... (H-302), 1803 წ.

218. სრა ედგა მოფარდაგული, ოქსინოთა და შადითა, ვერვინ ვჴედევდით შეიქნა, პირითა მინა ვარდითა, ასმათ და ორნი მონანი, ახლდენ იმღერდის ნარდითა, მუნ იზრდებოდის ტანითა, გაბაონს განაზარდითა-

219. თხუთმეტისა წლისა ვიყავ, მეფე მზრდიდა ვითა შვილსა, დღისით ვიყვი მის წინაშე, გამიშვებდის არცა ძილსა, ძალად ლომსა თვალად მზესა, ტანად ვგვანდი ედემს ზრდილსა, სროლასა და ასპარეზსა, აქებდიან ჩემგან ქმნილსა-

220. მოსრნის მხეცნი და ნადირნი, ისარმან ჩემგან სრეულმან, მერმე ვიბურთი მოედანს, მინდორით შემოქცეულმან, შევიდი შევჰქმნი ნადიმი, ნიადაგ ლხინსა ჩვეულმან, აწ საწუთროსა გამყარა, პირმან ბროლ ბალახშეულმან-

221. მამა მამიკუდა მოვიდა, დღე სიკუდილისა მისისა, ქმნა გაუცუდდა ფარსადანს, ნიშატისა და ნიშისა, მათ გაეხარნეს ვის ზარი, დალევდა მტრისა შიშისა, ერთგულთა შეჰქმნეს ვაება, მტერთა ხსენება იშისა-

222. მე წელიწდამდის ბნელსა ვჰსჯე, საწუთრო გაცუდებული, დღისით და ღამით ვაებდი, ვერვისგან სულ დაღებული, გაყუანად ხასნი მოვიდეს, მითხრეს მეფისა მცნებული, ებრძანა შვილო ტარიელ, ნუ ხარ შავითა ღებული-

223. ჩუჱნ უფრო გუტკივის იგი ვინ, დაგვაკლდა სწორად თავისა, ასი ებოძა საჭურჭლე, ებრძანა ახდა შავისა, ბოძება მისეულისა, სრულისა საკარგავისა, შენ გქონდეს ამილბარობა, ქმნა მისვე საურავისა-

224. ავენთი დამწუჱს მამისა, სახმილთა დაუშრტელთა, უკანით გამომიყუანეს, ხასთა მათ წინამდგომელთა, გამოსლვისათვის ზეიმი, შექნეს ინდოეთს მფლობელთა, შორს მომეგებნეს მაკოცეს, პატივით ვითა მშობელთა-

225. მათ საჯდომთა ახლოს დამსვეს, პატივი მცეს ძისა დარად, მის ჴელისა საურავი, მათ ორთავე მითხრეს წყნარად, ურჩ ვექმენ და მისეულთა, წესთა ქცევა მიჩნდა ზარად, არ მომეშუნეს დავმორჩილდი, თაყუანის ვეს ამილბარად-

226. აღარა ვიცი დამვიწყდეს, თუცა დიადი წელია, გიამბო ჩემი ჰამბავი,განა რაზომცა ძნელია, ცრუ და მუხთალი სოფელი, მიწყივ ავისა მქნელია, მისთა ნაკუეთთა წინწალი, დამეცეს ხანგრძლად მწველია-

ჰამბავი ტარიელის პ~ლ რომ გაუმიჯნურდა ნესტან დარეჯანს

227. კულავ დაიწყო თქმა ჰამბისა, მან რა ხანნი მოიტირა, დღესა ერთსა მე და მეფე, მოვიდოდით გვენადირა, მიბრძანა თუ ქალი ვნახოთ, ჴელი ჴელთა დამიჭირა, მის ჟამისა მჴსენებელი, მე სულდგმული არ გვიკვირა-

228. ბაღჩა ვნახე უტურფესი, ყოვლისავე სალხინოსა, მფრინველთაგან ჴმა ისმოდა, უამესი სირინოსა, მრავლად იყო სარაჯები, ვარდის წყლისა აბანოსა, კარსა ზედა მოჰფარვიდა, ფარდაგები ოქსინოსა-

229. მეფემან ახმა დურაჯთა, მითხრა მიტანად ქალისა, გამოვუხუჱნ და წავედით, ჩემად სადებლად ალისა, მაშინ დავიწყე გარდაჴდა, მე საწუთროსა ვალისა, ალმასისა ჰჴამს ლახუარი, დაჭრად გულისა სალისა-

230. იცოდი ჰსწადდა არვისგან, ნახვა მის მზისა დარისა, მე გარედ ვჰსდეგ და მეფემან, შევლო ფარდაგი კარისა, ვერას ვხედევდი ოდენ ჴმა, მესმოდა საუბარისა, ასმათს უბრძანა გამოხმა, დურაჯთა ამილბარისა-

231. ასმათ ფარდაგსა აზიდნა, გარეთ ვჰსდეგ მოფარდაგულსა, ქალსა შევხედე ლახუარი, მეცა ცნობასა და გულსა, მოვიდა მივსცნე დურაჯნი, მთხოვა ცეცხლითა დაგულსა, ვამე მას აქათ საჴმილსა, დავუწვავ ნიადაგულსა-

232. აწ წახდა იგი ნათელნი, მზისაცა მოწუნარენი, მისი ვერ გასძლო ჰხსენება, დაჰბნდა და სულთქნა მწარენი, ყმა და ასმათი ჰსტიროდეს, ჴმას სცემდეს იგი არენი, ჭმუნვით ჰსთქუეს მკლავნი ცუდ ქმნილნი, ვაი გმირთ მემუქარენი-

233. ასმათმან წყალი დაასხა, ცნობად მოვიდა ტარია, დიდხან ვერა ჰსთქუა სევდამან, გული შეუპყრა დარია, დაჯდა და მწარედ სულთ ითქუნა, ცრემლი მიწათა გარია, ჰსთქუა ჩემგან მისი ჴსენება, ვაიმე რა დიდი ზარია-

234. მიმდომი საწუთროსანი, მისთა ნივთთაგან ჰრჩებიან, იშვებენ მაგრა უმუხთლოდ, ბოლოდ ვერ მოურჩებიან, ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურჩებიან, ისმენდი ჩემთა ამბავთა, თუ სულნი შეღამრჩებიან-

235. დურაჯნი მთხოვეს გავიღე, სხუა ვერა გზაღა თავისა, დავეცი დავბნდი წამიხდა, ძალი მჴართა და მკლავისა, რა სულად მოვე შემესმა, ჴმა ტირილისა და ვისა, აგრე მამრტყმოდეს ჯალაბნი, ვითა ჩამსხდომნი ნავისა-

236. შიგან ვჰსწევ დიდთა დარბაზთა, ტურფითა საგებელითა, ზედ დამტიროდეს მეფენი, ცრემლითა უშრობელითა, პირსა იხოკდეს ჴელითა, ღაწვისა გამპობელითა, მუყრნი მოასხეს სენითა, მთქვეს გამაბელზებელითა-