ჩანართი და დანართები ტექსტები ვეფხისტყაოსნისა, 1948 წ.

296. შეკრბა სიმრავლე სპათა და თავადთა დიდებულებთა; ისწრაფეს, გასხდენ ტაიჭთა ტურფადრე დაკაზმულებთა; უსწრობდეს ერთი მეორეს, მიეცნენ სიხარულებთა, გაისმა სრულად ინდოელთ მიეცა შვება გულებთა.

297. დედოფალმან პალატისა დიდებულნი ხასნი სრულად მათ მეფეთა დასახვედრად მიაგება მხიარულად, საჭურჭლენი უთვალავნი წინა უძღვნა დატვირთულად, უბრძანა თუ:,, ნურას ზოგავთ, რადგან ვარდნი არ არს ზრულად.”

298. გასცა ინდოეთს ბრძანება ახდად შავისა სრულისა, შემოსვა ძოწეულისა და ზარქაშისა მკულისა: გვეღირსა ზესთა წყალობით პოვნა ჩვენ დაკარგულისა, განსდევნეთ ჭმუნვა ყოველთა, დღე გვაქვს აწ სიხარულისა.”

299. მოვიდეს სრული ინდონი, ტარიელს ესალმოდიან, ფერხთა და ხელთა ჰკოცნიდეს, ცრემლითა უსურვოდიან, ნესტან-დარეჯანს ვით ვარდსა ბულბულებრ გარ ეტრფოდიან. იგ დიდებითა დიდითა მათ მეფეთ წინ უძღოდიან.

300. მოვიდნენ ქალაქს შეიქმნა ხშირად საკრავთა ტკბილობა, მოქალაქეთა შეექმნათ ქვე სტავრათ დაფენილობა, აყრიდნენ ზედა თვალ-გოჰარს, არვის აქვს მოწყენილობა, სრასა შევიდნენ: დედოფალს თვალად ჰსჩანს ცრემლის ნილობა.

301. მაშინ ყოვლთა მეფისათვის აატირეს გული ჩვილი, მოსთქვეს: გმირი სიუხვისა, ვა, მოგშორდა ნილოს ქმნილი! ტარიელცა ცრემლსა აფრქვევს,-მისგან იყო ტკბილად ზრდილი: “დავჰკარგეო მზისა სწორი, მომდგომია ბნელი ჩრდილი.”

302. დედოფალი გარდეხვია მათ ორთავე თვისსა შვილთა, აკოცებს და ეუბნების გულ-სადებთა სიტყვა ტკბილთა; “ვა, გიმუხთლათ საწუთრომან თქვენ ედემის ალვა-ზრდილთა, ნურღა ჰსწუხხარ, აწ დასხედით მეფობისა ტახტ-ადგილთა.”

303. მიუძღვნა და ტახტსა დასხნა, ერთიბილნი ულოცვიდეს, დედოფალსა სხვასა ტახტსა შემკობილსა ცალკე სმიდეს, ავთანდილს და ფრიდინს მრავლად უსასყიდლოდ ძღევსა ძღვნიდეს, შეჰქმნეს სმა და სიხარულით მათ შვენბანი განადიდეს.

304. ტარიელს და ცოლსა მისსა მიხვდა მათი საწადელი — შვიდი ტახტი სახელმწიფო, საშვებელი გაუცდელი. მათ პატიჟთა დაავიწყებს ლხინი ესე აწინდელი, ყოლა ლხინთა ვერ იამებს კაცი ჭირთა გარდუხდელი

305. თვით ორნივე ერთგან მსხდომნი ნახნეთ, მზეცა ვერა სჯობდეს; ბუკსა ჰკრეს და მეფედ დასვეს, ქოსნი ხმასა დაატკბობდეს; მისცე კლიტე საჭურჭლეთა, თავთა მათთა მიანდობდეს; “ესეაო მეფე ჩვენი”, — იზახდიან, ამას ხმობდეს.

306. ავთანდილ და ფრიდონისთვის ორნი ტახტნი დაამზადნეს; ზედა დასხდეს ხელმწიფურად, დიდებანი უდიადნეს, ღმერთმან სხვანი ხორციელნი მათებრნიღა რად დაბადნეს! ამბობდიან ჭირთა მათთა, ყველაკასა გაუცხადნეს.

307. სმა, პურობა, გახარება ქნეს, ჯალაბი გაადიდეს; ვითარიცა ქორწილობა ხამს, ეგეთსა გარდიხდიდეს. მათ ორთავე თავის-თავის ძღვენსა სწორად მიართმიდეს, გლახაკთათვის საბოძვარსა საჭურჭლესა ერთგან ყრიდეს.

308. სრულნი ინდონი ავთანდილს და ფრიდონს ღმრთად ხადოდიან; “თქვენგან გვჭირს კარგი ყველაი”, მართ ამას მოიტყოდიან; ვითა პატრონსა სჭვრეტდიან, რაც სწადდის, მას იქმოდიან, სადარბაზობლად ნიადაგ მათ წინა მოვიდოდიან.

309. ინდოთ მეფე უბრძანებდა ასმათს, მისსა შეკდომილსა: “რაცა შენ ჰქენ არ უქმნია არ გამზრდელსა, არცა ზრდილსა; აწ ჰინდოეთს სამეფოსა მეშვიდესა, ერთსა წილსა ზედა დაგსვამ, შენი იყოს, გვმსახურებდი ტკბილი ტკბილსა.

310. “ვინცა გწადდეს ქმრად შეირთე, სამეფოსა ეპატრონე; მუნიდაღმა გვმსახურებდი, თავი შენი დაგვამონე!” ასმათ ფერხნი გარდუკოცნა: “შენგან არის ჩემი ღონე, მონობისა უკეთესი რამც ვიშოვნე, რამც ვიქონე?”

311. ერთგან სამთავე ძმობილთა დაყვნეს ცოტანი დღენია; თამაშობდიან, უსახო მოუდიოდეს ძღვენია; რა მარგალიტი ღარიბი, რა უკეთესი ცხენია, მაგრა ავთანდილს სურვილმან დაღრეჯა დააჩენია.

312. ტარიელ ცნა, – ამა ყმასა ცოლისათვის მოესურვა, უბრძანებდა: “გული, შენი, ვიცი, ამად მომემდურვა; აწ ვაგლახ მენ, ჭირი შენი გონებამან შვიდით ურვა, მოგშორდები, საწუთრომან ლხინი ასრე დამიშურვა.

313. კვლა ფრიდონცა დაეთხოვა: “წავიდეო სახლსა ჩემსა, ზედა-ზედა დავსტკეპნიდე დარბაზსა და ამა თემსა; სამსახურსა მიბრძანებდი უხუცესი ვითა მრწემსა, შენთვის ასრე მომსურდების, წყაროსათვის ვით ირემსა”.

314. როსტანისთვის წაატანა საძღვნოდ ტურფა ჯუბაჩები, კვლა ჭურჭელი თვალთა თლილთა, არ კოვზები, არ ჩამჩები. “ჩემაგიერ მიუტანე, წაო, ნურას მეურჩები”. ავთანდილ თქვა: “არა ვიცი, მე უშენოდ ვით დავრჩები”.

315. ქალსა ქალმან გაუგზავნა ყაბაჩა და ერთი რიდე, რომე ჩაცმა-დაბურვასა ვინ ღირს იყო მათგან კიდე! ერთი თვალი, – წამღებელმან ვერა თქვას თუ ცუდად ვზიდე, — ღამე მზეებრ გაანათლოს, ჩნდის, სადაცა შეხედვიდე.