... (H-302), 1803 წ.

179. ჭმუნვა შეექმნა თქვენც იცით, ჴელმწიფე ნებიერია, მოგნახეს გძებნეს ყოველგან, მათ რუკა დაუწერია, ვერ ნახეს შენი ნახული, ვერცა ყმა ვერცა ბერია, აწ გამომგზავნა რომელსა, ვერ მზე ჰგავს ვერ ეთერია-

180. მიბრძანა მიცან ჰამბავი, მის მზისა წახდომილისა, მაშინ ვარ მქმნელი საქმისა, მის შენგან მონდომილისა, სამს წლამდის მითხრა დადება, უმისოდ ცრემლთა მილისა, არ გიკვირს გავძელ ვერ ჭვრეტა, მისისა მე ღიმილისა-

181. აქანამდის მნახავიცა, კაცი შენი არ მენახა, ქურდნი ვნახენ რომე თქვენთვის, სიტყუა რამე გაემკვახა, მათრახითა ჩამოგეგდო, ერთი მკვდართა დაგესახა, მათ მასწავლეს ძმა რომელსა, სულ მობრძავი სამე გლახა-

182. ტარიელსცა აეხსენა, ომი მათი მაშინდელი, ჰსჰსთქუა თუ მაჴსოვს ეგე საქმე, თუცა არის ადრინდელი, ერთგან გნახენ ნადირობას, შენ და შენი იგ გამზრდელი, მით ვჰსტიროდი მამეგონა, მე გლახ ჩემი წამწყმედელი-

183. რას მაქნევდით რა გინდოდათ, ერთმანერთსა რითა ვგჰუანდით, თქვენ მორჭმულნი ჰსთამაშობდით, ჩვენ მტირალნი ღაწვთა ვბანდით, რა მონანი მამწიენით, შესაპყრობლად დაგულვანდით, აწ ვეჭუ რომ ჩემად ნაცვლად, თანა მკუდართა მიიტანდით-

184. მოვიხედე მომეწია, რა პატრონი შენი ვნახე, ჴელმწიფობით შემებრალნეს, ამად ჴელი არ შევახე, თუალთა წინა გამოვექეც, მეტი არა შევუზრახე, ჩემი ცხენი უჩინოსა, ჰგავს და სხუამცა რად ვასახე-

185. კაცმან ვერ ასწრას თვალისა, დაფახვა დაწამწამება, მას გავექცევი ვისგანცა, ჩემი არას ვსცნა ამება, მათ თურქთა მიღმა გამეგო, მე არას არ შეწამება, ავად შუჱნოდა მორევნა, და ჩემი დათამამება-

186. აწ ვაშად მოხუჱლ მიამა, ნახუა შენისა პირისა, ტანად სარო და პირად მზე, მამაცად ჰმგსავსი გმირისა, მაგრამ გარჯილხარ არა ხარ, გარდაუხდელი ჭირისა, ძნელია პოვნა კაცისა, ღვთივ ზეცით განაწირისა-

187. ავთანდილ ჰკადრა ვით მაქებ, საქები ბრძენთა ენისა, მაგისად ნაცვლად რამცა ვიყავ, ღირსი ქებისა თქვენისა, სახე ხარ მზისა ერთისა, ზეცით მნათისა ზენისა, რადგან ვერ შეგცვლის პატიჟი, ეგზომთა ცრემლთა დენისა-

188. ამა დღემან დამავიწყა, გული ჩემი ვინ დაბინდა, დამიგდია სამსახური, იგი იქმნას რაცა გინდა, იაგუნდი ეგრეცა ჰსჯობს, ათასჯერმცა მინა მინდა, შენ გეახლო სიკუდილამდე, ამის მეტი არა მინდა-

189. ტარიელ უთხრა მე შენი, გული აწ მემხურვალების, მიკუირს თუ ნაცვლად მაგისად, შენ ჩემი რა გევალების, მაგრა წესია მიჯნური, მიჯნურსა შეებრალების, შენ საყვარელსა გაგყარო, ესე რად გენაცვალების-

190. წამოსრულხარ ჩემად ძებნად, პატრონისა სამსახურად, ღ~თნ ჰქმნა და გიპოვნივარ, შენცა ცდილხარ მამაცურად, მაგრამ ჩემსა რა გიამბობს, გამოჭრილვარ ასრე თუ რად, მე თუ ვიტყვი დამწვავს ცეცხლი, ცხელი შემიქს ალად მურად-

191. ამას დაყმუნდა ტარიელ, დამწუარი დავალებული, ასმათს უბრძანა მას აქეთ, შენ ხარ ჩემთანა ხლებული, რად არა იცი უწამლო, არს ლები ესე ლებული, კულავ ესე ყმა მწვავს მტირალი, ცრემლითა დავალებული-

192. კაცმან ვით ჰპოვოს ღ~თისაგან, რაცა არ დანაბადია, მით გული ჩემი სახმილმან, აწ ასრე დანაბა დია, კულავ გზასა მიკრავს მიჭირავს, მითქს ბადე დანაბადია, აწ ჴელთა ნაცულად ლხინისა, ჩალა მაქუს და ნაბადია-

193. მაგრა ღ~თნ მოწყალემან, მით ცნობითა ერთი მზითა, ორი თჳსი მოწყალება, დღესცა მამცა ამა გზითა, პირუჱლ შეჰყრის მოყუარულთა, ჩემით რითმე მიზეზითა, კულავ ნუთუმცა სრულად დამწვა, ცეცხლთა ცხელთა ანაგზითა-

194. ყმასა უთხრა ვინცა კაცმან, ძმა ანუ თუ დაცა იდოს, ჰჴამსო მისთვის სიკუდილსა, და ჭირსა თავი არ დარიდოს, ღ~თნ ერთი რად აცხოვნოს, თუ მეორე არ წაწყმიდოს, შენ ისმენდი მე გიამბობ, რაღა გინდა წამეკიდოს-

195. ასმათს უთხრა მოდი მოჯე, თანა წყალი მომიტანე, დაბნედილსა მაპკურებდი, გული მითა გარდამბანე, მკუდარი მნახო დამიტირე, სულთქნა გაათანისთანე, მე სამარე გამითხარე, აქა მიწა მიაკუანე-

196. ღილ ჩახსნილი საამბობლად, დაჯდა მჴარნი ამოყარნა, ვითა მზე ჯდა მოღრუბლებით, დიდხან შუქნი არ ადარნა, ვერ გაახუნა სასაუბროდ, მან ბაგენი გაამყარნა, მერმე სულთქნა დაიძახნა, ცრემლნი ცხელნი გარდმოყარნა-

197. მოჰსთქუამს ჰაი საყუარელო, ჩემო ჩემთვის დაკარგულო, იმედო და სოცოცხლეო, გონებაო სულო გულო, ვინ მოგკვეთა არა ვიცი, ხეო ედემს დანერგულო, ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა, გულო ასჯერ დადაგულო-

ტარიელისაგან თავის ამბის მბობა ოდეს ავთანდილს ქუაბსა შინა უამბო პირუჱლი