... (H-302), 1803 წ.

198. ისმენდი მიეც გონება, ჩემთა ჰამბავთა სმენასა, საუბართა და საქმეთავითა, ძლივ ვათქმევ ენასა, იგი ვინ ჴელმქნა მოველი, მისგან აროდეს ლხენასა, ვისგან შეუცავთ სევდასა, სისხლისა ღვართა დენასა-

199. ჲინდოეთს შვიდთა მეფეთა, ყოვლი კაცი ხართ მცნობელი, ექვსი სამეფო ფარსადანს, ჰქონდა თჳთ იყო მპყრობელი, უხვი მდიდარი უკადრი, მეფეთა ზედა მფლობელი, ტანად ლომი და პირად მზე, ომად მძლე რაზმთა მწყობელი-

200. მამაჩემი ჯდა მეშვიდე, მეფე მებრძოლთა მზარავი, სარიდან ერქუა სახელი, მტერთა სრვად დაუფარავი, ვერვინ ჰკადრებდის წყენასა, ვერ ცხადი ვერცა მპარავი, ნადირობდის და იშუჱბდის, საწუთრო გაუმწარავი-

201. ხალვა მოჰსძულდა შეექნა, გულს კაეშანთა ჯარები, ჰსთქუა წამიღია მტერთაგან, ძლევით ნაპირთა არები, ყოვლგნით გამისხმან მორჭმით ვზი, მაქვს ზეიმი და ზარები, ბრძანა წავალ და მეფესა, ფარსადანს შევეწყნარები-

202. ფარსადანს წინა დაასკუნა, გაგზავნა მოციქულისა, შესთვალა შენ გაქუს მეფობა, ინდოეთისა სრულისა, აწ მე მწადს თქუენსა წინაშე, მეცა ვსცნა ძალი გულისა, სახელი დარჩეს ჩემისა, სამსახურ განკრძალულისა-

203. ფარსადან შექნა ზეიმი, ამა ჰამბისა მცნობელმან, შესთუალა ღ~თსა მადლობა, შევსწირე ჴმელთა მფლობელმან, რადგან ეგე ჰქმენ მეფემან, ჩემებრ ინდოეთს მჯდომელმან, აწ მოდი ასრე პატივ გცე, ვითა ძმამან მშობელმან-

204. ერთი სამეფო საკარგყმო, უბოძა ამილბარობა, თჳთ ამირბარსა ინდოეთს, აქუს ამირსპასალარობა, მეფე რა დაჯდა იშუჱბდა, აქუს ლხინთა შენაყურობა, სხუად პატრონია მართ ოდენ, არა აქუს კეისარობა-

205. თჳთ მეფემან მამაჩემი, დაიჭირა სწორად თავსა, ჰსთქუა ჩემებრი ამილბარი, ნაძლევი ვარ ვისცა ჰყავსა, ლაშქრობდის და ნადირობდის, აძლევდიან მტერნი ზავსა, მას არა ვჰგავ ასრე ვითა, მე სხვა კაცი არა მგავსა-

206. ძე არა ესუა მეფესა, და დედოფალსა მზისა დარსა, ჭმუნვა ჰქონდა ჟამი იყო, მით აეხუნეს სპანი ზარსა, ვაი კრული დღემცა იგი, მე მივეცი ამილბარსა, მეფემან ჰსთქუა შვილად გავზრდი, თჳთ ჩემივე გვარი არსა-

207. მეფემან და დედოფალმან, მიმიყვანეს შვილად მათად, საპატრონოდ მზრდიდეს სრულთა, ლაშქართა და ქუჱყანათად, ბრძენთა მიმცეს სასწავლელად, ჴელმწიფეთა ქცევა ქმნათად, მოვიწიფე დავემზგავსე, მზესა თვალად ლომსა ნაკუთად-

208. ასმათ მითხრობდი რაცა სცნა, ჩემგან ამბობა ცილისა, ხუთისა წლისა შევიქმენ, მსგავსი ვარდისა შლილისა, ჭირად არ მიჩნდის ლომისა, მოკულა მართ ვითა სირისა, არა გაოდა ფარსადანს, თჳსი არა სმა შვილისა-

209. ასმათ შენცა ხარ მოწამე, ჩემისა ფერ მიჴდილისა, მზესა მე ვჰსჯობდი შვენებით, ვით ბინდსა ჟამი დილისა, იტყოდეს ჩემი მხილველნი, მსგავსია ედემს ზრდილისა, აწ მაშინდლისა ჩემისა, სახე ვარ ოდენ ჩრდილისა-

210. მე ხუთისა წლისა ვიყავ, დაორსულდა დედოფალი, ესე რა ჰსთქუა ყმამან სულთქმნა, ცრემლით ბრძანა შობა ქალი, დაბნედასა მიეწურა, ასმათ ასხა გულსა წყალი, ჰსთქუა მაშინვე მზესა ჰგუანდა, აწ მედების ვისგან ალი-

211. ქება არ ითქმის ენითა, აწ ჩემგან ნაუბარითა, ფარსადან დასჯდა ხარებად, ზეიმითა და ზარითა, ყოვლგნით მოვიდეს მეფენი, ნიჭითა მრავალ გვარითა, საჭურჭლე გასცეს აღავსნეს, ლაშქარნი საბოძვარითა-

212. საშვებელი გაიყარა ზრდა, დაგვიწყეს მე და ქალსა, მართ მაშინუჱ გუანდა იგი, მზისა შუქთა ნასამალსა, უყუარდით და სწორად უჩნდით, მეფესა და დედოფალსა, აწ ვახსენებ ვისგან ჩემი, დაუდაგავს გული ალსა-

213. ყმა დაბნდა რა სახელისა, ჰჴსენებასა მიეწურა, ავთანდილსცა აეტირა, მისმან ცეცხლმან გულსა მურა, ქალმან სულად მოაქცია, მკერდსა წყალი მოაპკურა, ჰსთქუა ისმენდი მაგრამ ჩემი, სიკუდილისა დღე დასტურა-

214. მას ქალსა ნესტან დარეჯან, ირქუა სახელი ჴმობილი, შვიდისა წლისა შეიქნა, ქალი წყნარი და ცნობილი, მთუარისა მსგავსი მზისაგან, შვენებით ვერ შეფრობილი, მისსა ვით გასძლებს გაყრასა, გული ალმასად წდობილი-

215. იგი ასრე მოიწიფა, მე შემეძლო შესლვა ომსა, მეფე ქალსა თჳთ ჰჴედვიდა, მეფობისა ქნისა მწთომსა, მამასავე ჴელთა მიმცეს, რა შევიქენ ამა ზომსა, ვჰბურთობდი და ვნადირობდი, ვით კატასა ვხოცდი ლომსა-

216. მეფემან სახლი ააგო, შიგან სამყოფი ქალისა, ქუად ფაზარი ჰსხდა დათლილი, იაგუნდისა ლალისა, პირსა ბაღჩა და საბანლად, სარაჯი ვარდის წყალისა, იგი მუნ იყვის მედების, ვისგან სახმილი ალისა-

217. დღე და ღამე მუჯამრითა, ეკმევოდის ალვა თლილი, ზოგჯერ კოშკს ჰსჯდის ზოგჯერ ბაღჩას, ჩამოვიდის რა დგის ჩრდილი, დავარ იყო და მეფისა, ქვრივი ქაჯეთს გათხოვილი, მას სიბრძნისა სასწავლებლად, თჳთ მეფემან მისცა შვილი-