... (S-1727), 1837 წ.

176. ავთანდილ იგი მინდორი: ოთხ ახმით გარდაიარა჻ დააგდო მზღვარი არაბთა: სხვათ მზღვართა არე იარა჻ მაგრა მის მზისა გაყრამან: სიცოცხლე გაუზიარა჻ თქვაო თუ მე მასმცა ვიახელ: აწ ცხელსა ცრემლსა ვღვრი არა჻

177. ახალმან ფიფქმან დათოვა: ვარდი დათრთვილა დანასა჻ მოუნდის გულსა დაცემა: ზოგჯერ მიმართის დანასა჻ თქვის ჭირი ჩემი სოფელმან: ოთხმოცდაათი დანასა჻ მოვშორდი ლხინსა ყველასა: ჩანგსა ბარბითსა დანასა჻

178. ვარდი მის მზისა გაყრილი: უფრო და უფრო ჭკნებოდა჻ გულსა უთხრის თუ დასთმეო: ამად არ დია ბნდებოდა჻ უცხო უცხოთა ადგილთა: საძებრად იარებოდა჻ მგზავრთა ჰკითხევდის ამბავთა: მათთანა ემოყვრებოდა჻

179. მუნ ეძებს ცრემლი მტირალსა: სდის ზღვათა შესართავისად჻ უჩნდის ქვეყანა ტახტად და: მკლავი სადებლად თავისად჻ თქვის საყვარელო მოგშორდი: გული შენ დაგრჩა ვთქვა ვისა჻ შენთვის სიკვდილი მეყოფის: ლხინად ჩემისა თავისად჻

180. ყოვლი პირი ქვეყანისა: მოვლო სრულად მოიარა჻ ასრე რომე ცასა ქვეშე: არ დაურჩა არ იარა჻ მაგრა იგი მის ამბვისა: მსმენელსაცა ვერ მიმხვდარა჻ ამა შიგან წელიწადი: სამი სამ თვედ მიიყა჻

181. მიხვდა რასმე ქვეყანასა: უგემურსა მეტად მქისსა჻ თვე ერთ კაცსა ვერა ნახავს ვერას შვილსა ადამისსა჻ იგი ჭირი არ უნახავს: არ რამინს და არცა ვისსა჻ დღე და ღამე იგონებდა: საყვარელსა მასვე მისსა჻

182. მას მიხვდა წევრი სადგურად: მაღლისა მთისა დიდისა჻ გამოჩნდა მუნით მინდორი: სავალი დღისა შვიდისა჻ მის მთისა ძირსა წყალი დის: არათ სანდომი ხიდისა჻ ორგნითვე ტყესა შეეკრა: ნაპირი წყლისა კიდისა჻

183. ზედ წაადგა შეექცევის: დროთა დღეთა ანგარიშობს჻ თვენი ესხნეს ორნიღაა: ამად სულთქვამს არა იშობს჻ ვაი თუ საქმე გამიმჟღავნდეს: კვლავ ამისთჳს გულ მოშიშობს჻ ავსა კარგად ვერვინ შესცვლის: თავსა ახლად ვერვინ იშობს჻

184. საგონებელი შეექმნა: დადგა საქმისა მრჩეველად჻ თქვა თუ დავბრუნდე ეზომი: ხანი რად დავყავ მე ველად჻ ჩემსა რა ვჰკადრო მნათობსა: ვიყავ რად დღეთა მლეველად჻ მისი ვერა ვსცნა ჭორნიცა: ვარ ვისთა გზათა მკვლეველად჻

185. თუ არ დავბრუნდე საძებრად: დავყო სხვანიცა ხანანი჻ რომელსა ვეძებ ვერა ვსცნა: ამბავნი მე მისთანანი჻ დრო გარდაუწყდეს შერმადინს: მიხვდეს ღაწვისა ბანანი჻ მივიდეს ჰკადროს მეფესა: საქმენი დასაგვანანი჻

186. უამბოს ჩემი სიკვდილი: თჳთ ჩემგან დავედრებული჻ მათ შექნან გლოვა ტირილი: ქნან საქმე გამწარებული჻ მერმე მივიდე ცოცოხალი: მე სხვაგან სადმე რებული჻ ამას იგონებს ტირილით: გონება შეიწრებული჻

187. იტყვის ღ~თო სამართალი შენნი ჩემთჳს რად ამრუდენ჻ მე ეზომნი სიარული: კიდე გლახ რად გამიცუდენ჻ გულით ჩემით სიხარულნი: აფხვრენ ჭირნი დააბუდენ჻ დღეთა ჩემთა ცრემლნი ჩემნი: ვერათ ოდეს დავიყუდენ჻

188. კვლაცა იტყვის დათმობა სჯობს: და თავსავე ეუბნების჻ დღეთა მეტად ნუ მოჰკუდები: გული ჩემი ნუ დადნების჻ უღთოდ ვერას ვერ მოვაწევ ცრემლი ცუდად მედინების჻ განგებასა ვერვინ შესცვლის: არ საქმნელი არ იქმნების჻

189. თავს უთხრა მოკვე გიჯობს: სიცოცხლეს აუგიანსა჻ მიხვალ დაგხვდების თინათინ: ანათებს დღესა მზიანსა჻ გკითხოს მის ყმისა ამბავი: რა გმართებს ვაგლახიანსა჻ იგონებს წამწამ მიჰყვების: ტყის პირსა შამბნარ წყლიანსა჻

190. ყოვლნი არსნი ცასა ქვეშე ერთობ სრულად მომივლიან჻ მაგრამ საქმე მის კაცისა: ვერა სადა შემიგნიან჻ უღონიოდ მართალ იყვნეს: რომელთაცა ქაჯად თქვიან჻ აწ ტირილი არას მარგებს: ცუდად ცრემლნი რასა მდიან჻

191. მთით ჩამოვიდა ავთანდილ: გავლო წყალი და ტყენია჻ მინდორს აცორვებს ტაიჭსა: შეჟღრენით მონაწყენია჻ გასცუდებოდეს მკლავნი და: მისი სიამაყენია჻ ბროლისა ველსა სტურფობდეს: გიშრისა მუნ საყენია჻

192. მობრუნება დააპირა: სულთქნა მერმე ივაგლახა჻ მას მინდორსა დაემართა: გზა თვალითა გამოსახა჻ თვესა ერთსა სულიერი: კაცი არსად არ ენახა჻ მხეცნი იყვნეს საშინელნი: მაგრა არა შეუზახა჻

193. თუცა მხეცქმნილი ავთანდილ: გულამოსკვნით და კვნესითა჻ ეგრეცა ჭამა მოუნდის: ადამის ტომთა წესითა჻ ისრითა მოკლის ნადირი: როსტომის მკლავუგრძესითა჻ შამბისა პირსა გარდახდა: ცეცხლი დააგზო კვესითა჻

194. ცხენსა მისცა საძოვარი: ვირე მწვადი შეიწოდეს჻ ექვსნი რამე ცხენოსანნი: ნახა მისკენ მოდიოდეს჻ თქვა თუ ჰგვანან მეკობრეთა: თვარა კარგი რამც იცოდეს჻ აქა კაცი ხორციელი: კვლავ ყოფილა არაოდეს჻

195. ჴელთა ჰქონდა მშვილდი ისარი: მათკენ მივა მხიარული჻ ორთა კაცთა წვეროსანთა: ყმა მოჰყვანდა უწვერული჻ თავსა იყო დაკოდილი: შეებნიდა სისხლსა გული჻ ტიროდეს და იჭიროდეს: ცოტა ედგა მას გლახ სული჻