... (S-1727), 1837 წ.

216. წინა უკანა იარეს: ორნი დღენი და ღამენი჻ დღისით და ღამით მაშვრალნი: არ საჭმელთა მჭამელნი჻ არსადა ხანი არ დაჰყვეს: ერთნი თვალისა წამენი჻ მათ თვალთა ცრემლნი სდიოდა: მინდორთა მოსალამენი჻

217. დღისით ვლეს და საღამო ჟამ: გამოუჩნდეს დიდნი კლდენი჻ კლდეთა შიგან ქვაბნი იყვნეს: პირსა წყალი ჩანადენი჻ წყლისა პირსა არ ითქმოდა: შამბი იყო თუ რასდენი჻ ხე დიდრუან თვალ უწდომი: მაღლა კლდემდის ანაყრდენი჻

218. მან ყმამან ქვაბსა მიმართა: განვლნა წყალნი და კლდენია჻ ავთანდილ ცხენსა გარდახდა: მონახ ა დიდნი ხენია჻ მას ზედა ჭვრეტად გავიდა: ძირსა დააბა ცხენია჻ მუნით უჭვრეტდა იგი ყმა: მივა ცრემლ მინადენია჻

219. რა ტყენი გავლნა მან ყმამან: მოსილმან ვეფხის ტყავითა჻ ქვაბისა კარსა გამოდგა: ქალი ჯუბითა შავითა჻ ატირდა მაღლად ცრემლითა: ზღვათაცა შესართავითა჻ იგი ყმა ცხენსა გარდახდა: ყელსა მოეჭდო მკლავითა჻

220. ყმამან უთხრა დაო ასმათ: ხიდნი ზღვასა ჩაგვიცვივდეს჻ ვეღარ მივხვდით ჟამიერად: ჩვენ ვისიცა ცეცხლნი გვწვიდეს჻ ესე თქვა და მკერდსა ჴელნი: იკრნა ცრემლნი გარდმოსცვივდეს჻ ქალი შებნდა მოეხვია: ერთმანერთსა სისხლი სწმიდეს჻

221. იგი ტევრი გაეხშირა: დანაგლეჯსა მათსა თმასა჻ ერთმანერთსა ეხვეოდეს: ყმა ქალსა და ქალი ყმასა჻ იზახდიან მოსთქმიდიან: მოსცემდიან კლდენი ჴმასა჻ ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით: მათსა ეგრე ქცევა ქნასა჻

222. სული დაიღეს მან ქალმან: დასთმო გულისა წყლულობა჻ ქვაბს შეიყვანა ტაიჭი: მოხადა აკაზმულობა჻ მას ყმასა შეხსნა შეიღო: აბჯრისა წელ მორტყმულობა჻ შინა შევიდეს მას დღესა: გარდახდა გამოსლილობა჻

223. ავთანდილს უკვირს ამბავი: ისი თუ ვცნაო მე რითა჻ გათენდა ქალი გამოდგა: მოსილი მითვე ფერითა჻ შავსა აუდვა ლაგამი: სწმენდდა რიდისა წვერითა჻ შეკაზმა მოაქვს აბჯარი: წყნარად არ რამე ჩხერითა჻

224. მის მოყმისა წესი იყო: მეტსა თურე არას ეჯდა჻ ქალი ტირს და მკერდსა იცემს: თმისა ტევრსა გაიგლეჯდა჻ ერთმანერთსა მოეხვივნეს: აკოცა და ცხენსა შეჯდა჻ ასმათ ასრე დაღრეჯილი: კვლავ უფროე დაიღრიჯდა჻

225. ავთანდილ ახლოს კვლავ ნახა: სახე მისივე კაცისა჻ ულვაშ აშლილი წვერ გამო: ნუთუ მზეაო ვთქვა ცისა჻ ეყნოსა სული ალვისა: ქართაგან მონატაცისა჻ ასრე უჩნს მოკლვა ლომისა: მართ ვითა ლომსა ვაცისა჻

