... (A-656), XIX ს.

176. ახალმან ფიფქმან დათოვა ვარდი დათრთვილა დანასა მოუნდის გულსა დაცემა ზოგჯერ მიმართის დანასა თქვის ჭირი ჩემი სოფელმან ოთხმოცდაათი ანასა მოვშორდი ლხინსა ყველასა ჩანგსა ბარბითსა და ნასა

177. ვარდი მის მზისა გაყრილი უფრო და უფრო ჭნებოდა გულსა უთხრის თუ დასთმეო ამად არ დია ბნდებოდა უცხო უცხოთა ადგილთა საძებრად იარებოდა მგზავრთა კითხვიდის ამბავთა მათ თანა ემოყვრებოდა

178. მუნ ეძებს ცრემლი მტირალსა სდის ზღვათა შესართავისად უჩნდის ქვეყანა ტახტად და მკლავი სადებლად თავისად თქვის საყვარელო მოგშორდი გული შენ დაგრჩა ვთქვა ვისად შენთვის სიკვდილი მეყოფის ლხინად ჩემისა თავისად

179. ყოვლი პირი ქვეყანისა მოვლო სრულად მოიარა ასრე რომე ცასა ქვეშე არ დაურჩა არ ეარა მაგრა იგი მის ამბისა მსმენელსაცა ვერ მიმხვდარა ამას შიგან წელიწადი სამი სამ თვედ მიიყარა

180. მიხვდა რასმე ქვეყანასა უგემურსა მეტად მქისსა თვე ერთ კაცსა ვერა ნახავს ვერას შვილსა ადამისსა იგი ჭირი არ უნახავს არ რამინს და არცა ვისსა დღე და ღამე იგონებდა საყვარელსა მასვე მისსა

181. მას მიხუდა წევრი სადგურად მაღლისა მთისა დიდისა გამოჩნდა მუნით მინდორი სავალი დღისა შვიდისა მის მთისა ძირსა წყალი დის არად სანდომი ხიდისა ორგნითვე ტყესა შეეკრა ნაპირი წყლისა კიდისა

182. ზედ წაადგა შეექცევის დროთა დღეთა ანგარიშობს თვენი ესხნეს ორანიღა ამად სულთქვამს არა იშობს ვაჲ თუ საქმე გამიმჟღავნდეს კულავ ამისთვის გულმოშიშობს ავსა კარგად ვერვინ შესცვლის თავსა ახლად ვერვინ იშობს

183. საგონებელი შეექმნა დადგა საქმისა მრჩეველად თქვა თუ დავბრუნდე ეზომი ხანი რად დავყავ მე ველად ჩემსა რა ვჰკადრო მნათობსა ვიყავ რად დღეთა მლეველად მისი ვერა ვცნა ჭორადცა ვარ ვისთა გზათა მკვლეველად

184. თუ არ დავბრუნდე საძებრად დავყვნე სხვანიცა ხანანი რომელსა ვეძებ ვერა ვსცნნა ამბავნი მე მისთანანი დრო გარდაუწყდეს შერმადინს მიხვდენ ღაწვისა ბანანი მივიდეს ჰკადრნეს მეფესა საქმენი დასაგვანანი

185. უანბოს ჩემი სიკვდილი თვით ჩემგან დავედრებული მათ შექმნან გლოვა ტირილი ქმნან საქმე გამწარებული მერმე მივიდე ცოცოხალი მე სხვაგან სადმე რებული ამას იგონებს ტირილით გონება შეიწრებული

186. იტყვის ღმერთო სამართალნი შენნი ჩემთვის რად ამრუდენ მე ეზომნი სიარულნი კიდე რად გლახ გამიცუდენ გულით ჩემით სიხარულნი აფხვრენ ჭირნი დააბუდენ დღეთა ჩემთა ცრემლნი ჩემნი ვერაოდეს დავიყუდენ

187. კვლავცა იტყვის დათმობა სჯობს და თავსავე ეუბნების დღეთა მეტად ნუ მოკვდები გული ჩემი ნუ დადნების უღმრთოდ ვერას ვერ მოვაწევ ცრემლი ცუდად მედინების განგებასა ვერვინ შესცვლის არსაქმნელი არ იქმნების

188. თავს უთხრა მოჰკვე გიჯობსო სიცოცლეს აუგიანსა მიხვალ დაგხვდების თინათინ ანათებს დღესა მზიანსა გკითხოს მის ყმისა ანბავი რა გმართებს ვაგლახიანსა იგონებს წამ წამ მიყვების ტყის პირსა შამბნარ წყლიანსა

189. ყოვლნი არსნი ცათ ქვეშეთნი ერთობ სრულად მომივლიან მაგრა საქმე მის კაცისა ვერა სადა შემიგნიან უღონიოდ მართალ იყვნეს რომელთაცა ქაჯად თქვიან აწ ტირილი არას მარგებს ცუდად ცრემლნი რასა მდიან

190. მთით ჩამოვიდა ავთანდილ გავლო წყალი და ტყენია მინდორს აცორვებს ტაიჭსა შეჟრენით მონაწყენია გასცუდებოდეს მკლავნი და მისნი სიამაყენია ბროლისა ველსა სტურფობდეს გიშრისა მუნ საყენია

191. მობრუნვება დააპირა სულთქვნა მერმე ივაგლახა მას მინდორსა დაემართა გზა თვალითა გამოსახა თვესა ერთსა სულიერი კაცი არსად არ ენახა მხეცნი იყვნეს საშინელნი მაგრა არა შეუზახა

192. თუცა მხეცქმნილი ავთანდილ გულამოსკვნით და კვნესითა ეგრეცა ჭამა მოუნდის ადამის ტომთა წესითა ისრითა მოკლის ნადირი როსტომის მკლავს უგრძესითა შამბისა პირსა გარდახდა ცეცხლი დააგზო კვესითა

193. ცხენსა მისცა საძოვარი ვირე წვადი შეიწოდეს ექვსნი რამე ცხენოსანნი ნახა მისკენ მოვიდოდეს თქვა თუ გვანან მეკობრეთა თვარა კარგი რამც იცოდეს აქა კაცი ხორციელი კვლავ ყოფილა არაოდეს

194. ხელთა ჰქონდა მშვილდისარი მათკე მივა მხიარული ორთა კაცთა წვეროსანთა ყმა მოყვანდა უწვერული თავსა იყო დაკოდილი შეებნიდა სისხლსა გული ტიროდეს და იჭირვოდეს ცოტა ედგა მას გლახ სული

195. უყივლა თუ ძმანო ვინ ხართ მეკობრეთა დაგამსგავსენ მათ მიუგეს დაგვიწყნარდი გვიშველე რა ცეცხლნი ავსენ ვერა გვარგო მოგვიმატენ ჭირნი ჭირთა მოგვისავსენ სატირელნი მოგვიტირენ ღაწვნი შენცა დაიმხავსენ