ჩანართი და დანართები ტექსტები ვეფხისტყაოსნისა, 1948 წ.

279. ფრიდონ შეუტყვა, ეს იყო თათბირი ტარიელისა; ყველას მიუსწრა, შეიჭრა, მის მზისა შეყრას ელისა; ჭირნი გაჰქარდა, დაივსო ცეცხლი მათისა მწველისა, აწ ეიყარნეს, შერეშრა ნაკადი ცრემლთა სველისა.

ტარიელისაგან ზღვათა მეფისას მისვლა

280. ფატმან ავთანდილს თვალითა ტკბილითა შემხედველია; ავთანდილ უთხრა: “მუხთალი სოფელი ეგრე მქმნელია; აღარვისად მცალს უმისოდ, გული ვისთვისმცა მწველია, ბრძენთა თქმულია: “მოყვარე არ გაიშვების ძველია.”

281. კვლა ფატმან ჰკადრა სამთავე სიტყვები დასათხოველი; ავთანდილისგან გამოვა ქნად საქმე კარგი ყოველი; ნუ მოიშორვებთ, გიყვარდესთ, გაფიცო ღმერთი ცხოველი, რადგან გმსახურეთ, რაც ვჰქენით, ცოდვათ აღარას მოველი.”

282. ტარიელ ბრძანა: “ჰე ფატმან, ჩემთვის ხარ კარგის გულითა, შენ გაგვინათლე სიბნელე, ვსხედით შუქ-დაკარგულითა, ხარ ნიადაგმცა ყოვლითა საქმითა საკარგულითა, ვართ ჩვენის გულით შენისა გულთანა დანერგულითა”

სამთაგანვე ქვაბსა მისვლა და მუნით არაბეთს წასვლა

283. ავთანდილ იცნეს, გაისმა ხმა მათგან სიხარულისა; დაიწყეს ყოვლგნით ლაშქართა ქნა მათკენ სიარულისა, თაყვანის-სცემდა სიმრავლე სპისა პირ-მხიარულისა, ქალი ნახიან: შვენება, თქვიან, არს მზისა სრულისა.

284. მე ვით ვიმართლო თქვენს წინა შემცოდე ჩემი თავია? მქონდა მე მაშინ ხელ-მქნილსა გული ცეცხლ-შენართავია; ლაშქარი ვნახე, მამეცა ჭირი ჭირს დანართავია, აწ ლხინით ვნახოთ მგოსანნი და ჩანგთა გამმართავია.

285. კვლა მეფე ჰკითხავს: “რა უყავთ თქვენი უღირსი ძმობილი? თან რად არ გახლავსთ, ეს მიკვირს, სჭირს რამე დასაგმობილი? შენთა წამალთა ძებნითა გულსა ლახვარი სობილი, ამა ლაშქართა თავადი, ჩემგან ძეობით ხმობილი.”

286. “ქალსაცა ჰკითხეთ, აცნობეთ, იქს თქვენსა გაგონებასა; მათ ერთმანერთი უნდოდეს, მეცა ღმრთით დავრთავ ნებასა; მემცა ნუ ვნახავ ცოცხალი მე რასმე მათსა ვნებასა, რადგან შეყარა მიზეზი, რა მოაქვს დაყოვნებასა!”

287. თინათინს ჰკადრეს ყოველი მეფეთა ნაუბარია; “გწადიან, მიგცე ავთანდილს პირ-ბრძენთა საქებარია? ინდოთა მეფე შექნილა, ჩვენს შუა დამწყობარია, აწყა გათავდეს ყველაი, გული, გულს შენებარია.”

288. ქალმან ჰკადრა, თუ: “მეფეო, რადღა ვიხმარებ ენასა, მაგრამ მოველი მშობლურად თქვენთაგან არავე წყენასა; თუ თქვენ გაწყინო, ნუმც ოდეს მოველი ზეცით ლხენასა, ბრძანებას ვექმე მორჩილი, ესე თურე სწადს ზენასა.”

289. ტარიელ ფრიდონ გაგზავნა მის ყმისა მოსაყვანელად; შეთვალა;”მოდი, გიბრძანებს იგი, შენ ვისად სჩანს ელად; ჭირნი გარდახდეს, მოგაკლდა ცრემლი ღაწვისა მბანელად, ნუღარ ეშიშვი სახმილსა, შენი დამწველი-ა ნელად.”

ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა არაბთა მეფისაგან

290. რომე გენახნეს ოთხინივ ერთად ტახტსა ზედა მსხდომნი ჯგუფთად, აღზრდილიყო სარო ნორჩი, ყმა ახოვნად, ქალი სუფთად, მუნა მყოფთა მათთვის ეზღვნა უშურველად სულნი, მუფთად, წამწამთაგან დაჭრილიყო მჭვრეტელთ გული ყიმა ქუფთად.

291. აბა ეს არის ლხინი და, თუ გინდა ერთა-ჭამება! მათთა შუქთა და ელვათა თვალი არ შეედგამება! მუნ შენა მყოფთა გაყრისა ნდომა არ დაეწამება, როსტან ლხინობს და მასპინძლობს, დღე არ მოუჩანს, ღამება.

292. ქორწილი ავთანდილისა, იგ სხდომა ოთხთა მზეთასა; მუნ კრთომა ელვა-ქუშისა, ციერთ უზენე ზეთასა; ქალთა უტურფეს მნათობთა, ყმათა უმხნესთა მხნეთასა, როსტევან ფრიდონს მუხლ-მოყრით ხელთ ღვინით სავსეა თასა.

293. მუნით გაგზავნეს ინდოეთს კაცნი ჰამბავთა მცნეველად; შესთვალეს: “მოვალ ტარიელ, მოჰყავსცა თვისი მზე ველად, ვის ვერა ჰგავსო სარო და ვერცა კინამო მრხეველად, წინ მოგვეგებეთ, იყვენით დღისით და ღამის მთეველად.”

294. ოდეს ინდოთ იგი მეფე შვილთა თვისთა მწუხარებით საწუთოსა გასალმობა, სოფლის ბრუნვის ჩვეულებით სრულ ინდონი ათვრამეტ თვე იყვნენ გლოვით, ვალალებით, არსით უჩნდათ სანუგეშო, დედოფლისა ჰყმობდენ კრებით.

295. რა მისულიყო ინდოეთს ჰამბავი ტარიელისა, შეჰქმნოდათ სიხარულითა დენა ცრემლისა ცხელისა, დედოფალს ჰკადრეს: “მოგვეცა შორად განდევნა ბნელისა, მოგვხვდა ღმერთმან წყალობით, ჟამი გვხვდა სანატრელისა.