... (H-3061), XVIII ს.

488. ერთსა: კაცსა: ეყოფოდეს: დიდებანი: რომე: მჭირდეს჻ ზოგთა: შორით: დამლოციან: ზოგნი: კოცნად: გამიპირდეს჻ რომელთაცა: გავეზარდე: დიდებულნი: ამიტირდეს჻ ჩემგან: ჴმლითა: განაკვეთნი: ნახეს: მეტად: გაუკვირდეს჻

489. გავგზავნენ: ყოვლგნით: ლაშქარნი: ალაფი: ავაღებინე჻ ერთობ: სავსენი: მოვიდეს: თავიცა: ვაალაღებინე჻ სისხლთა: მძებნელთა სისხლითა: მინდორი: შევაღებინე჻ არ: ვბრძოლე: კარი: ქალაქთა: უომრად: გავაღებინე჻

490. რამაზს: ვარქუი: შემიგნია: საქმე: შენი: სამუხთალე჻ აწ: ეგრეცა: შეპყრობილმან: თავი: გამოიმართალე჻ სიმაგრეთა: ნუ: ამაგრებ: ყუელა: ჴელთა: მომათვალე჻ თვარა: შენი: შეცოდება: მემცა: ზედა: რად: წავსთვალე჻

491. რამაზ: მითხრა: აღარაა: ამის: მეტი: ჩემი: ღონე჻ ერთი: ჩემი: დიდებული: მომეც: ზედა: მაპატონე჻ ციხოვანთა: გაუგზავნო: საუბარი: გამიგონე჻ ჴელთა: მოგცემ: ყუელაკასა: გაღანამცა: შენ: გაქონე჻

492. მივეც: ერთი: დიდებული: თანა: სპანი: წავატანენ჻ ციხოვანნი: ერთობილნი: ჩემს: წინაშე: მოვიყუანენ჻ ჴელთა: მამცეს: სიმაგრენი: ომნი: ასრე: შევანანენ჻ საჭურჭლენი: სიმრავლითა: რასმცა: ვითა: დავაგუანენ჻

493. მაშინღა: შეველ: ხატაეთს: მოვლად: და: მოსათვალავად჻ კლიტენი: საჭურჭლეთანი: მომართვეს: დაუმალავად჻ ქუეყანა: ჩავსხი: უბრძანე: იყუენით: თქვენ: უკრძალავად჻ მზემან: არ: დაგუწუნეს იცოდით: დაგყარენ: გაუგვალავად჻

494. საჭურჭლენი: გარდავნახენ: თავის: თავის: კიდისკიდე჻ უცხო: ფერთა: საჭურჭლეთა: დავშურები: თუ: მოვსთვალვიდე჻ ერთგან: ვნახე: საკვირველი: ყაბაჩა: და: ერთი: რიდე჻ თუცა ნახენ: სახელისა: ცოდნასაცა: ინატრიდე჻

495. ვერა: შევიგენ: რა: იყო: ანუ: ნაქმარი: რაულად჻ ვისცა: უჩვენი: უკუირდის: ღ~თისაგან: თქვის: საწაულად჻ არცა: ლარულად: ჰგებოდა: მას: ქსელი: არ: ორხაულად჻ სიმტკიცე: გვანდა: ნაჭედსა: ვთქუი: ცეცხლთა: შენართაულად჻

496. იგი: საძღუნოდ: მისად: დავდევ: ვისი: შუქი: მანათობდა჻ მეფისათვის: დავარჩივე: საარმაღნოდ: რაცა: სჯობდა჻ ჯორ აქლემი: ათჯერ: ასი: ყველაკაი: წვივმაგრობდა჻ დატვირთული: გავუგზავნე: ამბავსაცა: კარგსა: სცნობდა჻

