... (A-656), XIX ს.

158. ჩემად ნაცვლად დაგაგდებო ესე სიტყვა ვით მიბრძანე რადგან ვქმნა პატრონობა რამც გიფერე რამც გიგვანე შენ მარტოსა გიგონებდე მემცა მიწა ვიაკვანე სჯობს ორნივე დავიკარგნეთ წამოგყვები წამიტანე

159. ყმამან უთხრა მომისმინე მართლად გითხრობ არა ჭრელად რა მიჯნური ველთა რბოდეს მარტო უნდა გასაჭრელად მარგალიტი არვის მიხვდეს უსასყიდლოდ უვაჭრელად კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვართა დასაჭრელად

160. ვისმცა უთხარ ხვაშიადი შენგან კიდე არვინ ვარგა უშენოსა პატრონობა ვის მივანდო ვინ იქმს კარგა სანაპირო გაამაგრე მტერმან ახლოს ვერ იბარგა კულა ნუთუმცა შემოვიქეც ღმერთმან სრულად არ დამკარგა

161. ფათერაკი სწორად მოკლავს ერთი იყოს თუნდა ასი მარტოება ვერას მიზამს მცავს თუ ცისა ძალთა დასი აქათ სამ წელ არ მოვიდე მაშინ გმართებს გლოვა ფლასი წიგნსა მოგცემ გმორჩილობდეს ვინცა იყოს ჩემი ხასი

აქა წიგნი ავთანდილის ყმათა თანა

162. დაწერა თუ ჩემნო ყმანო გამზრდელნო და ზოგნო ზრდილნო ერთგულნო და მისანდონო ამას ზედა გამოცდილნო თქვენ ჩემისა საწადილსა მიდგომილნო ვითა ჩრდილნო წიგნი ჩემი მოისმინეთ ყოვლნო ერთგან შემოყრილნო

163. მიწაცა თქვენი ავთანდილ ისმინეთ გიწერ მე რასა თვით ვიქ ხელითა ჩემითა ამა წიგნისა წერასა ცოტასა ხანსა ვარჩივე გაჭრა სმასა და მღერასა პურად და საჭმლად მივენდევ ჩემსა მშვილდსა და ცერასა

164. საქმე რამე მიც თავისა ზე სადმე გარდსახვეწელი დავყო მარტოდ და ღარიბად ესე წლეული მე წელი გემუდარები ამისთვის ვარ თქვენი შემომხვეწელი მე დამახვედროთ სამეფო მტერთაგან დაულეწელი

165. მე შერმადინ დამიგდია ჩემად კერძად პატრონობდეს სიკვდილსა და სიცოცხლესა სადამდისცა ჩემსა სცნობდეს ყოვლთა მზეებრ მოგეფინოს ვარდსა არა არ აჭნობდეს შემცოდესა ყველაკასა ვითა ცვილსა დაადნობდეს

166. თქვენცა იცით გამიზრდია ვითა ძმა და ვითა შვილი ამას ასრე მორჩილობდით არის ვითამც ავთანდილი ბუკსა იკრას აქმნევინეთ ყოვლი საქმე ჩემგან ქმნილი მე თუ დრომდის არ მოვიდე გლოვა გმართებს არ სიცილი

167. ესე წიგნი გაასრულა წყლიანმან და სიტყვანაზმა წელთა ოქრო შემოირტყა საღარიბოდ მოეკაზმა ბრძანა მინდორს შევჯდებიო ლაშქარიცა დაერაზმა მასვე წამსა წამოვიდა შინა ხანი არა დაზმა

168. ბრძანა წადით ყველაკაი აქა მომხრედ არვინ მინა მონებიცა მოიშორვა თავი გაითავისწინა მარტო გარე შემობრუნდა შანბი შიგან გაირბინა მიწყივ მისად საგონებლად მისი მკვლელი თინათინა

169. იგი ველი გაირბინა ლაშქართაგან გაეკიდა ვინმცა ნახა სულიერმან ანუ ვინმცა გაეკიდა ვის მახვილი ვერას ავნებს იმას ვინცა წაეკიდა მისგან ტვირთი კაეშნისა ტვირთად ვარგად აეკიდა

170. რა ლაშქართა ინადირეს და პატრონი მოითვალეს იგი პირმზე ვერა ჰპოვეს პირი მათი იფერმკთალეს მათსა დიდსა სიხარულსა სიმძიმილი ანაცვალეს ყოვლგან რბოდეს საძებარად ვინცა იყო უცხენმალეს

171. ღმერთი ლომო შენად ნაცვლად სხვასა ვისმცა დანერგვიდეს დარბოდეს და სხვაგნით სხვათა მოამბეთა მოასხმიდეს ვეღარა ცნეს მისი საქმე გაიარა აქათ კიდეს მისნი სპანი გულმოკლულნი ცხელსა ცრემლსა გარდმოყრიდეს

172. შერმადინ ერთგან შეყარნა ხასნი და დიდებულები უჩვენა იგი უსტარი ამბავი მისი თქმულები რა მოისმინეს ყველაი დარჩა გულდანაწყლულები თავსა იცემდეს არ იყო გული უცრემლო ულები

173. ყოვლთა ჰკადრეს თუცა ყოფა ჩვენ უმისოდ გვეარმისცა უშენოსა საჯდომი და ტახტი მისი ვისმცა მისცა გაღანამცა გმორჩილობდით თუ გვიბრძანო რაცა ვისცა იგი მონა აპატრონეს ყველაკამან თაყვანისსცა

ავთანდილისაგან ტარიელის ძებნად წასლვა

174. ამ საქმესა მემოწმების დიონოსი ბრძენი ეზროს საბრალოა ოდეს ვარდი დაეთრთვილოს დაცაეზროს ვის ბალახში არა გვანდეს და ლერწამი ტანად ეზროს იგი სადმე გაღარიბდეს სამყოფთაგან იაბეზროს

175. ავთანდილ იგი მინდორი ოთხახმით გარდაიარა დააგდო ზღვარი არაბთა სხვათ ზღვართა არე იარა მაგრა მის მზისა გაყრამან სიცოცხლე გაუზიარა თქვა თუ მე მასმცა ვეახელ აწ ცხელსა ცრემლსა ვღვრი არა