226. მასვე გზასა წამოვიდა: რომე გუშინ შეიარა჻ შამბი გავლო გაეშორა: თავი მინდორს გააგარა჻ ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით: მალვით ხესა მოეფარა჻ თქვა თუ ღთ~ნ ესე საქმე მეტად კარგად მამიგვარა჻

227. აწ ამას ჩემთჳს ღ~თისაგან სხვა საქმე რა ვამჯობინო჻ ქალი შევიბყრა მის ყმისა: ამბავი ვაამბობინო჻ ჩემიცა ვუთხრა ყველაი: მართალი გავაბჭობინო჻ მას ყმასა ხრმალი არა ვჰკრა: არც მისი დავისობინო჻

228. ჩამოვიდა ცხენი ახსნა: მისგან ხესა შემობმული჻ ზედა შეჯდა გაემართა: ქვაბი დახვდა კარ გახმული჻ მუნით ქალი გამოიჭრა: გულ მდუღარე ცრემლ დასხმული჻ ეგონა თუ დაბრუნდაო: პირი ვარდი ბროლ ბაკმული჻

229. ვერ იცნა სახე არ გვანდა: მისი მის ყმისა სახესა჻ ფიცხლა გაიქცა მიმართა: ზახილით კლდესა და ხესა჻ ყმა გარდაიჭრა დააბა: ვითა კაკაბი მახესა჻ ჴმას სცემდეს კლდენი ქალისა: ზახილსა მუნ ერთ სახესა჻

230. მას ყმასა თავი არ მისცა: ჭვრეტადცა ებილწებოდა჻ ვითა კაკაბი არწივსა: ქვეშე მი და მო ჰკრთებოდა჻ ტარიელს ვისმე უზახდა: მწედ თუმცა არ ემწებოდა჻ ავთანდილ მუხლთა უყრიდა: თითითა ეხვეწებოდა჻

231. ეტყოდა სულე რამც გიყავ: კაცი ვარ ადამიანი჻ უფერო ქმნილნი მინახვს: ვარდნი და ისი იანი჻ მისი რამ მითხარ ვინ არის: ტან სარო პირბაკმიანი჻ სხვად არას გიზამ ნუ გეშის: ნუ ჰყივი აგრე ხმიანი჻

232. ქალი ეტყოდა ტირილით: სარჩელი უგავს ბრჭობასა჻ თუ არ შმაგი ხარ დამეხსენ: შმაგი ხარ მოდი ცნობასა჻ აწ მეტად ძნელსა საქმესა: მნუკევ ადვილად თხრობასა჻ ცუდად ნუ სცთები ნუ ელი: მაგა ამბვისა მბობასა჻

233. კვლავ ეტყვის ყმაო რა გინდა: ანუ მენუკვი მე რასა჻ მაგა საქმისა ვერა იქს: ვერცა კალამი წერასა჻ შენ ერთხელ მეტყვი მითხარო: მე ასჯერ გეტყვი ვერასა჻ ვითა სიცილი ტირილსა: ვაგლახი მიჯობს მღერასა჻

234. ქალო არ იცი სით მოვალ: რა ჭირნი მომითმენიან჻ ოდითგან ვეძებ ამბავთა: ესე არვისგან მსმენიან჻ შენ მიპოვნიხარ სიტყვანი: ჩემნი რაზომცა გწყენიან჻ ვერ დაგეხსნები მიამბე: ჩემგან ნუღარა გრცხვენიან჻

235. ქალმან უთხრა რას შეგესწარ: მე ვინ ვარ და ანუ შენო჻ მზე არ მახლავს შეგეტყვების: თვრთვილო ასრე მით მაწყენო჻ გრძელი სიტყვა საწყინოა: ასრე მოკლედ მოგახსენო჻ ვერასათჳს ვერ გიამბობ: რაცა გინდა იგი ქენო჻