წიგნი ტარიელისი ინდოთ მეფის წინაშე ოდეს გაიმარჯვა ხატაელთა ზედა჻

497. წიგნი: დავწერე: მეფეო: სვემცაა: თქვენი: სვიანად჻ მე: ხატაელთა: მიმუხტლეს: თუცა: მათ: ეცა: ზიანად჻ ჩემი: ამბავი: დასტური: ამად: გაცნობე: გვიანად჻ მეფე: შევიპყარ: მოგივალ: მე: ალაფიან ტყუიანად჻

498. რა: ყუელაი: დავიურვე: ხატაეთით: გავემგზავრე჻ წამოვიხუენ: საჭურჭლენი: საჴელმწიფო: დავიავრე჻ ვერ: მოვეყავ: აქლემითა: აზავრები: ვააზავრე჻ მოვირჭვენ: და: მოვივლინე: რაცა: მწადდა: აგრე: ვყავრე჻

499. ხატაეთისა: ხელმწიფე: მამყუანდა: შეპყრობილია჻ ინდოეთს: მიველ: მეგება: ჩემი: გამზრდელი: ტკბილია჻ რა: ქება: მითხრა: არ: ითქმის: ჩემგან: სათქმელად: წბილია჻ ჴელი: გამიხსნა: შემამკრა: მან: სახვეველი: ლბილია჻

500. დადგნეს: ტურფანი: კარავნი: მოედანს: ჩამოდგომილსა჻ საუბრისა: და: ჭურეტისა: ჩემისა: მას: მონდომილსა჻ მას: დღესა: ედვა: ნადიმი: მას: შიგან: გარდაჴდომილსა჻ მიალერსებდა: მიჭურეტდა: წინაშე: ახლოს: ჯდომილსა჻

501. მას: ღამით: ვსხედით: ნადიმად: მუნ: ამოდ: გავიხარენით჻ დილასა: ქალაქს: შევედით: მოედნით: ავიყარენით჻ მეფემან: ბრძანა: ლაშქარნი: უჴმენით: შემოჯარენით჻ დღეს: ხატაველნი: მიჩვენეთ: ტყვენიცა: შემომგვარენით჻

502. რამაზ: მეფე: შეპყრობილი: მას: წინაშე: მოვიყუანე჻ ტკბილად: ნახა: ჴელმწიფემან: ვითა: შვილი: სააკვანე჻ ორგული: და: მოღალატე: ნამსახურსა: დავაგვანე჻ ესე: არის: მამაცისა: მეტისმეტი: სიგულვანე჻

503. მას: მეფესა: ხატაველსა: უმასპინძლა: უალერსა჻ ჟამიერად: უბრძანებდის: საუბარსა: მათსა: ფერსა჻ ცისკრად: მიჴმეს: მიბრძანებდეს: მე: სიტყუასა: ლმობიერსა჻ შეუნდობო: ხატაველსა: მას: აქამდის: შენამტერსა჻

504. მე: ვჰკადრე: ღ~თი: ვინათგან: შეუნდობს: შეცოდებულსა჻ უყავით: თქუენცა: წყალობა: მას: ღონე გაცუდებულსა჻ რამაზს: უბრძანე იცოდი: გაგზავნით: შეწყალებულსა჻ მაგრა: ნუ: გნახავთ: კულაცაღა: ჩემს: წინა: გაწბილებულსა჻

505. ხარაჯა: დასდვეს: შეჰკვეთეს: დრაჰკანი: ასჯერ: ასია჻ კულავ: ხატაური: ათასი: სხვა: სტავრა: სხვა: ატლასია჻ მერმე: ყუელაი: დამოსა: იგი: და: მისი: ხასია჻ შეწყალებული: გაგზავნა: უყო: რისხვისა: ფასია჻

506. ხატაელმან: დაუმადლა: დადრკა: მდაბლად: ეთაყუანა჻ მოახსენა: ორგულობა: თქვენი: ღ~თნ: შემანანა჻ თუღა: ოდეს: შეღაგცოდო: მაშინ: მამკალ: მემცა: განა჻ წავიდა: და: ყუელაკაი: მისი: თანა: წაიტანა჻