... (S-1727), 1837 წ.

196. უყივლა თუ ძმანო ვინ ხართ: მეკობრეთა დაგამგზავსე჻ მათ მიუგეს დაგვიწყნარდი: გვიშველე რა ცეცხლნი ავსე჻ ვერა გვარგო მოგვიმატენ: ჭირი ჭირთა მოგვისავსე჻ სატირელნი მოგვიტირენ: ღაწვნი შენცა დაიმხავსე჻

197. ავთანდილ მიდგა ეუბნა: მათ კაცთა გულ მდუღარეთა჻ მათ უთხრეს მათი ამბავი: ტირილით მოუბარეთა჻ ჩვენ ვართო ძმანი სამნივე მით ვიდენთ ცრემლთა მწარეთა჻ დიდი გვაქვს ციხე ქალაქი: ხატაეთს არე მარეთა჻

198. კარგი გვესმა სანადირო: ნადირობას წამოვედით჻ გვყვეს ლაშქარნი უთვალავნი: წყლისა პირსა გარდავჴედით჻ სანადირო მოგვეწონა: თვესა ერთსა არ წავედით჻ ვხოცეთ მხეცი უსაზომო: მინდორით და მთით და ქედით჻

199. ჩვენ სამთა ძმათა ჩვენთანა მესროლნი დავაწბილენით჻ მით ერთმანერთსა სამნივე: ჩვენ კიდე დავეცილენით჻ მე უკეთ მოვჰკლავ მე გჯობო: სიტყვანი ვავაქილენით჻ ვერ გავაჩინეთ მართალი: ვისარჩლეთ ვითაკილენით჻

200. დღეს ავყარენით ლაშქარნი: სავსენი ირმის ტყავითა჻ ვთქვით გავაჩინოთ მართალი: ვინ ვსჯობთ თავისა მკლავითა჻ თავსა ვახელებთ მარტონი: დავდგეთ თავის თავითა჻ თჳთ დანახულსა მოვჰკლვიდეთ: ნუ ვესვრით დამნახავითა჻

201. ჩვენ ვიახლენით სამთავე: სამნივე მეაბჯრენია჻ ლაშქართა წასლვა უბრძანეთ: მით არას მოაზრენია჻ მოვინადირეთ მინდორი: ისი ტყენი და ღრენია჻ დავხოცეთ მხეცნი ფრინველი: არცა ზე გარდაგვფრენია჻

202. ანაზდად მოყმე გამოჩნდა: კუშტი პირ გამქუშავია჻ ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა: მერანი რამე შავია჻ თავსა და ტანსა ემოსა გარე თმა ვეფხის ტყავია჻ ჯერთ მისი მზგავსი შვენება: კაცთაგან უნახავია჻

203. უჭვრიტეთ მისთა ელვათა: შუქნი ძლივ გავიცადენით჻ ვთქვით თუ მზეაო ქვეყნად: ნუ ვეუბნებით ცად ენით჻ მისი მოგვინდა შეპყრობა: ვჰკადრეთ და შევეცადენით჻ ასრე სულთქმით და ვაებით: მით ვართ ცრემლისა დადენით჻

204. მე უხუცესმან უმცროსთა: კაცი დავსთოვე ქენებით჻ ჩემან შედეგმან ტაიჭი: მისი თჳთ აქო ხსენებით჻ ამან მართ ოდენ მორევა: გვითხრა უვალეთ ჩვენებით჻ მივმართეთ იგი აგრევე: წყნარად მივა და შვენებით჻

205. ბროლმან ლალსა გარეულმან: ვარდნი თხელნი ანატიფნა჻ იგი ტკბილნი გონებანი: ჩვენთჳს მეტად გაამყიფნა჻ არ აგვხსნა არცა დაგვსხნა: ყოლე არად მოგვკრიფნა჻ მისნი მკვახედ მოუბარნი: მათრაჴითა დაგვამწიფნა჻

206. უმცროსსა ძმასა მივეცით: უფროსსა დავეზიდენით჻ ჴელი მოჰკიდა დადეგო: ესეცა ჰკადრა კიდ ენით჻ მან ჴრმალსა ჴელი არ მიჰყო: ჩვენ ამად დავერიდენით჻ თავსა გარდაჰკრა მათრახი: ვნახეთ სისხლისა მიდენით჻

207. მით ერთითა მათრახითა: თავი ასრე გარდაჰფრიწა჻ ვითა მკვდარი უსულო ქმნა: ვითა მიწა დაამიწა჻ მისი რასმე მკადრებელი: მოამდაბლა მოამიწა჻ თვალთა წინა წაგვივიდა: ლაღი კუშტი ამაყი წა჻

208. აღარ დაბრუნდა წავიდა: წყნარად და აუჩქარებლად჻ აგერა მივა ნახეო: იგი მზეებრ და მთვარებლად჻ შორს უჩვენებდეს ავთანდილს: მტირალნი გაუხარებლად჻ ოდენ ჩნდა შავი ტაიჭი: მისი მის მზისა მარებლად჻

209. აჰა მიხვდა ავთანდილსა: ღაწვთა ცრემლით არ დათოვნა჻ რადგან ცუდად არ წაუხდა: მას ეზომი გარეთ ყოვნა჻ კაცსა მიხვდეს საწადელი: რას ეძებდეს მისი პოვნა჻ მაშინ მისგან აღარა ხამს: გარდასრულთა ჭირთა ხსოვნა჻

210. უთხრა თუ ძმანო ვარ ვინმე: ღარიბი უადგილოსა჻ მე იმა ყმისა საძებრად: მოვჰშორდი საგაზრდილოსა჻ აწ თქვენგან მივხვდი საქმესა: ყოლე არ საადვილოსა჻ ღ~თიმცა ნურას ნუღარ იქს: თქვენსა დასაღრეჯილოსა჻

211. ვითა მე მივხვდი წადილსა: ჩემის გულისა ნებასა჻ აგრემცა ღ~თი ნურას იქმს: ძმისა თქვენისა ნებასა჻ ასწავლა მისი სადგომი: მიდითო ნება ნებასა჻ ჩრდილსა გარდასვით მაშვრალნი: მიეცით მოსვენებასა჻

212. ესე უთხრა და წავიდა: ცხენი გაქუსლა დეზითა჻ ვითა გავაზი გაფრინდა: არ გაშვებული ხეზითა჻ ან მთვარე მზისა შემყრელი: მზე სინათლითა ზესითა჻ დაივსო ცეცხლი შემწველი: მისითა მან მიზეზითა჻

213. მიეწურა იგონებდა: ახლოს შეყრა ვითა აგოს჻ საუბარმან უმეცარმან: შმაგი უფრო გააშმაგოს჻ ხამს თუ კაცმან გონიერმან: ძნელი საქმე გამოაგოს჻ არ სიწყნარე გონებისა: მოიძულოს მოიძაგოს჻

214. რადგან ისი არის სადმე: უცნობოდ და ისრე რეტად჻ რომე კაცსა არ მიუშვებს: საუბრად და ისე რეტად჻ მივეწევი შევიყრებით: ერთმანერთის ცემა ჟლეტად჻ ანუ მამკლავ ანუ მოვჰკლავ: დავიკარგეთ მეტის მეტად჻

215. ავთანდილ იტყვის ეზომი: ჭირნიმცა რად ვაცუდენი჻ რაცაღა არის არა არს: თუმცა არ ედგნეს ბუდენი჻ სადაცა მივა მივიდეს: რამცა მოვლიდეს ზღუდენი჻ მუნღა ვძებნო ღონენი ჩემნი არ დასამრუდენი჻