... (H-302), 1803 წ.

237. მე რა მნახა თუალ ახმული, მეფე ყელსა მამეხვია, ცრემლით მითხრა შვილო შვილო, ცოცხალღა ხარ სიტყუა ჰსთქვია, მე პასუხი ვერა გავეც, ვითა შმაგი შევჰკრთი დია, კულავ დავეცი დაბნედილი, გულსა სისხლი გარდმეთხია-

238. სრულნი მუყრნი და მულიმნი, მე გარე შემომცვიდიან, მათ ჴელთა ჰქონდა მუსაფი, ყოველნი იკითხვიდიან, მტერ დაცემული ვეგონე, არ ვიცი რას ჩმახვიდია, სამ დღემდის ვიყავ უსულო, ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან-

239. აქიმნიცა იკვირვებდეს, ესე სენი რაგვარია, სამკურნალო არა სჭირს რა, სევდა რამე შემოჰყრია, ზოგჯერ შმაგად წამოვიჭრი, სიტყუა მცთარი წამერია, დედოფალი ზღუასა შეჰრთვიდა, მას რომ ცრემლი დაუღვრია-

240. სამსა დღესა დარბაზს ვიყავ, არ ცოცხალი არცა მკუდარი, მერმე ცნობა მამივიდა, მივხუდი რასმე მიუმხვდარი, ვჰთქვი თუ ჰაი რაშიგან ვარ, მე სიცოცხლე გარდამჴდარი, თმობა ვსთხოვე შემოქმედსა, ვჰკადრე სიტყვა სამუდარი-

241. ვჰსთქვი თუ ღ~თ ნუ გამწირავ, აჯა ჩემი შეისმინე, მომეც ძალი დათმობისა, ცოტად ვითა აღმადგინე, აქა ყოფა გამამჟღავნებს, სახლსა ჩემსა მიმაწვინე, მანუჱ ქმნა და მორევსჯობდი, გული წყლული გავიკურნე-

242. მე წამოვჯე მეფისაგან, კაცი დია მოვიდოდა, ახარებდეს წამოჯდაო, დედოფალი გამორბოდა, მეფე მოჰრბის თავ შიშველი, არ იცოდა რას იქმოდა, იგი ღ~თსა ადიდებდა, სხუა ყველაი უჩუმობდა-

243. იქით და აქათ მომისხდეს, მახვრიტეს სახვრეტელია, მე მოვახსენე პატრონო, გული აწ უფრო მთელია, ცხენსა შეჯდომა მამინდა, ვნახნე წყალნი და ველია, ცხენი მამგუარეს შეცავჯე, მეფე ჩემთანა მვლელია-

244. გამოვედით მოვიარეთ, მაედანს და წყლისა პირსა, ჩემსა მიველ დავაბრუნვე, მეფე მამყვა სახლთა ძირსა, შინა მიველ უარ გავჰხე, სხუა დამერთო ჭირი ჭირსა, ვჰსთქვი თუ მოვჰკვდე ბედი ჩემი, ამის მეტსა არას ღირსა-

245. ზაფრანის ფერად შესცვალა, ბროლი ცრემლისა დანამან, გული უფრორე დამიჭრა, ათიათასმან დანამან, საწოლის მეკრე შემოდგა, მოლარე გაიყუანა მან, ვჰსთქუი თუ რა იცის ამბავი, ნეტარ ან იმან ან ამან-

246. მონააო ასმათისი, რა იცისო ვარქვი ვჰკითხე, შემოვიდა სააშიყო, წიგნი მომცა წავიკითხე, გამიკვირდა სხუად ვითამცა, ვჰქმენ გულისა მწველთა სითხე, მისგან ეჭვი არა მქონდა, სევდად მაწუა გულსა მით ხე-

247. მე გამიკვირდა სით უყვარ, ანუ ვით მკადრებს თხრობასა, მიუყოლობა არ ვარგა, დამწამებს უზრახობასა, ჩემგან იმედსა გარდასწყუჱტს, მერმე დამიწყებს გმობასა, დავსწერე რაცა პასუხად, მართებდა აშიკობასა-

248. დღენი გამოჰხდეს მე გული, უფრორე დამწვეს მე ალთა, ვეღარ უჭურეტდი ლაშქართა, მინდორს თამაშად მავალთა, დარბაზს ვერ მიველ მკურნალთა, დამიწყეს მოსულა მრავალთა, მაშინ დავიწყე გარდახდა, სოფლისა ლხინთა და ვალთა-

249. მათ ვერა მარგეს მე გულსა, ბინდი დამეცა ბნელისა, სხუამან ვერავინ შემატყო, ბინდი ცეცხლისა ცხელისა, სისხლი დამწამეს მეფემან, ბრძანა გახსნევა ჴელისა, გავიხსენ ფარუად პატიჟთა, არვისგან საეჭველისა-

250. ჴელ გახსნილი სევდიანი, საწოლს ვიყავ თავის წინა, ჩემი მონა შემოვიდა, შემომხედა არ მეძინა, მონააო ასმათისა, შემოყუანა უთხარ შინა, გულსა შინა დავუზრახე, რა მპოვაო აქა ვინა-

251. გულსა ვარქვი თუ ლახუარნი, ეგე ვით დაგაღონებენ, ამილბარი ვარ ხელმწიფე, სრულად ჲინდონი მმონებენ, ჰაზრად შეიქმენ საქმესა, ათასჯერ შეაწონებენ, თუ შეიგებენ მე მათთა, არეთა არ მარონებენ-

252. მონამან წიგნი მომართვა, მე წავიკითხე ნებასა, წიგნსა შევატყევ ლამობდა, მოსვლისა მოსწრაფებასა, პასუხად ვჰსწერდი ჟამია, მართალ ხარ გაკვირვებასა, მოვალ თუ მიჴმობ მე ნუ მეჭვ, მოსლვისა დაზარებასა-

253. კაცი მოვიდა მეფისა, სწადსო ამბვისა სმინება, მოყუანა ვუთხარ ებრძანა, ქნაცა სისხლისა დინება, მე ვჰკადრე ჴელი გავიხსენ, დამიწყო მოჯობინება, წინაშე მოვალ ამისთვის, კულავ უფრო მართებს ლხინება-

254. დარბაზს მიველ მეფე ჰბრძანებს, ამის მეტსა ნუ იქ აბა, ცხენსა შემსუა უკაპარჭო, წელთა არა არ შემაბა, შეჯდა ქორნი მოუტევნა, დურაჯები დაინაბა, მშვილდოსნები გასაგანნა, იტყოდიან შაბაშ შაბა-

255. შინა დავჰსხედით ნადიმად, მას დღესა მინდორს რებულნი, მომღერალნი და მუტრიბნი, არ იყვნეს სულ დაღებულნი, მეფემან გასცა მრავალნი, თვალნი ღარიბად ქებულნი, აუვსებელნი არ დარჩეს, მას დღესა მათნი ხლებულნი-

256. ვეცდებოდი არა მცალდა, სევდისაგან თავის კრძალვად, ვიგონებდი ცეცხლი უფრო, მედებოდა გულსა ხალვად, ჩემნი ჰსწორნი წავიტანენ, ჩემსა დავჯე მთქვიან ალვად, შევჰქენ სმა და ნადიმობა, პატიჟთა და ჭირთა მალვა-