: წამოვიჭრი: სიტყვა: მცთარი: წამერია჻ დედოფალი: ზღვასა: შეიქს: მას: რომ: ცრემლი: დაუღვრია჻

380. სამსა: დღესა: დარბაზს: ვიყავ: არ: ცოცხალი: არცა: მკვდარი჻ მერმე: ცნობა: მომივიდა: მიხუდი: რასმე: მიუმხვდარი჻ ვთქუი: თუ: ჰაი: ჰაი რაშიგან: ვარ: მე: სიცოცხლე გარდამხდარი჻ თმობა: ვსთხოვე: შემოქმედსა: ვჰკადრე: სიტყუა: სამუდარი჻

381. ვთქუი: თუ: ღ~თო: ნუ: გამწირავ: აჯა: ჩემი: შეისმინე჻ მომეც: ძალი: დათმობისა: ცოტად: ვითა: ამადგინე჻ აქა: ყოფა: გამამჟღავნებს: სახლსა: ჩემსა: მიმაწვინე჻ მანვე: ქნა: და: მორევსჯობდი: გული: წყლული: გავარკინე჻

382. მე: წამოველ მეფისაგან: კაცი: დია: მოვიდოდა჻ ახარებდეს: წამოჯდაო: დედოფალი: გამორბოდა჻ მეფე: მორბის: თავშიშველი: არ: იცოდა: რას: იქმოდა჻ იგი: ღ~თსა: ადიდებდა: სხვა: ყველაი: უჩუმოდა჻

383. იქით: და: აქათ: მამისხდეს: მახურიტეს: სახურეტელია჻ მე: მოვახსენე: პატრონო: გული: აწ: უფრო: მრთელია჻ ცხენსა: შეჯდომა: მწადიან: ვნახო წყალნი: და: ველია჻ ცხენი: მამგვარეს: შეცავჯე: მეფე: ჩემთანა: მვლელია჻

384. გამოვედით: მოვიარეთ: მოედანს: და: წყლისა: პირსა჻ ჩემსა: მიველ: დავაბრუნვე: მეფე: მომყვა: სახლთა: ძირსა჻ შინა: მიველ: უარ: გავჴე: სხვა: დამერთო: ჭირი: ჭირსა჻ ვთქვი: თუ: მოვჰკუდე: ბედი: ჩემი: ამის: მეტსა: არას: ღირსა჻

385. ზაფრანის: ფერად: შესცვალა: ბროლი: ცრემლისა: ბანამან჻ გული: უფრორე: დამიჭრა: ათიათასმან: დანამან჻ საწოლს: მეკრე: შემოდგა: მოლარე: გაიყვანა: მან჻ ვთქვი: თუ: რა: იცის: ამბავი: ნეტარ: ან: იმან: ან: ამან჻

386. მონააო: ასმათისი: რა: იცისო: ვარქუი: ჰკითხე჻ შემოვიდა: სააშიკო: წიგნი: მომცა: წავიკითხე჻ გამიკუირდა: სხვად: გულისა: ვითამცა: ვქენ: მწველთა: სითხე჻ მისგან: ეჭვი: არა: მქონდა: სევდად: მაწვა: გულსა: მით: ხე჻

387. მე: გამიკუირდა: სით: ვუყვარ: ანუ: ვით: მკადრებს: თხრობასა჻ მიუყოლობა: არ: ვარგა: დამწამებს: უზრახობასა჻ ჩემგან: იმედსა: გარდასწყვეტს: მერმე: დამიწყებს: გმობასა჻ დავსწერე: რაცა: პასუხად მართებდა: აშუკობასა჻

388. დღენი: გამოჰჴდა მე: გული: უფრორე: დამწვეს: კვლავ: ალთა჻ ვეღარ უჭურეტდი: ლაშქართა: მინდორს: თამაშად: მავალთა჻ დარბაზს: ვერ: მიველ: მკურნალთა: დამიწყეს: მოსლვა: მრავალთა჻ მაშინ: დავიწყე: გარდაჴდა: სოფლისა: ლხინთა: და: ვალთა჻

389. მათ: ვერა: მარგეს: მე: გულსა: ბინდი: მამეცა: ბნელისა჻ სხვამან: ვერავინ: შემატყვა: დება: ცნობისა: ხელისა჻ სისხლი: დამწამეს: მეფემან: ბრძანა: გახსნევა: ჴელისა჻ გავიხსენ: ფარვად: თავისა: არვისგან: საეჭველისა჻

390. ჴელგახსნილი: სევდიანი: საწოლს: ვიყავ: თავისწინა჻ ჩემი: მონა: შემოვიდა: შევხედე: თუ: თქვას: რა: მინა჻ მონააო: ასმათისი: შემოყუანა: უთხარ: შინა჻ გულსა: შინა: დაუზრახე: რა: მპოვაო: ანუ: ვინა჻

391. მონამან წიგნი: მომართვა: მე: წავიკითხე: ნებასა჻ წიგნსა: შევატეევ: ლამობდა: შეყრისა: მოსწრაფებასა჻ პასუხად: ვწერდი ჟამია: მართალ: ხარ: გაკვირვებასა჻ მოვალ: თუ: მიხმობ: მე: ნუ: მეჭუ: მოსლვისა: დაზარებასა჻